თარგი:რჩეული სტატია/ისტორიააზია
ძონგის არქიტექტურა ციხესიმაგრეთა არქიტექტურის გამორჩეული ტიპია, რომელიც დამახასიათებელია ყოფილი და დღევანდელი ჰიმალაის ბუდისტური სამეფოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ბჰუტანში.
არქიტექტურა სტილით მასიურია კოშკებიანი გარე კედლებით, რომელიც გარს ერტყმის ეზოებს, ტაძრებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და ბერთა საცხოვრებლებს. დამახასიათებელი ნიშნებია:
- მაღალი შიგნით დაქანებული თეთრად შეღებილი აგურისა და ქვის კედლები, კედლის ქვემო ნაწილში მწირი ფანჯრებით.
- კედლების თავთან შემოვლებული წითელი ზოლი (შესაძლოა დიდი ოქროსფერი წრეებით აქცენტირებული).
- ჩინური სტილის გაშლილი სახურავები ციხის შიგა ტაძრების თავზე.
- მასიური შესასვლელი კარიბჭე ხისა და რკინისგან შეკრული.
- შიდა ეზოები და ტაძრები თვალისმომჭრელ ფერებში გადაჭრილი ბუდისტურ-თემებიანი ხელოვნების მოტივებით.
ელ-პასოს ტეხასის უნივერსიტეტის კამპუსის არქიტექტურა ძონგის სტილის იშვიათი ნიმუშია ჰიმალაის ფარგლებს გარეთ. (სრულად...)