პორტალი:საქართველოს ისტორია/იცოდით, რომ...
- ...მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა „ღვინის“ (სურათზე) სემანტიკური მნიშვნელობა - „ღვინო“ ზმნა „ღვივილი“-იდან არის მიღებული...
- ...ძველ ქართულ სამართალში - სადავო საქმის გამრჩევს, მოსამართლეს ბჭე ეწოდებოდა.
- ...ადრეულ პერიოდში, ქართველთა დიდი ნაწილი თავთუხისფერი თმით გამოირჩეოდა...
- ...მდ. არაგვისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჟინვალიდან გარეჯის უდაბნომდე, ისტორიული მხარე კუხეთი მდებარეობდა.
- ...აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი კუტაია.
- ...1956 წლის პროკლამაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველი ანტიკომუნისტური პროტესტი იყო.
- ...ქართლის სამეფოს ტახტი თეიმურაზ II-ს ირანის შაჰმა ნადირმა უბოძა, ქართლში აჯანყების ჩახშობის სანაცვლოდ.
- ...გიორგობა საქართველოში, განსხვავებით სხვა ქრისტიანული ქვეყნებისგან, ორჯერ აღინიშნება...