კორეის ისტორია
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
კორეა არის ისტორიული სახელმწიფო ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, რომელიც 1945 წლიდან იყოფა ორ სუვერენულ სახელმწიფოდ: ჩრდილოეთ კორეა (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა) და სამხრეთ კორეა (კორეის რესპუბლიკა). მდებარეობს კორეის ნახევარკუნძულზე, ჩრდილო დასავლეთით ესაზღვრება ჩინეთი, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთი. იაპონიისგან გამოყოფილია კორეის სრუტით და იაპონიის ზღვით.[1]
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (კსდრ) წარმოიქმნა 1948 წლის 9 სექტემბერს. საპარლამენტო რესპუბლიკაა და სასუბრო ოფიციალური ენა კორეულია. დედაქალაქი ფხენიანი (კორეული წაკითხვით ფიონიანგი).
კორეის რესპუბლიკა (თეხანმინგუკი) დამოუკიდებელი სახელმწიოფოა 1945 წლის 15 აგვისტოდან. საპრეზიდენტო რესპუბლიკა და სასაუბრო ენაა კორეული. დედაქალაქი სეული (კორეული წაკითხვით სოული და ითარგმნება როგორც დედაქალაქი)
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაკორეის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ძვ. ჩოსონის სახელმწიფოს. თავად ჩოსონი სამ პერიოდად იყოფა.
პირველი პერიოდი მითოლოგიურია ანუ „ჩოსონ ტანგუ“. მითოლოგიურს მას იმის გამო უწოდებენ, რომ ამ პერიოდზე ძირითადად მითოლოგიიდან არის ცნობილი. მითის მიხედვით ტანგუ იყო ქალის, რომელიც იყო დათვის და ჰანუნის, მთავარი ღვთების, ვაჟი, რომელმაც დააარსა დედაქალაქი ფხენიანი და სახელმწიფო ჩოსონი (დილის სიგრილე).
მეორე, ლეგენდარული პერიოდი ანუ ჩოსონ კიჯას პერიოდი — თარიღდება ძვ. წ. 1122-195 და ლეგენდის მიხედვით კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორია ჩინეთის იმპერატორმა უ-ვანმა გადასცა თავის მოხელეს, სახელად კიჯას (კიჩჟა).
მესამე პერიოდი, ანუ „ვი მანის ჩოსონი“ თარიღდება ძვ. წ. 194-108 წლებით. ვი მანი განუდგება ჩინეთის იმპერატორს და შეუერთდება ჩოსონის მმართველს. მოგვიანებით თავად ჩაიგდებს ხელში ძალაუფლებას და მისი მმართველობა ჩოსონში გრძელდება მანამ სანამ ჩინეთის იმპერატორი არ აღუდგება მასს. აქ მთავრდება ძველი ჩოსონის პერიოდი და იწყება სამი ჰანის ეპოქა.[1]
სამი ჰანის ეპოქა
რედაქტირებაიმ დროს როცა კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ მხარეს ჩოსონის ადგილზე იმყოფებოდა ჩინური პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოიქმნა სამი პრეკორეული სახელმწიფო: კოგურე, პეკჩე და სილა.
კეგუროს წარმოშობა ხუთ ბუს საგვარეულოს გაერთიანებას უკავშირდება: სონბუ (სხვა შესაძლო წაკითხვით ენობუ), ჩოლობუ, სუნობუ, კვანობუ და კერუბუ. კოგურე შეიერთებს ჩინური პროვინციის ნანანის ტერიტორიებს.
თავისი არსებობის პირველივე საუკუნეებიდან კოგურუმ ვერ მოახერხა აეცილებინა შეტაკებები მეზობლებთან — ჩინეთთან და პუიოსთან. მაგალითად 28 წ. ხანის (ჩინეთის) შემცვლელი ლაოდუნი დაესხა კოგუროს. 121 წ. კოგუროელი თხეჯო-ვანი დაესხა ჩინურ რეგიონს, ხენთქოს. 172 წ. სინდე-ვანის მმართველობის დროს ჩინეთი დაესხა კოგუროს.
313 წელს კოგურე ყალიბდება სახელმწიფოდ, როცა შეიერთებს ნანანის ტერიტორიებს. საბოოლოოდ ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ მეხუთე საუკუნეში, ის კორეის ნახევარკუნძულის დიდ ტერიტორიას იკავებს.
პეკჩეს სახელმწიფო ყალიბდებოდა მდინარე ხანგნთან. თავიდან პეკჩე იყო ერთ-ერთი უძლიერესი პროსახელმწიფო გუს გაერთიანებით, მახანის შემადგენლობაში.
პეკჩეს დამაარსებელი იყო ვან ოჩჯონი. სახელმწიფოდ საბოლოოდ ჩამოყალიბება უკავშირდება მეფე კოი-ვანის მმართველობას (234-286). ამ დროს პეკჩენის ლაშქარი ისე იყო გაძლიერებული, რომ ესხმოდა ჩინეთის რეგიონებს ნანანს და ტებანს. 246 წ. კიდევ ერთი ლაშქრობის დროს თებანსი მოკლეს, ამ რეგიონის მმართველი.
კორეის ისტორიისთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა სილას სახელმწიფოს ჰქონდა. ეს სახელმწიფო აღმოჩნდა დანარჩენ ორ სახელმწიფოზე ძლიერი და კორეის ნახევარკუნძულის გამმაერთიანებლის როლი შეასრულა. ყველაზე პოპულარული კორეული გვარები სწორედაც რომ სილადან მოდის.
ლეგენდის თანახმად სილა ჩამოყალიბდა ძვ. წ. 57 წელს. ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ისტორიოგრაფები სამ ნაწლად ყოფენ.
პირველი პერიოდი გრძელდებოდა პირველ საუკუნემდე ჩ. წ. აღრიცხვამდე (დასაწყისი გაურკვეველია), მას უწოდებენ კოსოგანს და ჩხაჩხაუნს. პირველი სილას მმართველი — ხეკოსე(ხიოკოსე) (57-3 ჩ. წ. აღრიცხვამდე).
სილაას ჩამოყალიბების მეორე პერიოდს ნისაგიმს უწოდებენ. ის დაიწყო ძვ. წ. პირველ საუკუნეში და დასრულდა ჩვ. წ. მეოთხე საუკუნეში. ნიგისიმი — ახალი სახელწოდებაა საროს მმართველების კავშირის, რომელიც მიუთითებს ამ გვარის მმართველობაზე. ახალი სტატუსის მიუხედავად სილას დანარჩენი წევრები საკუთარ თავს კვლავ კოსოგანს უწოდებენ.
სილას ჩამოყალიბების პერიოდი რომელიც გრძელდებოდა IV-VI საუკუნეებში უწოდებენ მარიპკანის პერიოდს. მარიპკანი — ეს საროს საგვარეულოების კიდევ ერთი კავშირის სახელწოდება. სილას ეს პერიოდი ხასიათდება კიმების საგვარეულოში მმართველობის გადასვლით ნემულ-ვანის მმართველობის დროს (356-402).
660 და 668 წლებში დაეცა პეკჩეს და კოგურეს დედაქალაქები. 670-იანების ბოლოსკენ — 680-იანების დასაწყისში კორეის ნახევარკუნძულის ორი მესამედი სილას მმართველობის ქვეშ.[1]
შუა საუკუნეები და კორიოს სახელმწიფო
რედაქტირება918 წ. კრებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ თხებონის სახელმწიფოს უმაღლესი პირები, მისი მმართველი კუნე მოხსნეს თანამდებობდან და მის მაგიერ ტახტზე ავიდა 41 წლის ნიჭიერი მთავარსარდალი ვან გონი. მაშინვე სახელმწიფოს სახელი შეცვალეს კორეაზე, ხოლო დედაქალიაქი მომდევნო 919 წ. გადაიტანეს ქალაქ სონაკში (თანამედროვე კესონი) და უწოდეს კეგეონი, ანუ „აღმოჩენების დედაქალაქი“.
ვან გონმა გააერთიანა ქვეყანა პოლიტიკური გზით. ტახტზე ასვილსას პირველსავე თვეს მან მან გამოსცა ბრძანება იანინის სტატუსის დაბრუნება იმ მოქალაქეებისთვის ვინც მაღალი გადასახადების გამო ნობის სტატუსი მიიღო. ძველი ადმინისტრაცის მოხელეებს დამორჩილების პირობით დაუტოვა ძველი ტიტულები და სტატუსი. თუ გამოჩნდებოდა ვინმე ვინც მაინც უწევდა წინააღმდეგობას, პირველსავე რიგში საჩუქრებით ცდილობდა მორიგებას და საკუთარ მხარეზე გადმობირებას. მან გადაწყვიტა დაუნათესავდეს ძლიერ და გავლენიან ოახებს, რის შედეგად მას 29 ცოლი ჰყავდა.
ასეთი პოლიტიკის დახმარებით და 930 წელს ქვეყნის გაერთიანებით მას მერე რაც მან შეირთა გვიანდელი პეკჩე, სილას 110 ქალაქი საკუთარი ნებით შევიდა კორეს შემადგენლობაში. რის შედეგად სილამ გადაწყვიტა კორეს შემადგენლობაში შესვლა და ეს მოახერხა 935 წ.
926 წელს პარხეს დაცემის შემდეგ მიგრაციებმა იმატეს. ვან გონს ეახლა პარხეის ტახტის მემკვიდრე ტე გვანხონი საკუთარ მოახლეებთან ერთად. ვან გინმა მიიღო ის საკუთარი სასახლის კარზე და დაუტოვა სამეფო ტიტული ერთი პირობით თუ ის ვან გონის გვარზე გადავიდოდა.
ვან გონი გარდაიცვალა 943 წელს და მისი გარდაცვალების შემდგომ მას თხეჯონი უწოდეს, რაც „დიდებულ წინაპარ-დამფუძნებელს“ ნიშნავს. ამას მოყვა ტრადიცია, რომ ყველა მმართველს კორეის მმართველის სახელს აბოლოვებდნენ ჩჯონზე (ჯონ), რაც წინაპარს ნიშნავს. ეს ტრადიცია 1275 წლამდე გრძელდეებოდა და 22 მეფის სახელი მთავრდება ასე.
კორეს ისტორიაში XII ს. რამდენიმე ტენდენციით ხასიათდება, რომლებმაც განსაზღვრეს სახელმწიფოს სამომავლო ბედი.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს არათანაბარუფლებიანობის გაზრდა მეომარ და სამოქალაქო მოხელეებს შორის. მეორე აღსანიშნავი ფაქტია დაპირისპირება „ძველ“ სამემკვიდრეო არისტოკრატიისა დედაქალაქიდან და „ახალი“ მოხეელეებისა პროვინციებიდან. ეს მიწების დარიგებასთან იყო დაკავშირებული, რომლის შედეგად პროვინციებში მცხოვრებს სულ უფრო და უფრო ცოტა მიწები რჩებოდათ. მესამე გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩონსვიკის მიწის სისტემის დაშლა და საკუთარი მიწების რაოდენობის ზრდა. საბოლო და გადამწყვეტ მომენტად იქცა დაჯგუფებების ჩამოყალიება, რომელთაც ძალაუფლების მოპოვება სურთ და მათი დაპირისპირება ერთმანეთში.
1219 წლამდე კორეს სახელმწიფოს და მონღოლებს მშვიდობიანი მეგობრული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ 1219 წელს მონღოლები შემოდიან კორეს პროვინციაში და იმიზეზებენ ამას იმით, რომ უპირისპირდებიან იდანებს, რომლებიც მონღოლების შევიწროებით კორეს ტერიტორიაზე. მონღოლებმა სასაზღვრო ქალაქში ინჩჟუში 40 მონღოლი კორეული ენისა და კულტურის შეასასწავლად. ამავე წელს მონღოლების მეფის კარძე მოვიდნენ მეგობრული ურთიერთობის შემოსათავაზებლად, კორეში არსებული არეული სიტუაციის გამო ისინი დათანხმდნენ მონღოლების პირობებზე. ამის შემდეგ მონღოლები რეგლარულად გზავნიდნენ ელჩებს კორეში ხარკის გამოსართმევად. პირველი საომარი ლაშქრობა კორიოში მონღოლებმა 1231 წელს გამართეს. 1232 წელს დადებული ზავის მიხედვით მონღოლებმა გაიყვანეს ლაშქრი კორიოს ტერიტორიიდან. მეორე ლაშქრობა 1232 წლის მერვე თვეს გამართეს. 1231-1235 მონღოლებმა 5 ლაშქრობა გამართეს კორიოში. 1235 წლის შემდეგ კიდევ ექვსჯერ მოხდა ლაშქრობა.
პირველმა ვინც გადაწყვიტა ქვეყნის მმართველობის რეფორმები ჩაეტარებინა იყო ჩხუნსონ-ვან, რომელიც ტახტზე 1298 წ. ავიდა. მაგრამ განზრახვების გამო მან ვერ შეინარჩუნა ძალაუფლება და კონსერვატიული ძალის და იუანის დახმარებით ტახტი კვლავ ჩხუნიოლ-ვანმა დაიკავა. ის მეფობდა 1308.
მხოლოდ ჩხუნმოგვანმა (1344-1348) მოახერხა გადაედგა პირველი ნაბიჯები რეფორმებისკენ. გადამწყვეტი ფიგურა რეფორმების ჩატარებაში აღმოჩნდა მმართველი კონმინ-ვანი (1351-1374).
ჩინეთში მონღოლთა ძალაუფლებისა და მმართველობის დასუსტებამ, კონმინ-ვანს გაეძლიერებინა საკუთარი მმართველობა და გაეტარებინა პოლიტიკა, რომელიც მეფის ძალაუფლებას აძლიერებდა და ამყარებდა. 1364 წ. მონღოლების გავლენით კორიოში შეჩერდა რეფორმები, მაგრამ 1365 წელს ბუდი ბერის დახმარებით რეფორმები განახლდა.
უ-ვანის (1374-1388) მმართველობის დროს ძალაუფლება საბოლოოდ გადაიწია რეფორმატორების ხელში. ლი ინიმომნმა არისტოკრატების დახმარებით ტახტზე აიყვანა 10 წლის უ-ვანი და განახორციელა, როგორც ქვეყნის შიგნით ცვლილებები, ასევე ქვეყნის გარეთ. მან დაამყარა „მეგობრული“ ურთიერთობა მონღოლებთან, სამაგიეროდ თითქმის გაწყდა ურთიერთობა ჩინეთთან.
კორეის ლაშქარი უ-ვანის და ჩხვე იონომის წინამძღოლობით 1388 წელს გაილაშქრნენ ჩინეთისკენ. მეორე მთავარსარდალი ამ ლაშქარში ლი სონგე იყო, რომელიც მდინარე ამონკამთან მისვლისას განაცხადა, რომ აღარ განაგრძობდა ლაშქრობას უხვი წვიმების გამო, მაგრამ ნამდვილი მიზეზი ამისა იყო ის, რომ ის იმ არისტიკრატთა რიგს განეკუთვნებოდა ვისაც მეგობრული ურთიერთობა სურდა ჩინეთთან. ლი სონგე დედაქალაქში ჩავიდა. მას არა ერთი მიმდევარი ჰყავდა დედაქალაქში და ფაქტობრივად მან ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. მან დააპატიმრა უ-ვანი, რომელიც ჯერ კუნძულ კონხვადოზე გააძევეს ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს.
ფორმალური მიზეზი ამისა იყო ის, რომ უ-ვანი არ მიეკუთვნებოდა სამეფო ოჯახს და ამას კორეული წყაროებიც ამტკიცებენ, მათი გადმოცემით უ-ვანი ბუდისტი ბერის ვაჟი იყო. ყველაფრის მიუხედავად ლი სონგემ ტახტზე უ-ვანის ვაჟი, 7 წლის ჩხან-ვანი, აიყვანა და საკუთარი თავი მის მეურნედ გამოაცხადა. 1389 წელს ლი სონგემ ტახტის და ვანის წოდების ღირსეული მემკვიდრე იპოვა - კორიოს უკანასკნელი მეფის კონიან-ვანის მმართველობა 1389-1392 წლამდე გრძელდებოდა.[1]
ჩოსონის სახელმწიფოს ჩამოყალიბება
რედაქტირებაХV-ХVI ს-ს. სამხრეთ კორეის ისტორიაში უწოდებენ ადრეული ჩოსონის ისტორიას. გვიანდელი ჩოსონის პერიოდ განეკუთვნება ХVII-ХIХ საუკუნეები. ადრეული ჩოსონის პერიოდში ხაელისუფლებაში მოვიდა ახალი ძალა, შეიცვალა როგორც დედაქალაქის ადმინისტრაცია ასევე პროვინციულიც. ახალი მიმდევრები ნეოკონფუიციური იდეოლოგიები ამოძრავებთ. ერთი სიტყვით ადრეული ჩონსონის პერიოდში ჩამოყალიბდა კორეის ის სახე, რომელიც 1894 წლის რეფორმამდე უცვლელი იყო. ამ პერიოდში 1443 წელს, სენჩჟონის მმართველობის პერიოდში, შემოიღეს კორეული ანბანი. ანბანის შემოღება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და დაახლოებით ისეთივე როლი შეასრულა, როგორც რუსეთში პეტრე პირველის რეფორმებმა.
ხელისუფლებაში მმართველის ცვლილება და ახალი ძალაუფლების გაჩენის უპირველესი მიზეზი შეჯგუფებებთა დაპირისპირება იყო. 1393 წ. თხეჯონი (ლი სონგე) მმართველობის ახალი სისტემა შემოიღო და 7 ძირითად კატეგორიად დაყო. მან გაამკაცრა სახელმწიფო გამოცდები, კვანგო.მა გამოცდის დანიშნულება სახელმწიფოს მმართველი ფენების გამოვლენა და დანიშვნვა იყო. ამან მიიყვანა იქმდე, რომ გაძლიერდა მოხელეთა ძალაუფლება და დასუსტდა მემკვიდრეობითი არისტოკრატთა ძალაუფლება.
გეოგრაფია
რედაქტირებაკორეა იკავებს კორეის ნახევარკუნძულს და კიდევ 3,5 ათას კუნძულს. მისი ტერიტორია არის 221 კვ. კილომეტრი, ხოლო მოსახლეობა 3 მილიონი (1950 წლის მონაცემებით).
კორეა მთიანი რეგიონია. მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 500 მეტრით მაღლაა. ორი მთიანი სისტემა, ჩრდილოეთკორეული და აღმოსავლეთკორეული, ერთმანეთში აერთიანებს მცირე კლდებისა და მთების სისტემებს.
ველები კორეის მცირე ტერიტორიას იკავებენ და ჩრდილოკორეული და აღმოსავლურკორეულ მთათა სისტემებს გამიჯნავს ერთმანეთისგან. ყველაზი დიდი ველი კორეის დასავლეთ ნაწილშია, ყვითელ ზღვასთან. აღმოსავლეთ-დასავლეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით სწორი მიწების რაოდენობა მცირდება და მაღალდება.
კორეის კლიმატი გარდამავალია, ზღვის კლიმატიდან კონტინენტალურზე. ზამთარში ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები ქრის, რომელთაც სიცივე და მშრალი კლიმატი მოაქვთ. ზაფხულში სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარებია, რომელთაც ნესტი შემოაქვთ. წელიწადში ორჯერ იცვლება ქარების მიმართულება, რის გამოც კორეის კლიმატი ცვალებადია და არამდგრადი.
შიდა რაინოენებში ტემპერატურა უფრო დაბალია ვიდრე სანაპირო რაიონებში. ზამთარში განსხვავება ჩრდილოეთისა და სამხრეთის სანაპიროს შორის 22 °C-ს აღწევს, მაგრამ ზაფხულში ეს განსხვავება თთქმის არ არსებობს. ზამთარში ჩრდილოეთ კორეის საშუალო მინიმალური ტემპერატურაა -12 °C, ხოლო სამხრეთ კორეაში -6 °C. ზაფხულის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა ჩრდილოეთით არის +25 °C, ხოლო სამხრეთით +31 °C.
კორეის კლიმატი ნესტიანია, წელიწადში 1600 მმ. ნალექი მოდის. ასეთი ნალექიანობა რელიეფთან არის დაკავშირებული. ჩრდილო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის რაიონებში შედარებით ნაკლები ნალექი მოდის, ვიდრე აღმოსავლეთის და სამხრეთის სანაპიროების რეგიონებში, სადაც ნალექთა რაოდენობა მეტია. ზამთარში მოდის ნაკლები ნალექი რის გამოც, მშრალი და ღრუბლიანი ამინდებია, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური ნალექის რაოდენობა მოდის, რის გამოც ხშიია წვიმები და ნესტიანი ამინდები.
კორეა მდინარეების დიდი, რაოდენობით გამოირჩევა, მაგრამ მათი უმრავლესობაა არ არის წყალუხვი და გრძელი. ყველაზე გრძელი მდინარე, ამნოკანი, სიგრძეში 790 კმ. მდინარეების უმრავლესობა მთიანია.[2]
მოსახლეობა
რედაქტირებაკორეა მსოფლიოში ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. აქ თითქმის ყველა ოჯახი მრავალწევრიანია. არის ოჯახები, რომელთა შემადგენლობა 12-15 სულით განისაზღვრება. კორეელებს უყვართ ბავშვები და ზრუნავენ მოსახლეობის ზრდისა და მომავალი თაობის აღზრდისათვის. უშვილო ოჯახი იშვიათია. თუ შვილი არ ეყოლათ, ნათესავის ბავშვი აჰყავთ და ზრდიან ისე, როგორც საკუთარ შვილს. ამით აიხსნება მოსახლეობის სწრაფი ზრდა კორეაში.
იაპონიის სტატისტიკური ცნობებით, კორეაში მოსახლეობის რიცხვი შეადგენდა, 1910 წელს 13,3 მილიონს, 1933 წელს - 20,7 მილიონს, ხოლო 1942 წელს - 26,3 მილიონს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ იაპონელთა ბატონობის პერიოდში კორეელები მასობრივად ტოვებდნენ სამშობლოს და თავს აფარებდნენ მეზობელ ქვეყნებს, კერძოდ მანჯურიას, ცხადი იქნება, თუ რამდენად სწრაფად იზრდებოდა მოსახლეობის სულადობა. 1942 წელს საშუალოდ 1 კვადრატულ კილომეტრზე მოდიოდა 119 მცხოვრები. მაცხოვრებელთა 96,7 პროცენტს შეადგენდნენ კორეელები, ხოლო დაახლოებით 2,8 პროცენტს - იაპონელები. კორეაში ცხოვრობდა აგრეთვე 40 ათასამდე ჩინელი.
უკანასკნელი ცნობებით, მოსახლეობის რიცხვი კორეაში დაახლოებით 30 მილიონია. აქედან 98 პროცენტს კორეელები შეადგენენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითეულ კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ მოდის დაახლოებით 130 მცხოვრები. უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობის ზრდას ხელი შეუწყო ქვეყნებში გადახვეწილ კორეელთა დაბრუნებამ იაპონელთა უღლისაგან განთავისუფლებულ სამშობლოში. მაგალითად, ცნობილია, რომ მანჯურიიდან მილიონზე მეტი კორეელი დაბრუნდა თავის სამშობლოში.
კორეელი ხალხი მონღოლური წარმოშობისაა. კორეელები რამდენადმე ჩინელებსაც ჰგვანან და იაპონელებსაც, მაგრამ ორივე მათგანისაგან განსხვავდებიან. კორეელი მამაკაცის საშუალო სიმაღლე 165—170 სანტიმეტრია, ხოლო ქალის - 153—156 სანტიმეტრი.
კორეაში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სოფლის მეურნეობას მისდევს. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს. შედარებით სწრაფად იზრდება თავისუფალი ჩრდილოეთ კორეის ქალაქების მოსახლეობა. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დროებით დედაქალაქ ფხენიანში 1945 წელს 400 ათასი, ხოლო 1950 წლის დასაწყისს 500 ათასი მცხოვრები იყო.
1942 წლის სტატისტიკური ცნობებით, ჩხონჯის (სეისინი) მოსახლეობა 234,3 ათას კაცს შეადგენდა, ვონსანში (გენზანი) ცხოვრობდა 122,2 ათასი კაცი, სინიჯუში (სინგისიუ) - 127,7 ათასი, ხამხინში (აანკო) - 119,2 ათასი, ხინამში (კონანი) - 127 ათასი.
სამხრეთ კორეის ყველაზე დიდი ქალაქი და კორეის ძველი დედაქალაქია სეული, რომლის მოსახლეობა 1950 წლის დასაწყისს 1.200 ათას კაცს შეადგენდა. სეულში 1923 წელს მხოლოდ 288,2 ათასი კაცი ცხოვრობდა, 1937 წელს - 706,4 ათასი, ხოლო 1942 წელს - 1.114 ათასი კაცი. ნავსადგურ პუსანში (ფუზანი) ცხოვრობდა 326,3 ათასი კაცი, ტეგუში - 210,9 ათასი, ჩემულპოში - 220,2 ათასი კაცი.
ჩრდილოეთ კორეაში სამრეწველო მუშების რაოდენობა 1946-1948 წლებში დაახლოებით ერთისამად გაიზარდა. ეს აიხსნება კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქების მშენებლობითა და სახალხო მეურნეობის აღმავლობით. „[3]
ეკონომიკა
რედაქტირებაXX საუკუნის თითქმის 50-იანი წლების ბოლომდის კორეის რესპუბლიკის ეკონომიკური ცხოვრება განვითარებადი ქვეყნების ანალოგიური იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობდა. ქვეყანა არსებითად აშშ-ს დახმარებით არსებობდა და აშშ-ზე დამოკიდებულებისაგან და სიღატაკისაგან თავის დაღწევის გამოსავალი თითქმის არ ჩანდა.
სწორედ ასეთ პირობებში, 60-იანი წლების დამდეგიდან, კორეის რესპუბლიკა შეუდგა იმ დროისათვის უპრეცედენტო ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის განხორციელებას. ამიერიდან, სწორედ ეკონომიკური და, კონკრეტულად, რესპუბლიკის ეკონომიკის მოდერნიზაციის მთავარი ინსტრუმენტი გახდა „ექსპორტორიენტირებული ზრდის სტრატეგია’’, რომელიც დომინირებდა ეკონომიკური განვითარების 4-5 წლიანი გეგმის შესრულების პროცესში (1962-1981). ასეთი სტრატეგიის არჩევა ნაკარნახევი იყო საშინაო ბაზარზე გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზღვარის გადალახვის აუცილებლობით, დაფინანსების ახალი წყაროების გამონახვის საჭიროებით, არსებული საწარმოო და შრომითი რესურსების უფრო რაციონალური გამოყენებისათვის.
კორეის რესპუბლიკაში ხორციელდება ეფექტიანი ღონისძიებები აგრარული სექტორის მოდერნიზაციისათვის, რაც 70-იანი წლების დამდეგს დაიწყო დევიზით „მოძრაობა ახალი სოფლისათვის’’. ძირითად ამოცანად მიჩნეული იყო ეკონომიკურ ურთიერთობათა გარდაქმნა სოფლად, გლეხობის მიერ თანამედროვე აგროტექნიკურ ღონისძიებათა დაუფლება, მათი ცხოვრების დონის ამაღლება და სხვა. ამასთან, როგორც სახელმწიფო, ასევე მოზიდული სახსრებით ფინანსდებოდა სხვადასხვა პროგრამა სოფლად, როგორიცაა: კოოპერაციული ფორმებისა და გადამამუშავებელი ფაბრიკების ორგანიზაცია- მშენებლობა, ინფრასტრუქტურის შექმნა, თანამედროვე აგროტექნიკის დანერგვა და გლეხთა დახმარება საცხოვრებელი ბინების რემონტში და მრავალი სხვ.
კორეის რესპუბლიკის აგრარული სექტორის საფუძველი წვრილი და საშუალო გლეხური მეურნეობაა, მათი წილი 1 ჰა მიწით 65,5 %-ია, 1-2 ჰა-თი - 28,7 %. გლეხური მეურნეობები, როგორც წესი, წარმოების გაძღოლის ტრადიციულ ადათ-წესებს იყენებენ. მათ მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამძიმებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გარკვეულწილად ლიბერალიზაცია.
როგორც ცნობილია, 1950-1953 წწ. ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ს დახმარებით შემუშავდა სამხრეთ კორეის ეკონომიკის აღდგენის გეგმა. ხოლო სუბსიდიებისა და „განვითარების სესხების’’ სახით აშშ-მ ქვეყანას მისცა 1,5 მლრდ დოლარი. ამან ხელი შეუწყო კორეის ეკონომიკის შედარებით სწრაფ ზრდას.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იაპონიასთან ურთიერთობის ნორმალიზაციას 1965 წელს, რამაც სათავე დაუდო იაპონიის კაპიტალის მოდინებას და კორეისათვის გაიხსნა იაპონიის ბაზარი. აღსანიშნავია, რომ ურთიერთობის ნორმალიზაციის შეთანხმებით იაპონიამ ივალდებულა კორეისათვის გადაეხადა 300 მლნ დოლარი კომპენსაცია იმ ზიანისათვის, რაც მას მიაყენა კოლონიური ბატონობის წლებში. იგივე შეთანხმება ითვალისწინებდა 200 მლნ დოლარი სესხის მიცემასა და 300 მლნ დოლარის კომერციული კრედიტის გახსნას.
სულ იაპონიამ კორეის რესპუბლიკას 20 წელიწადში მისცა სამთავრობო და კერძო საფუძველზე 12 მლრდ დოლარი.
კორეამ უზრუნველყო ზრდის მაღალი ტემპები. მაგალითად, ბოლო 20 წლის მანძილზე მრეწველობის პროღატაკებული, მას პრაქტიკულად არ ჰქონდა არავითარი კაპიტალი. ბუნებრივია, კორეის რესპუბლიკის ეკონომიკის აღდგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა აშშ-ს დახმარებამ, გასული საუკუნის 60-იანი წლების ჩათვლით. აშშ-ს კვალდაკვალ, მომდევნო პერიოდში სხვა ქვეყნების მხარდაჭერით, კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოყენებულ იქნა კორეის ეკონომიკის აღმავლობისათვის. ქვეყანამ დაუყოვნებლივად მოახდინა პროგრესული ძვრების დემონსტრირება, რამაც უცხოელი ინვესტორების ნდობა განამტკიცადა და მათი კაპიტალის ახალი მოზღვავება განაპირობა.
დღეისათვის კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნების სახით XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოვიდნენ არენაზე და წარმოადგენენ რეალურ ძალას საერთაშორისო კონკურენციაში, კორეის რესპუბლიკა ყველაზე პერსპექტიულია და ფლობს რიგ მნიშვნელოვან ნაციონალურ უპირატესობას ეკონომიკის ზოგიერთ წამყვან დარგში. ‘’[4]
კულტურა
რედაქტირებასოფლის მეურნეობა[3]
რედაქტირებაკორეა ძირითადად სოფლის მეურნეობის ქვეყანაა. მთელი მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს გლეხობა შეადგენს.
1942 წლის სტატისტიკური ცნობებით, სახნავ-სათესი მიწა 5.096 ათას ჰექტარს ანუ კორეის მთელი ტერიტორიის 23 პროცენტს შეადგენდა. სათესი ფართობის დაახლოეიბით ერთი მესამედი სარწყავია და გამოყენებულია უმთავრესად ბრინჯის მოსაყვანად. ბრინჯი მოჰყავთ ურწყავ ადგილებშიც. ხოლო იქ, სადაც ბრინჯი არ მოდის, თესავენ ქერს, ხორბალს, ჩუმიძას, გაოლიანს, სიმინდს, პარკოსან მცენარეებს, კარტოფილს, ბოსტნეულსა და ტექნიკურ კულტურებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო კულტურაა ბრინჯი. სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთო ღირებულების დაახლოებით 50 პროცენტს ბრინჯის მოსავალი იძლევა. ბრინჯის საშუალო წლიური მოსავალი შეადგენს 3,6-4,5 მილიონ ტონას. საშუალოდ ყოველწლიურად მოჰყავთ 1,1 მილიონი ტონა ქერი, 300 ათასამდე ტონა ხორბალი, 800 ათასი ტონა ჩუმიძა, 650 ტონა სოია. მოჰყავთ აგრეთვე დაახლოებით 100 ათასი ტონა ბამბა და 19,7 ათასი ტონა თამბაქო. ფართოდ არის გავრცელებული მეაბრეშუმეობა. პარკის საშუალო წლიური მოსავალი 20 ათასამდე ტონას შეადგენს.
კორეა უაღრესად მდიდარი ქვეყანაა. მას შეუძლია მოსახლეობა უზრუნველყოს სურსათის საკმაო რაოდენობით, თუ კი მის შინაურ საქმეებში უცხოელი მოძალადეები არ ჩაერევიან და კორეელ ხალხს მშვიდობიანი შრომისა და თავისი ქვეყნის სიმდიდრის გამოყენების შესაძლებლობას მისცემენ.
ორმოსავლიან ფართობზე ბრინჯის მოსავლის აღების შემდეგ თესავენ ქერს, პურს ან სხვა კულტურებს. საერთოდ ქერი და პური კორეაში ცნობილია, როგორც შემოდგომის კულტურა. დიდი რაოდენობით მოჰყავთ კარტოფილი და კომბოსტო. უხვად მოდის კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, და სხვ. ბოსტნეული კორეული ხალხის ძვირფასი საკვები პროდუქტია.
კორეში ფარდოდაა გავრცელებული მებაღეობა. ყველაზე მეტად აშენებენ ვაშლსა და მსხალს. გვხვდება აგრეთვე ალუბალი, ქლიავი, ატამი, ჭერამი, წაბლი და სხვა.
კორეაში გავრცელებული ტექნიკური კულტურების ერთ-ერთი ფრიად საინტერესო სახეა სამკურანლო მცენარე ჟენშენი. ჟენშენი აზიის შორეული აღმოსავლური ქვეყნების უძვირფასესი მცენარეა. ხალხს იგი მიაჩნდა უკვდავების წყაროდ, ისეთ მცენარედ, რომელიც ყოველგვარ დაავადებას არჩენს, ადამიანს აახალგაზრდავებს და სასწაულებს ახდენს. ამ მცენარის სიმაღლე 50-60 სანტიმეტრს აღწევს. მას დიდი ძირი აქვს, რომელსაც ხალხური გადმოცემით, ადამიანის ფიგურას ამსგავსებენ.
მომდენო პერიოდში გააშენეს ჟენშენის პლანტაციები და იგი ტექნიკურ მცენარედ იქცა. 1938 წლამდე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჟენშენის საშუალო წლიური მოსავალი 550 ათას კილოგრამს შეადგენდა.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის საერთო ღირებულების 92,7 პროცენტს კორეაში მიწათმოქმედება იძლევა. მეტად უმნიშვნელო როლს ასრულებს მეცხოველეობის დარგი. რძე და რძის პროდუქტები მხოლოდ მდიდრებისთვის იყო განკუთვნილი, მშრომელი ხალხისთვის კი მიუწვდომელი იყო.
მეცხოველეობის განვითარების დაბალ დონეზე ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ 1940 წელს კორეაში მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის სულადობა დაახლოებით 1,750 ათასს შეადგენდა, ცხენისა - 74 ათასს, ღორისა - 1.425 ათასს, ხოლო ცხვრისა და თხის - 24 ათასს.
კორეაში ფართოდაა გავრცელებული მეფრინველეობა და მეფუტკრეობა. 1938 წელს შინაური ფრინველის რაოდენობა დაახლოებით 7.170 ათასს შეადგენდა.
ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ხალხის ბედს თვით ხალხი განაგებს, ჯერ კიდევ 1946 წლის მარტში განახორციელა მიწის რეფორმა. იაპონელ და კორეელ მემამულეებს ჩამოერთვა და 725 ათას უმიწო და მცირემიწიან გლეხს გადაეცა 1 000 325 ტენბო მიწა (1 ტენბო უდრის 0,992 ჰექტარს). ჩრდილოეთ კორეის სოფლის მეურნეობამ 1949 წელს პროდუქციის რაოდენობით მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინა წლების დონეს.
გვალვის მიუხედავად 1949 წელს მიღებულ იქნა მარცვლეული კულტურების 626,5 ტონით მეტი საერთო მოსავალი, ვიდრე 1944 წელს. უფრო მეტად გადიდდა ბამბის მოსავალი. თუ 1944 წლის მოსავალს 100 პროცენტად ჩავთვლით, 1948 წელს ბამბის საერთო მოსავალი გადიდდა 107,5 პროცენტით, ხოლო 1949 წელს - 236,5 პროცენტით.
ჩრდილოეთ კორეაში სოფლის მეურნეობის ასეთ სწრაფ აღმავლობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან სამხრეთ კორეის უხმოსავლიანი რაიონები - ეგრეთ წოდებული კორეის ბეღელი - ამერიკელებმა მოსწყვიტეს ჩრდილოეთ კორეას. წინათ ჩრდილოეთ კორეა, როგორც სამრეწველო რაიონი, სურსათის მხრივ დამოკიდებული იყო სამხრეთ კორეაზე. რაკი სამხრეთ კორეა აღარ აწვდიდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ჩრდილოეთკორეელებს, მათ თავად უნდა გამოეძებნათ არსებობის წყარო. ჩრდილოეთ კორეის თავისუფალმა გლეხობამ სიძნელეებს თავი გაართვა. ახლა იგი საკმაო რაოდენობით აწვდის სურსათს რესპუბლიკის მოსახლეობას.
მრეწველობა[3]
რედაქტირებაკორეა წიაღისეულით მდიდარი ქვეყანაა. იქაური ქვანახშირის საბადოები, რკინის მადანი, ფერადი ლითონები და დიდძალი ჰიდროენერგეტიკული რესურსები მრეწველობის მაღალი განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მაგრამ წინათ კორეის სახელმწიფოსა და კორეული ხალხის საკეთილდღეოდ არავინ ზრუნავდა.
1936 წელს კორეის სამრეწველო პროდუქციის საერთო ღირებულება 731 მილიონ იენს შეადგენდა, საიდანაც 395 მილიონი მოდიოდა ქიმიურ და კვების მრეწველობაზე, 99 მილიონი - საფეიქრო მრეწველობაზე, ხოლო 47 მილიონი - ლითონგადამამუშავებელ მრეწველობაზე.
1942 წელს მოსახლეობის 18,5 პროცენტი ჩაბმული იყო მრეწველობასა და ვაჭრობაში. კორეაში მრეწველობა ცალმხრივად ვითარდებოდა, იაპონელ იმპერიალისტთა ინტერესების შესაბამისად. უმთავრესად ამზადებდნენ ნახევარ ფარიკატებს, რომლებიც შემდეგ იაპონიაში გაჰქონდათ. მანჯურიის დაპყრობის შემდეგ, როცა ფრონტი გაფართოვდა და იგი მნიშვნელოვნად დაშორდა იაპონიის ფარგლებს, ფრონტის მომარაგების უზრუნველსაყოფად იაპონელმა კოლონიზატორებმა საჭიროდ მიიჩნიეს კორეაში გაეძლიერებინათ ქიმიური, მეტალურგიული და სამხედრო მნიშვნელობის სხვა საწარმოთა მშენებლობა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იაპონიის ღონისძიება ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა.
ყოველივე ამის შედეგად მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ წელს კორეაში მუშაობდა შავი მეტალურგიის 30 საწარმო 56 ბრძმედი, 30 მარტენის ღუმელი და ასზე მეტი ფოლადსადნობი ელექტროღუმელი. მუშაობდა აგრეთვე ფერადი ლითონის 20-ზე მეტი ქარხანა. მეტალურგია იძლეოდა 1 მილიონ ტონამდე თუჯს, 300 ათას ტონამდე ფოლადს და 125 ათას ტონამდე ნაგლინს.
მრეწველობა უმთავრესად განვითარებულია ჩრდილოეთ კორეაში, სადაც კარგად არის გამოყენებული ჰიდროელექტროენერგია. რკინის მადნის საბადოები თითქმის მთლიანად ჩრდილოეთ კორეაშია განლაგებული. რკინის მოპოვების მთავარი რაიონებია: მუსანი, კეჩხიონი, კასეი და ძაირიენგი. მუსანის საბადო ყოველწლიურად იძლევა 2 მილიონ ტონა რკინას. სულ 1944 წელს მოპოვებულ იქნა 6,3 მილიონი ტონა რკინის მადანი. მეტალურგიული მრეწველობის მნიშვნელოვანი ცენტრია ქალაქი ჩხონჯინი (სეისინი). მუსანის რკინის მადნის ბაზაზე იქ 1942-1943 წლებში აგებულ იქნა მეტალურგიული კომბინატი 500 ათასი ტონა თუჯისა და 850 ათასი ტონა ფოლადის სიმძლავრით. ჩხონკინში არის აგრეთვე რკინიგზის სახელოსნოები, გემთსაშენი, თევზის კონსერვისა და ხე-ტყის სახერხი მოწყობილობა. შავი ლითონის წარმოების ცენტრებია აგრეთვე კემიხოიბი, სონჯინი და სხვა ქალაქები.
კორეაში მნიშვნელოვანი რაოდენობით მოიპოვება: ქვანახშირი, მაგნეტიზი, გრაფიტი, კობალტი, ვოლფრამი, მოლიბდენი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი, ვერცხლი და სხვა ლითონი. უძველესი დროიდან წარმოებს ოქროს მოპოვება.
ჩრდილოეთ კორეის მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია ქალაქი ხინამი. იქ განვითარებულია ქიმიური მრეწველობა. ხინამის ქიმიური კომბინატი ცნობილია მთელს კორეაში. იგი დიდ სამსახურს უწევს სოფლის მეურნეობას. მშვიდობიანობის დროს მას შეუძლია წელიწადში 1 მილიონზე მეტი ტონა მინერალური სასუქი და სხვა პროდუქცია მისცეს სამშობლოს.
სამხრეთ კორეის უდიდესი სამრეწველო ცენტრია სეული. იგი მდებარეობს მდინარე ხანგანის მარჯვენა ნაპირზე, ნავსადგურ ინჩონიდან (ჩემულპო) დაშორებულია 40 კილომეტრით. სეულში არის ლითონდამმუშავებელი საწარმო, ვაგონშემკეთებელი, თვითმფრინავების ნაწილების დამამზადებელი საწარმო. რეზინის ფეხსაცმლის ფაბრიკა, საფეიქრო საწარმო. აბრეშუმსახვევი და აბრეშუმსაქსოვი მრეწველობის ცენტრია ტეგუ (ტაიკიუ). მეორე მსოფლიო ომის წლებში მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრი გახდა ასევე პუსანი (ფუხანი), რომელიც უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ნავსადგურია.
კორეას არ აქვს საკუთარი ნავთი, სამაგიეროდ კორეის სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში დიდ როლს ასრულებს ჰიდროელექტროენერგია. ამჟამად კორეაში არის 200-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის 20-მდე დიდი სადგური. ამ ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 2 მილიონ კილოვატს აღემატება.
კორეის სამზარეულოს ისტორია და კულტურა[5]
რედაქტირებაკორეის სამზარეულოს ისტორიაში დიდ ადგილს ბრინჯიიკავებს. ძველი დროიდანვე მათ იცოდნენ მისი დანერგვა და დროთა განმავლობაში ბრინჯის კულტურა სულ უფრო დიდ ადგილს იკავებდა. ნეოლითურ ხანაში კორეის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ადამიანტა საკვებ პროდუქტებს წარმოადგენდა ძირითადად თევზი, ხორცი კენკრა და ბალახი. გვიანდელ ნეოლითში კორიელები მდინარის ნაპირებიდან შემაღლებუ; ადგილებზე გადადიან, რაც გავლენას ადენს მათ კვებაზეც. ამ დროს განვიტარებას იწყებს მეურნეობა და მეცხოველეობა. კორეელები იწყებენ ბურღულეულის დათესვას. მათ კვებით რაციონში ჩნდება ლობიო, ბარდა და ბრინჯი.
ბრინჯაოს ხანაში კორეის ნახევარ კუნძულზე ბრინჯის მოყვანის ორ ხერხი ყალიბდება: წყალში და ხმელეთზე. მაშასადამე ამ ეპოქაში კორეელები კარგად ითვისებენ ბრინჯის მოყვანის საქმეს და სწორედ ბრინჯი შეადგენს კვების ძირითად წყაროს.
სამი ჰანის ეპოქაში კორეას აქვს მჭიდრო კავშირი ჩინეთთან რაც ახდენს გავლენას საკვებზეც. ბრინჯი ისევ რჩება პრეორიტეტულ საკვებად, მაგრამ ამ პერიოდში ჩნდება საკვების დამზადების ახალი მეთოდი, კიმჩი. კიმჩი დამახასიათებელი იყო, როგორც კორეული ასევე ჩინური და იაპონური კულტურისთვისაც. ამ მეთოდს ზამთარში იყენებდნენ პროდუქტების შესანახად მარილის გამოყენებით.
გაერთიანებული სილას ეპოქაში ჩნდება ბოსტნეულის პასტები, რომლის დამზადებაში აგრეთვე დიდ როლს მარილი ასრულებს. ეს საკვები სარიტუალო და სადღესასწაულო იყო. “სამკუკ საგის“ ქრონიკებში აღწერილია თუ რა საკვები იყო სარიტუალო სილას გაერთიანების პერიოდში. მაგალითად ფხეკბეს (საქორწინო ცერემონია, როცა პატრძალი საჩუქრებს ურიგებს საქმროს ოჯახს) ცერიმონიაში იყენებდნენ სოჯუს (არაყი), ბოსტნეულის პასტას და ჩოთკდალს (მარილიანი ხორცი ან ზღვის პროდუქტები).
შუა საუკუნეების პერიოდში კიმჩი იქცევა გლეხთა საკვებად. მისი მომზადებისთვის იყენებენ ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც დამახასიათებელია ნახევარკუნძულის ამა თუ იმ ნაწილში.
აგრეთვე ქრონიკებში აღწერილია ის, რომ კორიელების კვების აუცილებელ რაციონს სუპი წარმოადგენს. მის დასამძადებლად იენებენ ხორცს, სოკოს, ზღვის პროდუქტებს, ბოსტნეულს და წყალმცენარეებს. ამავე პერიოდში კორეაში ჩნდება სოიოს სოუსი და სოიოს პასტები.
დიდ ადგილს კორეის სამზარეულოში ჩაი იკავებს. ის კორეაში ჩნდება სილას პირველი მმართველი ქალის, სონდოკის, დროს (632-646). ჩაი ჩინეთიდან შემოაქვთ და მისი მომზადების და საბოლოოდ მოყვანის კულტურა მჭიდროდ მკვიდრდება კორეაში.
კორეული რელიგიები და მათი ისტორია
რედაქტირებაბუდიზმი
რედაქტირებაჯერ კიდევ ხუთასი წლის წინ კორეა იყო ბუდესტური ქვეყანა. ამ რელიგიამ კორეაში 372 წელს შემოაღწია. საბერძნეთში ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის გაძლიერების დროს ინდოეთიდან შემოდის ბუდიზმი და აქედან ის ვრცელდება ჩინეთსა და კორეაში. ამაზე კულტურული გავლენებიც მეტყველებს. მაგალითად, ძველი კორეული კაბები ძალიან ახლოა სტილით ბერძნულთან. მოგვიანებით ბუდიზმი ორ მიმდინარეობად იყოფა: ხინიანა (hinyana) (კორეულად სოსეუნგი(soseung)) და უფრო ვრცელი მიმდინარეობა მაჰაიანა (Mahayana) (კორეულად ტაისეუნგი (taiseung)). მათ სჯერად სიცოცხლის ციკლის და იმისა, რომ არსებობს ცოცხალთა ან სიცოცხლის ექვსი ციკლი. ყოველი მომდევნი ცხოვრებით ადამიანი ან მაღლდება სამოთხისკენ ან ეშვება ჯოჯოხეთისკენ, როგორც ქადაგებდა ჰინიანი მანამ სანამ არ მიაღწევ ნირვანას ან როგორც ქადაგებდა მაჰაიანი სამოთხეს ვაღწევთ ბოდჰისატვას (boddhisattva) გულღიობის და მოწყალების გზით.[6]
კონფუციონიზმი
რედაქტირებაცინის(221-206 ძვ. წ.) და ხანის (ძვ. წ. 206 — ჩვ. წ. 229) დინასტიების მმართველობის დროს ჩინეთიდან კორეის ნახევარკუნძულზე გადმოდის კონფუციონიზმი. სამი ჰანის მმართველობის დროს კორეას და ჩინეთს მჭიდრო და ახლო ურთიერთობა აქვთ. ამ დროს კორიელები კიდევ უფრო მეტად უღრმავდებიან კონფუციონიზმში. კორიოს პერიოდში 958 წლიდან ქვეყანაში ტარდება გამოცდები ადმინისტრაციაში და მმართველობაში მოსახვედრად სადაც კითხვების უმრავლესობა კონფუციონიზმს უკავშირდება[7]
გამოყენებული ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი ჩავლეიშვილი - კორეული ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
- რევაზ გოგოხია - შორეული ეკონომიკური სისტემა: არსი, მოდელები, განვითარების ტენდენციები. თბილისის, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2004 წელი.
- Занимательная география / С.П. Аржанов – М.: Книга по Требованию, 2012. – 192 с.
- Курбанов С. О. К93 История Кореи: с древности до начала XXI в. — СПб.: Изд-во С.-Петерб. унта, 2009. — 680 с.
- The Columbia Encyclopedia, 6th ed. | 2016 Copyright The Columbia University Press. http://www.encyclopedia.com/topic/Korea.aspx
- Цзоу Хун Влияние конфуцианской * *идеи ритуала «Ли» на идеологию и культуру народов Кореи и Японии // Вестник ЗабГУ . 2011. (дата обращения: 06.07.2016).. Научная библиотека КиберЛенинка: http://cyberleninka.ru/article/n/vliyanie-konfutsianskoy-idei-rituala-li-na-ideologiyu-i-kulturu-narodov-korei-i-yaponii#ixzz4DgwQ9Zvi
- (Пронина Светлана Юрьевна История и культура корейской кухни (с древнейших времен до эпохи Корё) // Гуманитарные исследования в Восточной Сибири и на Дальнем Востоке . 2009. (дата обращения: 06.07.2016)..Научная библиотека КиберЛенинка: http://cyberleninka.ru/article/n/istoriya-i-kultura-koreyskoy-kuhni-s-drevneyshih-vremen-do-epohi-koryo#ixzz4DgxCtLFM
КиберЛенинка
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 С. О. КУРБАНОВ ИСТОРИЯ КОРЕИ с древности до начала XXI века ИЗДАТЕЛЬСТВО САНКТ-ПЕТЕРБУРГСКОГО УНИВЕРСИТЕТА
- ↑ Занимательная география / С.П. Аржанов – М.: Книга по Требованию, 2012. – 192 с.
- ↑ 3.0 3.1 3.2 აკაკი ჩავლეიშვილი --- კორეული ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.
- ↑ რევაზ გოგოხია--- შორეული ეკონომიკური სისტემა: არსი, მოდელები, განვითარების ტენდენციები. თბილისის, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2004 წელი.
- ↑ Пронина Светлана Юрьевна История и культура корейской кухни (с древнейших времен до эпохи Корё) // Гуманитарные исследования в Восточной Сибири и на Дальнем Востоке. 2009. №3. URL: http://cyberleninka.ru/article/n/istoriya-i-kultura-koreyskoy-kuhni-s-drevneyshih-vremen-do-epohi-koryo (дата обращения: 06.07.2016). Научная библиотека КиберЛенинка: http://cyberleninka.ru/article/n/istoriya-i-kultura-koreyskoy-kuhni-s-drevneyshih-vremen-do-epohi-koryo#ixzz4DgtUONr1
- ↑ Clark, Charles Allen. 1932. “Religions Of Old Korea.” New York: Fleming H. Revell Company. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=aa01-005.
- ↑ Цзоу Хун Влияние конфуцианской идеи ритуала «Ли» на идеологию и культуру народов Кореи и Японии // Вестник ЗабГУ. 2011. №10. URL: http://cyberleninka.ru/article/n/vliyanie-konfutsianskoy-idei-rituala-li-na-ideologiyu-i-kulturu-narodov-korei-i-yaponii (дата обращения: 06.07.2016). Научная библиотека КиберЛенинка: http://cyberleninka.ru/article/n/vliyanie-konfutsianskoy-idei-rituala-li-na-ideologiyu-i-kulturu-narodov-korei-i-yaponii#ixzz4DgqmkvPG