პორტალი:საქართველოს ისტორია/იცოდით, რომ.../არქივი/2008
- ...უძველეს (V-VII ს.) პალიმფსესტებში (სურათზე), ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, ივანე ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული...
- ...თავისუფლების მოედანი მრავალი საპროტესტო აქციის მოწმეა, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ დროინდელი აქციაა;
- ...რუსთავი, XX საუკუნეში საქართველოს უდიდესი სამრეწველო ცენტრი იყო თბილისის შემდეგ.
- ...საქართველოს პირველ–მოსახლე დმანისელი ცოლ–ქმარი ზეზვა და მზია იყვნენ...
- ...ოშკის ტაძარს ერთხანს იყენებდნენ ნაწილს მეჩეთად, ნაწილსაც ბოსლად, ფარეხად და თივის საწყობად, შიგნიდან შესაბამისი გადატიხვრით.
- ...უფლისწული ვახტანგი, დავითი IV-ის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა, თუმცა დემეტრემ ანდერძი არ შეასრულა;
- ...ალექსანდრე დიუმა (უმცროსი), რომელიც 1879 წელს ეწვია თბილისს, აღნიშნავდა:„ჩემი ცხოვრების მანძილზე მე თითქმის ყველა თეატრი მოვინახულე, მაგრამ ვერც ერთი მათთგანი ვერ შეედრება სილამაზით თბილისის თეატრს“.
- ...1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული, Capital“ ასოები.
...
- ...საქართველოს რესპუბლიკა არა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, არამედ საქართველოს სსრ–ს სამართალ–მემკვიდრეა...
- ...ქართულ ლაშქარში პირველი ევროპული წოდება – „შარჟანტი“, დავით ბატონიშვილმა შემოიღო...
- ...ქ. ბათუმის სახელი ბერძნული წარმოშობისაა („ბათუსი“) და ღრმას ნიშნავს...
- ...XIX ს. ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა „ქართლის ცხოვრების“ სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას...
- ...სამცხე–ჯავახეთს XVI ს–მდე ზემო ქართლი ეწოდებოდა...
- ...იმერეთის მეფე სოლომონ II–ს უფლისწულობაში დავითი ერქვა
- ...1921-1931 წლებში საქართველომ თავისი ტერიტორიების 1/3 დაკარგა(სურათზე)...
- ...დიდგორის ბრძოლაში დავით აღმაშნებელმა 40 000 ყივჩაყიდან, მხოლოდ 15 000 გამოიყვანა...
...
- ...სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის დროს, ქალაქ ცხინვალში (სურათზე რგოლში) მხოლოდ ერთი ოსი ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა...
- ...„ესე ამაზასპ იყო კაცი ძლიერი და დიდი გოლიათი, მსგავსი ფარსმან ქუალისა...“ (ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“).
- ...დვალეთი ისტორიული მხარეა შუა საუუნეების საქართველოში, რომელიც ამჟამად რუსეთის ფარგლებშია...
- ...ასომთავრულ დამწერლობაში, ასო–ბგერა უ–ს დამოუკიდებელი გრაფემა არ ჰქონდა...
- ...გიორგი VIII პირველი ქართველი მეფეა, რომელმაც თავისი მეფობის დროს ანტიოსმალური კოალიციის მოწყობის მიზნით ევროპაში გააგზავნა ელჩობა 1458-1459 წწ.
- ...ყველაზე ხანმოკლე მეფობა ერთიანი საქართველოს ტახტზე ჰქონდა დავით V–ს...
- ...საქართველოს სომხურ სახელში – Վրաստան (ვრასტან), ძირი „ვრა“ სპარსული წარმოშობისაა...
- ...ახალციხე ინგლისურად Newcastle-ია...
...
- ...საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი.
- ...მეცნიერთა ვარაუდით 30-28 მილიონი წლის წინ გაჩნდა კავკასიის ყელი.
- ...ფარანავაზ იყო პირველი მეფე ქართლისა - (ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“).
- ...ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი.
- ...ასომთავრული - უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის.
- ...ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III, ჯერ „აფხაზთა მეფედ“ ეკურთხა, „ქართველთა მეფედ“ კი მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ. ამას მოწმობს მისი მონეტაც, სადაც წერია:„ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე“[1].
- ...არმაზისხევის აბანო (სურათზე) ჯერჯერობით უძველესია საქართველოს ტერიტორიაზე.
- ...საქართველოში რენესანსი XII-XIII სს დაიწყო.
...
- ...საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო ცნობა, გაგრძელდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც.
- ...რომის იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა იბერიის მეფე ფარსმან II–ს, რომში ცხენზე ამხედრებული ქანდაკება დაუდგა.
- ...ხევსურეთის და ფშავის ძველი სახელწოდება ფხოვია.
- ...ნეკრესში (კახეთი) მოპოვებული არქეოლოგიური მასალებით დასტურდება ქართული ანბანის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანაში.
- ...გიორგი IV ლაშა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობას გეგმავდა, თუმცა მონღოლების მოულოდნელმა გამოჩენამ ხელი შეუშალა.
- ...დავით აღმაშენებელი იყო პირველი ქართველი მეფე ვინც ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები უარყო, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.
- ...დმანისში გათხრების შედეგად ნაპოვნი ჰომინიდები – ჰომო გეორგიკუს, 1.8-1.7 მილიონი წლით თარიღდება (სურათზე).
- ...თამარ მეფის მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ-არსლანი "იგივე" სიმონ დე მონფორია, მხოლოდ ერთი საუკუნით ადრე.
···
- ...საქართველოს სახელმწიფო დროშა, ე.წ. "ხუთჯვრიანი დროშა", პირველად საქართველოს სამეფოს აღმნიშვნელად, ესპანელი კარტოგრაფის ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანზე დაფიქსირდა (სურათზე)...
- ...XI ს. თბილისი ტიპიური ქალაქი სახელმწიფოა, საკუთარი თვითმმართველობით – საქალაქო კომუნით ("ქალაქის საბჭო"), თბილელი ბერების სახით. ...
- ...ერაყის უკანასკნელი მამლუქი გამგებელი 1817-1831 წლებში, წარმოშობით ქართველი - დაუდ-ფაშა გურჯი (მანველაშვილი) იყო...
- ...ჰეროდოტე წინადაცვეთის წესის ქონის გამო კოლხებს ეგვიპტელთა ნათესავებად თვლიდა...
- ...საქართველოს პირველი დედაქალაქი მცხეთა, პომპეუსის ქართლში ლაქრობის დროს, როგორც ქალაქი ჯერ კიდევ არ არსებობდა...
- ...არმაზის ბილინგვაზე ნაპოვნი არმაზული დამწერლობის ნიმუშები აღმოჩნდა ვანშიც...
- ...გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი "იგივე" კარდინალი რიშელიეა, მხოლოდ მთელი 6 ს–ით ადრე...
- ...კოჯრიდან შემოსულმა მე–11 არმიამ, "სასადილო სამადლოში" პირველად ნახა ლობიანი – "ჩვენ ვშიმშილობთ, ქართველები კი შოკოლადიან ორცხობილებს ჭამენო!"