აბრამადი, აბარმადიმეფის მოხელე ძველ საქართველოში. უმთავრესოდ სამეურნეო ფუნქციები ეკისრებოდა. ვახუშტის მიხედვით, სამეფო კარის ხელისუფალთაგანი, სახლთუხუცესი. „... ამისი ჴელისა იყო სამეფო შემოსავალი და გასავალი. ამან უწყოდა წესნი და რიგნი სახლისა მეფისანი და თათბირობა სამეფოსი, და სახასონი მეფისანი. და ამის ქუეითნი ჴელისუფალნი ამისი დასახედნი იყვნენ, არამედ უმეტეს ეჯიბს ქუემორენი“ (ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 20). საბას განმარტებით, აბრამადი შეესაბამება ეზოსმოძღვარს, უფრო ზუსტად - სალაროს ნაზირს. აბრამადად იწოდებოდა აგრეთვე მონასტრის ერთ-ერთი ხელისუფალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 173;
  • შანიძე ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971, გვ. 147-148, 330;