თავთუხისფერი
თავთუხისფერი — ძალიან ღია, თეთრში გარდამავალი ქერა თმის ფერი. საერთაშორისო ტერმინია ბლონდი. ასეთი ფერის თმის მქონე ადამიანთა განსახლების ძირითადი ადგილი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაა. მაგალითად, სკანდინავიის, ფინეთისა და ისლანდიის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავთუხისფერთმიანია.
ტერმინი თავთუხისფერი ერთობ გავრცელებული იყო ძველ ქართულში. დღესდღეობით, ტერმინი სალაპარაკო ქართულში თითქმის არ გამოიყენება და სრულიად ჩანაცვლებულია სიტყვებით ღია ქერა და ბლონდი.
ქართველი კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია თავის ისტორიულ რომანებში, ძველი ქართველების აღწერისას, ხშირად გამოიყენებდა სიტყვა თავთუხისფერს. მაგალითად, რომანში "დიდოსტატის მარჯვენა" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ქალი, კვეტარის ერისთავის ასული შორენა კოლონკელიძე და მისი საქმრო ჭიაბერ ერისთავი თავთუხისფერთმიანებია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- . "სამხრეთ სემნიდან აღებული მუმიების თმის ნიმუშების ანალიზი(სუდანის ნუბია)". ფიზიკური ანთროპოლოგიის ამერიკული ჟურნალი. 1978. http://wysinger.homestead.com/hair_semma.pdf. Retrieved 2011-02-03.
- . "ქერათა" წარმოშობა, ინტერნეტ ეტიმოლოგიური ლექსიკონიდან.
- . "ქერა/ბრუნეტი" ინგლისური ენის ამერიკული მემკვიდრეობის ლექსიკონიდან (1996)