პორტალი:აღმოსავლეთის ისტორია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზიის ისტორიის პორტალში

ეს პორტალი ეძღვნება შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიას და კულტურას. გეოგრაფიული იზოლაციის გამო ჩინეთი, იაპონია, კორეა, ინდოჩინეთის ქვეყნები, მონღოლეთი და ინდოეთის უძველესი ცივილიზაციები ევროპისგან იზოლირებულად ვითარდებოდა.

რჩეული სტატია
ვანგდუ ფოდრანგის ძონგი.
ვანგდუ ფოდრანგის ძონგი.

ძონგის არქიტექტურა ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ბჰუტანში.

არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ბერთა საცხოვრებლებს. დამახასიათებელი ნიშნებია:

  • მაღალი შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით.
  • კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული).
  • ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე.
  • მასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული.
  • შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით.

ელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ძონგის სტილის იშვიათი ნიმუშია ჰიმალაის ფარგლებს გარეთ. (სრულად...)

თვის პიროვნება
სიმა ციანი
სიმა ციანი

სიმა ციანი (ჩინ. 司馬遷) (ძვ. წ. 145 - ძვ. წ. 90) ჰანგის დინასტიის დიდი ნაწერების პრეფექტი, ჩინური ისტორიოგრაფიის მამა. ცნობილი ისტორიული ნაშრომის შიჯის (史記, ისტორიული ჩანაწერები) ავტორი, რომელიც სეიცავს ჩინეთის ისტორიის მიმოხილვას ლეგენდარული ყვითელი იმპერატორიდან იმპერატორ ჰან ვუდის (漢武帝) ეპოქამდე.

სიმა ციანი დაიბადა ისტორიოგრაფის ოჯახში. მამამისი მსახურობდა იმპერატორ ჰან ვუდის კარზე "დიდი წარწერების" პრეფექტად. მის მოვალეობებში შედიოდა იმპერატორის ბიბლიოთეკის და კალენდრის მართვა. მამის გავლენით სიმამ 10 წლის ასაკისთვის უკვე კარგად ერკვეოდა ძველ წიგნებში. იგი სწავლობდა ცნობილ კონფუციანელთან კონგ ანგუოსთან (孔安國) და დონგ ჟონგშუსთან (董仲舒). ოცი წლის ასაკისთვის მამის ხელშეწყობით მან დაიწყო მგზავრობა ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში და აგროვებდა ისტორიულ დოკუმენტებს. იგი ასევე აგროვებდა და ამოწმებდა ძველ ლეგენდებსა და თქმულებებს და ნახულობდა ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის მოინახულა მეფეების იუს და შუნის საფლავები.(სრულად...)

რჩეული ფოტო
თაჯ-მაჰალი.
თაჯ-მაჰალი.

თაჯ-მაჰალი (ჰინდი: ताज महल, სპარს., ურდუ: تاج محل), ძეგლი აგრაში, ინდოეთი, აგებული 1631-1654 წლებში.

სხვა რჩეული ფოტოები... / რედაქტირება

იცოდით რომ...
აღმოსავლეთ აზიის ისტორია
ჩინეთის ისტორიასიის დინასტიაშანის დინასტიაჯოუჩინის დინასტიასამი სამეფოსუის დინასტიატანის დინასტიაათი სამეფოიუანის დინასტიამინის დინასტიაცინის დინასტიაჩინეთის რესპუბლიკაჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

იაპონიის ისტორიაჯომონის პერიოდიიაიოის პერიოდიიამატოს პერიოდიკოფუნის პერიოდიასუკას პერიოდინარას პერიოდიჰეიანის პერიოდიფეოდალური იაპონიამეიჯის რესტავრაციაიაპონიის უახლესი ისტორია

ინდოეთის ისტორიაინდოეთის უძველესი ისტორიავედიური პერიოდიბუდისტური პერიოდიკლასიკური პერიოდიშუა საუკუნეების ინდოეთიინდოეთის კოლონიზაციაინდოეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის

კორეის ისტორიაკოჩოსონიკორეის უძველესი სახელმწიფოებისამი სამეფოს პერიოდიკორეჩოსონიკორეის უახლესი ისტორია

ტიბეტის ისტორიაინდოჩინეთის ქვეყნების ისტორიამონღოლეთის ისტორია

კვირის პროექტი

დასაწერია სტატიები:

შესავსებია და დასასრულებელია: