პორტალი:საქართველოს ისტორია/თვის მოვლენები/11
...და იდგა თვე იგი გიორგობისა:
- 1903 : რსდმპ იყოფა ორ ფრაქციად: ბოლშევიკებად (უმრავლესობა) და მენშევიკებად (უმცირესობა).
- 1940 : მცხეთის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს არმაზის ბილინგვა (სურათზე).
- 2003 : თბილისში, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოპონენტები პარლამენტის შენობას იღებენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
- 2003 : ვარდების რევოლუცია - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით გამოწვეული მასობრივი პროტესტების ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.
- 2005 : საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
- 2007 : პარლამენტის შენობის წინ 2 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლმდენი აირითა და წყლის ჭავლით დაშალა.
- 2007 : ოპოზიციის ზეწოლით საქართველოს პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნები ვადამდე, 5 იანვარს, პლებისციტთან ერთად დანიშნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების თარიღს დაადგენს.
- 2007 : ბათუმის რუსული სამხედრო ბაზა ოფიციალურად გადმოვიდა საქართველოს სრულ განკარგვაში.
- 2007 : სასამართლომ ტელეკომპანია "იმედს" სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადაღა "ხელისუფლების დამხობის პროპაგანდის" გამო.
- 2007 : ლადო გურგენიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა.
- 2007 : საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
- 2007 : ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს გერმანიაში ქართველი სამართალდამცავების მოთხოვნით.