პორტალი:საქართველოს ისტორია/იცოდით, რომ.../არქივი
საინტერესო ფაქტები ამ გვერდზე თავმოყრილია საინტერესო ფაქტები ამოკრებილი ვიკიპედიის მასალიდან. საქართველოს ისტორიის პორტალში, ეს რუბრიკა 2007 წლის ბოლოს დაიწყო. თუ გსურთ სპეციფიური ფაქტის დამატება, გთხოვთ ჩასვათ იგი გვერდზე შემდეგი გამოცემის მომზადება. ეს ინფორმაცია გადამოწმებადი უნდა იყოს და მასში შესაბამისი ბმულები უნდა მიუთითოთ. პერიოდულად ეს ფაქტები განთავსებულია საქართველოს ისტორიის პორტალზე რუბრიკაში "იცოდით, რომ...". |
იხილეთ აგრეთვე არქივი |
მიმდინარე არქივი
რედაქტირება- ...გურჯაანის ყველაწმინდა (სურათზე) ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში.
- ...ქსენოფონტის ცნობით ძველქართული ტომები დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი იყო...
- ...სამეგრელოს სამთავრო ოფიცილაურად 1867 წლის 4 იანვარმდე არსებობდა...
- ...შუა საუკუნეების საქართველოში გუჯარი ეწოდებოდა მეფისგან ნაბოძებ საბუთს, რომელიც XVIII ს.-დან სიგელს შეერწყა...
- ...აბრამადი, იგივე სახლთუხუცესი, მეფის მოხელე იყო ძველ საქართველოში, რომელსაც უმთავრესოდ სამეურნეო ფუნქციები ეკისრებოდა.
- ...ფრედი ვუდროფი დღემდე ერთადერთი ცსს აგენტია, რომელიც საქართველოში იქნა მოკლული...
- ...ერაყში, სულეიმანების ქართული დინასტიის ფუძემდებელი იყო ბაღდადის ფაშა - სულეიმან ბუიუქი, ქართველი მამლუქი...
- ...ლილო, არა მარტო სახალხო ბაზრობითაა ცნობილი, არამედ არქეოლოგიური ძეგლებითაც...