დრილები (ძვ. ბერძნ. Δρῖλαι) — ძველი კოლხური ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში.

ძვ. წ. 401 წელს მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით (Xen. Anab. 5.2.14) დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში. ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც. დრილებს ასევე იხსენიებს არიანე თავის „პერიპლუსში“ (დაახლ. ახ. წ. 131).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მიქელაძე თ., ქსენოფონტის "ანაბასისი" (ცნობები ქართველი ტომების შესახებ), თბ., 1967;
  • Максимова М. И., Античные города Юго-восточного Причерноморья, М.-Л. 1956;
  • მისივე, Местное население Юго-восточного Причерноморья по "Анабасису" Ксенофонта: дрилы и моссиники, «Вестник древней истории», 1951, № 1;