რჩეული ციტატა
|
---|
|
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!“
|
|
( ზვიად გამსახურდია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, 9 აპრილი, 1991 წ.)
|
| რჩეული სტატია
|
---|
კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრი ქუთაისში დაარსდა 1928 წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, ხოლო 1930 წელს თბილისში გადავიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა. ყოფილი „სახალხო სახლი“ ქართველი მეწარმის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აიგო 1907 წელს.
პირველ სეზონში დადგმულ სპექტაკლთა შორის იყო ერნესტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, ბერნარდ შოუს „წმინდა ქალწული“, კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“. მოსამზადებელი პერიოდი ისეთი დაძაბული და დამუხტული იყო, რომ უშანგი ჩხეიძე მას საბრძოლო მზადებას ადარებდა. პრემიერა წარმატებული გამოდგა — მაყურებელი თბილისიდან ქუთაისში არა მხოლოდ პრემიერებზე, არამედ რიგით სპექტაკლებზეც ჩადიოდა. 1930 წელს თეატრმა პირველი გასტროლები ჩაატარა ხარკოვსა და მოსკოვში. საგასტროლოდ წაღებულ სპექტაკლთა შორის იყო „ურიელ აკოსტა“ — კოტე მარჯანიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი, რომელმაც მრავალ სეზონს გაუძლო. იგი რამდენიმეჯერ აღადგინეს ახალი თაობის მსახიობების მონაწილეობით. პირველი შემსრულებლები იყვნენ უშანგი ჩხეიძე — ურიელი, ვერიკო ანჯაფარიძე — ივდითი, შალვა ღამბაშიძე — დე სილვა, ალექსანდრე ჟორჟოლიანი — ბენ აკიბა. ისინი ქართული სამსახიობო ხელოვნების ლეგენდებად დარჩნენ. (...სრულად)
- სურათზე: მარჯანიშვილის თეატრის შენობა, XX ს დასაწყისში.
| რჩეული ბიოგრაფია
|
---|
ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953), ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).
პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, 1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა. 1888 წელს, იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში. საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა იყო. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“, რომელთა ტომების შემდგენელი თავად იყო. (…სრულად)
- სურათზე: ექვთიმე თაყაიშვილი.
| იცოდით, რომ...
|
---|
|
|
ეს თვე საქართველოს ისტორიაში
|
---|
...და იდგა თვე იგი ვარდობისა:
- 1769 : რუსეთის, ქართლ-კახეთისა და იმერეთის შეთანხმება.
- 1802 : თბილისში საზეიმოდ გაიხსნა რუსული მმართველობა. პირველი მთავარმართებელი გახდა კნორინგი.
- 1879 : დაარსდა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”.
- 1810 : სოლომონ II თბილისიდან ახალციხეში გაიქცა.
- 1918 : გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
- 1920 : XI წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა.
- 1920 : მოსკოვის ხელშეკრულება (1920): საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
- 1921 : დაიწყო ბაქო-თბილისის ნავთობსადენის ექსპლუატაცია.
- 1922 : გაიხსნა თბილისის სამხატვრო აკადემია.
- 1975 : თბილისში გამარჯვების პარკში გაიხსნა ძეგლი “უცნობი ჯარისკაცის საფლავი”.
- 1991:
- 1999 : ქართველი ალპინისტები ავიდნენ ევერესტზე.
- 2001 : მუხროვანის სამხედრო ინციდენტი.
- 2004:
- 2007 : ბუქარესტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში ნესტორ ხერგიანმა 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
- 2008:
- აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დამატებითი ძალები შევიდნენ.
- გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის განიხილვისას, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: რუსეთის, სომხეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ბელორუსიის, ინდოეთის, სერბეთის, სუდანის, სირიის, მიანმას და ვენესუელას დელეგაციებმა.
- პარლამენტის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა დიდი უმრავლესობით.
| კატეგორიები
|
---|
| პროექტები
|
---|
დაგვეხმარეთ სტატიების გამართვაში
დასასრულებელი:
ვიკიფიცირება:
|
|