ჯოსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩოსონი)
ჯოსონი (დინასტია)
ჰანგილი ჰანჯა
조선국 朝鮮國

ჯოსონის[1] სამეფო (კორ. 대조선국 სიტყვასიტყვით „დიდი ჯოსონის სახელმწიფო“, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოსეონი ან ჩოსუნი) — კორეის სამეფო, რომლის დამაარსებელია ი სონგე, მისი არსებობა დაახლოებით ხუთი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა, 1392 წლის ივლისიდან 1897 წლის ოქტომბრამდდე. მას კორეის იმპერია ოფიციალურად 1897 წელს ეწოდა.[2] იგი დაარსდა კორეს დამხობის შემდეგ, რომელიც დღესდღეობით კესონგის დედაქალაქია. დასაწყისში კორეა გადაკეთდა და დედაქალაქი გადატანილ იქნა დღევანდელ სეულში. სამეფოს ჩრდილოეთ საზღვრები გაფართოვდა ბუნებრივ საზღვრებზე იალუსა და თუემნის მდინარეებზე, რომელიც ჯურჩენის დაქვემდებარების ქვეშ იყო. ჯოსონის დინასტია იყო უკანასკნელი დინასტია კორეაში, ამავე დროს ყველაზე ხანგრძლივი კონფუციანური დინასტია.

დროშა
სამეფო სიმბოლო

მმართველობის პერიოდში ჯოსონის დინასტიამ ხელი შეუწყო ჩინური კონფუციანიზმის იდეალებისა და სწავლების დანერგვასა და განმტკიცებას კორეის საზოგადოებაში. ნეო-კონფუციანიზმი დამტკიცდა, როგორც დინასტიის ახალი სახელმწიფო იდეოლოგია. შესაბამისად ბუდიზმი ზნედაცემული და იშვიათად დამკვიდრებული რელიგია იყო და ხშირად იდევნებოდა დინასტიის მიერ. ჯოსონმა დაამტკიცა მისი ეფექტიანი მმართველობა, მან შეძლო კორეის ტრადიციული კულტურის, პროფესიული საქმიანობის, მეცნიერების, ლიტრატურისა და ტექნოლოგიის ახალი განვითარებისა და სიმაღლეების ჩვენება. მიუხედავად ამისა დინასტია დასუსტდა გვიან XVI და ადრე XVII საუკუნეებში, კორეაში იაპონიის შემოსევების დროს (1592–1598), ასევე პირველი და მეორე მანჯურიის შემოსევების დროს 1636 წელს, როდესაც თითქმის შეარღვია კორეის ნახევარკუნძულის საზღვრები, რომელიც უფრო და უფრო აახლოებდა იზოლაციონისტურ პოლიტიკასთან, რის გამოც ქვეყანა ცნობილი გახდა, როგორც „განცალკევებული სამეფო“. მანჯურიის შემოსევების შემდეგ, ჯოსონის დინასტიაში დაახლოებით 200 წლიანმა მშვიდობამ დაისადგურა.

მიუხედავად სამეფოს სიძლიერისა, რომელიც იზოლაციის მიუხედავად მაინც შემორჩა, მაან ისევ დაიწყო, XVIII საუკუნეში კი დასასრულს მიუახლოვდა, შიდა დაპირისპირებების, ძალაუფლებისთვის ბრძოლის, საერთაშორისო ზეწოლისა და სამეფოში აჯანყებების გამო. საბოლოოდ კი XIX საუკუნეში ჯოსონის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

ჯოსონის დინასტიამ ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დაუტოვა თანამედროვე კორეას. თანამედროვე კორეის კულტურის, ეტიკეტის ნორმების უმეტესობა, ასევე სოციალური დამოკიდებულება საზოგადო პრობლემბზე, თანამედროვე კორეული ენა და დიალექტი სწორედ ჯოსონის კულტურიდან და ტრადიციებიდან მოდის.

ადრეული ჯოსონის პერიოდი

რედაქტირება
 
მეფე თაეჯოს პორტრეტი

დაფუძნება

რედაქტირება

გვიან XIV საუკუნეში დაახლოებით 500 წლის კორე, რომელიც 918 წელს დაარსდა თანდათან სუსტდებოდა, მისი საფუძვლები იშლებოდა მონღოლეთის იმპერიასთან მრავალწლიანი ომებისა და დე-ფაქტო ოკუპაციის გამო. მინგის დინასტიის გამოჩენის შემდეგ, კორეს სამეფო კარი ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაქციებად დაიყო: ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ი (მინგის დინასტიის მხარდამჭერი) და ბანაკი, რომლის ლიდერიც იყო გენერალი ჩო (იუანის მხარდამჭერი).

კორემ განაცხადა, რომ იყო უძველესი სამეფოს კოგურიოს შთამომავალი (რომელსაც შემდგომში ეწოდა კორე). ისტორიაში კორეის საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო მანჯურიის, როგორც კორეის ნაწილის აღდგენა. მინგის დინასტიის მაცნე ეახლა კორეს 1399 წელს, ამ დროს სამეფოს უკვე 14 წელი მართავდა იმპერტორი უ, მან მოითხოვა, რომ ყოფილი კოგურიოს ჩრდილოეთის ტერიტორია გადაეცათ კორესთვის, გენერალმა ჩომ გამოიყენა მოლაპარაკებების დრო, რათა ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე განეხორციელებინა შეტევა.

ი შეირჩა შეტევის წინამძღოლად. თუმცა, ის აჯანყდა და დაბრუნდა უკან გეგიონგში, მან მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, რათა ტახტიდან ჩამოეგდო მეფე უ, თავისი შვილის ჩანგის სასარგებლოდ (1388). მოგვიანებით მან მოკლა მეფე უ და თავისი შვილი, მისი წარუმატებელი რეფორმების გამო და ძალის გამოყენებით თავად ავიდა სამეფო ტახტზე, სამეფო სახელით ი (ის გახდა კორეს მმართველი გონგიანგი). 1392 წელს, ი-მ თავიდან მოიშორა ჯონგ მონგ-ჯუ, კორეს დინასტიაში ძალზედ პატივცემული ლიდერი და ტახტიდან ჩამოაგდო გონგიანგი და სანამ ის ტახტზე ავიდოდა გააგდო ვონჯუში. საბოლოოდ კორეს დიანსტიამ 500 წლიანი მმართველობის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

მმართველობის დასაწყისში ი სეონგიემ, ამჟამად ჯოსეონის იმპერმატორმა თაეჯომ მიზნად დაისახა გამოეყენებინა სახელი კორიო ქვეყნისთვის, რომელსაც იგი მართავდა. მან შეცვალა სამეფო ხაზი, ამგვარად მან შეინარჩუნა და გააგრძელა 500 წლიანი კორიოს ტრადიცია. მიუეხედავად ამისა, მძაფრად დასუსტებული, მაგრამ ჯერ კიდევ გავლენიანი გვონმუნის თავადები, რომლებიც განაგრძობდნენ კორიოს ერთგულებას, ჩამოაქვეითა ვანგის კლანი. არაერთი მუქარის შემდგომ, რეფორმირებულ სამეფოში კონსენსუსი იყო ის, რომ საჭირო იყო ახალი დინასტიური წოდება გამოსახული ყოფილიყო. დიდი განხილვის შემდეგ იმპერატორმა თაეჯომ განაცხადა, რომ ახალი დინასტიის სახელი იქნებოდა „ჯოსონი“, კორეის ძველი სახელმწიფოს კოჯოსონის (განსაკუთრებული გიჯა ჯოსონი)[3] პატივსაცემად, რომელიც, როგორც ამტკიცებენ დაარსდა ძვ.წ 2333 წელს. მან აგრეთვე დედაქალაქი ჰანიანგიდან კეცონგში გადაიტანა.

დავა პრინცებს შორის

რედაქტირება
 
სამეფო დარბაზი გიეონგბოკგუნგში

როდესაც ახალი დინასტია გამოქვეყნდა და ოფიციალურად დაიწყო არსებობა თაეჯომ წამოაყენა საკითხი იმის შესახებ თუ რომელი პრინცი იქნებოდა ტახტის მემკვიდრე. მიუხედავად იმისა, რომ ი ბანგვონმა, თაეჯოს მეხუთე ვაჟმა და დედოფალი სინეუის შვილმა დიდი წვლილი შეიტანა მამის ძალაუფლების გაძლიერებაში, პრემიერ მინისტრის ჯონგ დო-ჯეონისა და ნამ ეუნის გავლენით თაეჯომ მერვე შვილი (მეორე შვილი დედოფალი სინდეოკის) დიდებული პრინცი უიანი (ი ბანგსეოკი) დაასახელა ტახტის მემკვიდრედ 1392 წელს. ეს კონფლიქტი დიდწილად წარმოიშვა იმიტომ, რომ ჯონ დოჯეონმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იდეოლოგიურ, ინსტიტუციურ და სამართლებრივ საფუძვლებს ჯოსონის დინასტიაში, დაინახა ჯოსონი სამეფო მინისტრების მიერ დანიშნული მეფის მმართველობის ქვეშ, როდესაც ი ბანგვონს სურდა დაემყარებინა აბსოლუტური მონარქიული მმართველობა. თაეჯოს მხარდაჭერით ჯონგ დოჯეონმა შეინარჩუნა სამეფო ოჯახის ძალაუფლება, მაგრამ აკრძალა პრინცების პოლიტიკური ჩართულობა ქვეყნის მმართველობაში და ცდილობდა გაენადგურებინა პრინცების პირადი არმიები. ორივე მხარეს კარგად ესმოდა ერთმანეთის მიმართ შუღლის შესახებ და ემზადებოდნენ პირველებს მიეყენებინათ დარტყმა.

დედოფალი სინდეოკის მოულოდნელი გარდაცვალების შემდგომ, როდესაც თაეჯო ჯერ კიდევ გლოვობდა მეორე ცოლს, ი ვანგვონმა პირველმა მიაყენა დარტყმა მოწინააღმდეგეს და დაარბია სასახლე. 1398 წელს მან მოკლა ჯონდ დოჯეონი და მისი მომხრეები, ასევე დედოფალი სინდეოკის მეორე ვაჟი (თავისი ნახევარძმა), რომელიც იყო ტახტის მემკვიდრე. ეს შემთხვევა ცნობილი გახდა, როგორც პირველი ბრძოლა პრინცებს შორის.

ფსიქიკურად დაუძლურებული თაეჯო მეორე ცოლის სიკვდილის გამო, გაოცებული დატოვა იმ ფაქტმა, რომ მისმა შვილებმა ტახტის გამო ერთმანეთი დახოცეს. მან დაუყოვნებლივ დატოვა ტახტი და იმპერატორად დასვა მისი მემკვიდრე და მეორე ვაჟი ი ბანგვა, შემდგომში იმპერატორი ჯეონჯონგი. მეფე ჯეონგჯონგის ერთ-ერთი პირველი მოქმედება, როგორც მონარქის იყო დედაქალაქ კესონგის აღდგენა, სადაც მისი თქმით უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. მიუხედავად ამისა ი ბანგვონმა შეინარჩუნა ნამდვილი ძალაუფლება და მალევე დაუპირისპირდა თავის უკმაყოფილო უფროს ძმას. ასევე ი ბანგანი მიისწრაფოდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ. 1400 წელს ი ბანგვონის ფრაქციასა და ი ბანგგანის ბანაკს შორის დაძაბულობა გადაიზარდა საერთო კონნფლიქტში, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც მეორე ბრძოლა პრინცებს შორის. შემდეგი ბრძოლის შემდეგ, დამარცხებული ი ბანგანი გადაასახლეს დოსანში, როდესაც მისი მომხრეები სიკვდდილით დასაჯეს. საფუძვლიანად შეშინებულმა მეფე ჯეონგჯონგმა დაუყოვნებლივ დაასახელა ი ბაგნვონი ტახტის სავარაუდო მემკვიდრედ, თავად კი უარი თქვა ტახტზე. იმავე წელს ი ბანგვონმა დაიკავა ჯოსონის ტახტი, როგორც მეფე თაეჯონგმა და ის გახდა ჯოსონის მესამე მმართველი.

სამეფო ძალაუფლების გამყარება

რედაქტირება

თეჯონგის მმართველობის დასაწყისში, ყოფილმა დიდებულმა მეფემ თაეჯომ უარი თქვა გადაეცა სამეფო ტახტი, რაც ყველა მეფის ლეგიტიმური უფლებაა. თეჯონგმა დაიწყო პოლიტიკის სტიმულირება, ამით მას სჯეროდა, რომ დაამტკიცებდა თავის კვალიფიკაციას, რათა სახელმწიფო ემართა სწორად. ერთ-ერთი მისი პირველი მოქმედება, როგორც მეფის იყო ის, რომ მან გააუქმა მაღალი საზოგადოების და არისტოკრატიის უპირატესობები, რათა შეენარჩუნებინა რიგითი მებრძოლების არმიები. მან ეფექტიანად და სწორად გააუქმა თავისუფალი ძალები, რათა ჩაეხშო ფართომასშტაბიანი აჯანყებები, ამის შედეგად კი მკვეთრად გაიზარდა მამაკაცთა რიცხვი ეროვნულ სამხედრო არმიაში. შემდეგ თეჯონგმა, როგორც მეფემ შეცვალა მოქმედი საკანონმდებლო აქტი მიწის საკუთრების გადასახადების შესახებ, ასევე სახელმწიფოს სუბიექტების ჩანაწერები. დამალული მიწის აღმოჩენის შემდეგ ეროვნული შემოსავალი ორჯერ გაიზარდა.

1399 წელს თეჯონგმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი დოპიეონგის ასამბლეის დანგრევაში, რომელიც იყო ძველი მთავრობის საბჭო, მათ ჰქონდათ სასამართლოზე მონოპოლია გორიეოს დინასტიის დასუსტების წლებში ჯოსონის (의정부, 議政府) სახელმწიფო საბჭოს სასარგებლოდ, რომელიც იყო ცენტრალური ადმინისტრაციის ახალი განყოფილება, ის იხილავდა მეფის ბრძანებებსა და მის გადაწყვეტილებებს. საგნობრივი დოკუმენტაციისა და საგადასახადო კანონმდებლობის მიღების შემდეგ მეფე თეჯონგმა გამოსცა ახალი კანონმდებლობა, რომლის თანხმად სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილელები მხოლოდ მაშინ ამოქმედდებოდა, როცა მას მეფე დაამტკიცებდა. ამან დაასრულა სასამართლო მინისტრების და მრჩეველების დებატებისა და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყვეტილების მიღება, რითაც სამეფო ძალაუფლება ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ თეჯონგმა დადგა ოფისი, ცნობილი სინმუნის ოფისის სახელწოდებით, სადაც მეფეს შეეძლო მოესმინა შემთხვევები, თუ მოსახლეობა იგრძნობდა უსამართლო მოქცევასა და ზეწოლას მთავრობის ოფიციალური პირებისგან ან არისტოკრატებისგაან.

მიუხედავად ამისა თეჯონგმა ჯეონგ დოჯეონის რეფორმების უმეტესი ნაწილი ხელუხლებლად დატოვა. ამასთანავე თეჯონგმა შეასრულა (მოკლა) ან გადაასახლა ბევრი მისი მხარდაჭერი, რომლებიც დაეხმარნენ მას ასულიყო ტახტზე, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ გაეძლიერებინა სამეფო ძალაუფლება. იმისათვის, რომ შეეზღუდა ჩარევა მის კანონებში, მან მოკლა თავისი დედოფლის ოთხივე ძმა და მისი შვილის სეჯონგის ბაბუა (დედოფლის მამა). თეჯონგი რჩება საკამათო ფიგურად, რომელმაც დახოცა მისი ბევრი კონკურენტი და ნათესავი, რათა მოეპოვებინა ძალაუფლება, ამის გარდა ის მართავდა ეფექტიანად და შეძლო მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება, ეროვნული თავდაცვის გაეძლიერება და დატოვა მყარი საფუძველი მისი მემკვიდრის სეჯონგის მმართველობისთვის.

სეჯონგ დიდი

რედაქტირება
 
ჰუნმინ ჯეონგ-ეუმ ეონჰეს გვერდი, ჰუნმინჯეონგეუმინ ნაწილობრივი თარგმანი, კორეული ანბანის საჯაროდ გამოქვეყნებული ორიგინალი.

1418 წლის აგვისტოში მეფე თეჯონგი ტახტიდან 2 თვით ადრე გადადგა, მისი ადგილი კი დაიკავა სეჯონგ დიდმა. 1419 წელს მეფე სეჯონგმა მამამისის თეჯონგის რჩევითა და ხელმძღვანელობით დაგეგმა გიჰეს აღმოსავლეთ ექსპედიცია, რათა თავიდან აეცილებინათ ვეგუს (სანაპიროს მეკობრები) უსიამოვნება, რომელიც აკონტროლებდა კუნძულ ტსუშიმას.

1419 წლის სექტემბერში ტსუშიმას მმართველი დაიმიო დანებდა ჯოსონის დინასტიას. 1443 წელს შედგა გიეჰეს შეთანხმება, სადაც ტსუშიმას მმართველს დაიმიოს ნებას რთავდნენ ეწარმოებინა ვაჭრობა კორეასთან წელიწადში ორმოცდაათი გემით, სანაცვლოდ დაიმიოს უნდა გადაეხადა ხარკი კორეისთვის და დახმარება გაეწია იმ შემთხვევაში თუ კორეის პორტებს შეუტევდნენ ვეგუს სანაპირო მეკობრეები.[4][5]

ჩრდილოეთ საზღვარზე სეჯონგმა ააგო ოთხი ციხე-სიმაგრე (პორტები) და ექვსი პუნქტი (კორ. 사군육진), რათა დაეცვა თავისი ხალხი ჯურჩენებისგან, რომელებიც მოგვიანებით გახდნენ მანჯურიაში მცხოვრები მანჯუსები. 1433 წელს სეჯონგმა მთავრობის ოფიციალური პირი კიმ ჯონგ-სეო გაგზავნა ჩრდილოეთში, რათა უკუეგდო ჯურჩენები. კიმმა ამ საომარი მოქმედებებით ხელში ჩაიგდო რამდენიმე ციხე, მიიერთა ჩრდილოეთი და აღადგინა კორეის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით დღევანდელი ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის საზღვარს წარმოადგენს.[6]

მეფე სეჯონგის მეფობის პერიოდში კორეას ჰქონდა საკმაო მიღწევები ბუნებისმეტყველებაში, სოფლის მეურნეობაში, ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში და ინჟინერიაში. სწორედ ამ წარმატებების გამო სეჯონგს უწოდეს „სეჯონგ დიდი“.[7] მეფე სეჯონგის ყველაზე დიდ წვლილად მიიჩნევა ჰანგულის - კორეული დამწერლობის შექმნა 1443 წელს. საბოლოოდ ჰანჯას გამოყენება ყოველდღიურ დამწერლობაში დასრულდა XX საუკუნის მეორე ნახევარში.

ექვსი წამებული მინისტრი

რედაქტირება

მეფე სეჯონგის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე მუნჯონგი ავიდა ტახტზე, მაგრამ 1452 წელს კორონაციიდან სულ რაღაც ორ წელიწადში ავადმყოფობით გარდაიცვალა. მისი ვაჟი დანჯონგი გახდა ტახტის მემკვიდრე. მიუხედავად ამისა დანჯონგის ბიძამ სეჯომ მოიპოვა კონტროლი მთავრობაზე და საბოლოოდ გადააყენა თავისი დისშვილი დახტიდან, რათა გამხდარიყო ჯოსონის მეშვიდე მეფე 1455 წელს. მას შემდეგ, რაც დანჯონგის ერთგული ექვსი მინისტრი შეეცადა სეჯოს მოკვლას, რათა დაებრუნებინა ტახტი მემკვიდრისთვის, სეჯომ მოკლა ისინი და გადასახლებაში მყოფი დანჯონგიც.

მიუხედავად იმისა, რომ ოსტატურად ჩამოაგდო ტახტიდან თავისი დისშვილი, მეფე სეჯომ დაადასტურა, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითუნარიანი მმართველი, როგორიც იყო თეჯონგი. მან გააძლიერა ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა მთავრობას ზუსტად მოეხდინა მოსახლეობის აღწერა და მოეხდინა ჯარების ეფექტიანი მობილიზება. ასევე ეკონომიკის გასაუმჯობესებლად გამოსცა მიწის დადგენილება და წაახალისა წიგნების გამოქვეყნება. რაც ყველაზე მთავარია მან შეადგინა სახელმწიფოს ადმინისტრაციის დიდებული კოდექსი, რომელიც გახდა დინასტიური ადმინისტრაციის ქვაკუთხედი და დაადგინა პირველი ფორმა კონსტიტუციული კანონის წერილობითი ფორმით კორეაში.

ინსტიტუციონალური მეთოდები და აყვავებული კულტურა

რედაქტირება

სეჯოს სუსტი ვაჟი იეჯონგი გახდა მისი მემკვიდრე და მერვე მეფე, მაგრამ ორი წლის შემდეგ 1469 წელს გარდაიცვალა. იეჯონგის ძმისშვილი სეონგჯონგი ავიდა ტახტზე. მისი მმართველობის პერიოდში გაიზარდა ეროვნული ეკონომიკა და ნეო-კონფუციანური მეცნიერები, რომლებსაც უწოდებდნენ სარიმს, ისინი სეონგჯონგის წახალისებით იკავებდნენ პოსტს სასამართლოში. მან დააარსა ჰონგმუნგვანი, სამეფო ბიბლიოთეკა და მრჩეველთა საბჭო, რომელიც შედგებოდა კონფიციანელი მეცნიერებისგან, სადაც სეონგჯონგი მათთან ერთად იხილავდა ფილოსოფიასა და ხელისუფლების პოლიტიკას. მისი მმართველობით დაიწყო კულტურული ოქროს ხანა, რომელიც კონკურენციას უწევდა სეჯონგის მმართველობას, მრავალი წიგნის გამოქვეყნებით გეოგრაფიის, ეთიკის და სხვადასხვა სფეროებში.

1491 წელს როგორც მისმა ბევრმა წინამორბედმა სეონგჯონგმა მოაწყო რამდენიმე სამხედრო ლაშქრობა ჯურჩენების წინააღმდეგ ჩრდილოეთ საზღვრებზე. ლაშქრობას წინ უძღვოდა გენერალი ჰეო ჯონგი, რომელმაც წარმატება მიაღწია და დაამარცხა ჯურჩენები, რომლებსაც მეთაურობდა უდიგეს კლანი, მათ ჩრდილოეთით იალუს მდინარემდე დაიხიეს უკან. მეფე სეონგჯონგის მემკვიდრე გახდა მისი შვილი იეონსანგუნი 1494 წელს.

ლიტერატორების რეპრესიები

რედაქტირება
 
ნეო-კონფუციანელი სკოლის მეცნიერის ჯო გვანგ-ჯოს პორტრეტი (1482–1519).

იეონსანგუნი ხშირად განიხილება, როგორც ყველაზე სასტიკ ტირანად ჯოსონის ისტორიაში, რომლის მეფობის დროსაც მოხდა ლიტერატორების რეპრესიები 1498 წლიდან 1506 წლამდე. მისი ქცევები მას შემდეგ გახდა არაადეკვატური, როცა გაიგო, რომ მისი ბიოლოგიური დედა არა დედოფალი ჯუნგჰიეონი, არამედ ტახტიდან დამხობილი დედოფალი ლედი იუნი იყო, რომელიც იძულებული გახდა თავი მოეწამლა მას შემდეგ, რაც ეჭვიანობის ნიადაგზე მოწამლა სეონგჯონგის ხარჭა და თავად მეფეს სახეზე ნაკაწრი დაუტოვა. როდესაც მას აჩვენეს დედამისის ტანსაცმლის ნაჭერი, რომელიც დასვრილი იყო საწამლავის დალევის შემდეგ დაღვრილი სისხლით, მან სიკდილამდე აცემინა სეონგჯონგის ორი ხარჭა, რომლებმაც დაადანაშაულეს მეუღლე იუნი, ასევე მეფემ ტახტიდან ჩამოაგდო დიდებული დედოფალი ინსუ, რომელიც ამის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც. მეფემ დახოცა ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერდნენ იუნის სიკვდილს. მან ასევე დახოცა სარიმის მეცნიერები, რადგან ისინი წერდნენ კრიტიკულ ფრაზებს სეჯოს მიერ უკანონოდ მიტაცებული ტახტის შესახებ.

იეონსანგუნმა მიისაკუთრა ათასობით ქალი სხვადასხვა პროვინციებიდან სასახლეში გამრთობების მისაყვანად, ასევე მიითვისა სუნგკიუნკვანი პირადი სიამოვნებისთვის. მან გააუქმა ცენზურის ოფისები, რომლის ფუნქცია იყო გაეკრიტიკებინა მეფის შეუფერებელი პოლიტიკური ქმედებები, ასევე მან გააუქმა ჰონგმუნგვანი. მან აკრძალა ჰანგულის (კორეული ენა) გამოყენება, რადგან უბრალო ხალხი პლაკატებზე წერდა მეფის კრიტიკას. უწესრიგობის თორმეტი წლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების დროს ტახტიდან ჩამოაგდეს სასტიკი მეფე, მის ნაცვლად კი გამეფდა მისი ნახევარძმა ჯუნგჯონგი 1506 წელს.

ჯუნგჯონგი ფუნდამენტურად სუსტი მმართველი იყო, იმ დგომარეობის გამო, რამაც ის ტახტზე აიყვანა, მაგრამ მისი მმართველობის დროს გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი მინისტრი ჯო გვანგ-ჯო, სარიმის ქარიზმატური ლიდერი. მან ჩამოაყალიბა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა სახელწოდებით ჰიანგიაკი, რათა ხალხში გაეძლიერებინა ადგილობრივი ავტონომია და საზოგადოებრივი სულისკვეთება. ის მიწის რეფორმის მეშვეობით ცდილობდა შეემცირებინა უფსკრული მდიდარსა და ღარიბს შორის, რაც მდგომარეობს ფერმერების მიწის გადანაწილებაში უფრო თანაბრად, ასევე დაეწესა ზღვარი, თუ რამდენი მიწის ფლობა შეეძლო ადამიანს. ამას გარდა უბრალო ხალხისთვის გამოაქვეყნა ფართოდ გავრეცელებული კონფუციანური დამწერლობის მშობლიური ენის თარგმანი და ცდილობდა ბიუროკრატთა რაოდენობის შემცირებით წესრიგში მოეყვანა მთავრობის ფორმატი. ჯოსონის დინასტიის მატიანეს მიხედვით, ითქვა, რომ იმ დროისთვის ვერც ერთმა ჩინოვნიკმა ვერ გაბედა მიეღო ქრთამი ან გამოეყენებინათ უბრალო ხალხი, რადგან როგორც ინსპექტორ გენერალმა მკაცრად მიიღო კანონები.

ეს რადიკალური რეფორმები უბრალო ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ კონსერვატული ჩინოვნიკები, რომლებიც დაეხმარნენ ჯუნგჯონგს ტახზე ასვლაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჯუნგჯონგისთვის ჩაენერგათ ეჭვი ჯოს ერთგულებაში. ჯო გვანგჯო მოკლეს და მასთან ერთად მოკვდა მისი რეფორმებიც მესამე ლიტერატორთა დევნის შედეგად 1519 წელს. მას შემდეგ თითქმის 50 წლის განმავლობაში სასამართლო პოლიტიკა სისხლიანი და ქაოსური ბრძოლებით სავსე ფრაქციებს შორის, რომელთაც მხარს უჭერდნენ მეტოქე მეუღლეები და პრინცები. იმდროინდელი ეპოქის წესებში სამეფო ოჯახს ეპყრო უდიდესი ძალაუფლება, რამაც ხელი შეუწყო კორუფციას.

შუა ჯოსონის პერიოდი

რედაქტირება
 
ჯეონგ ჩეოლი (1536-1593), ჩრდილოეთის ფრაქციის ხელმძღვანელი.

შუა ჯოსონის პერიოდი გამოირჩეოდა ძლიერი და სისხლიანი ბრძოლების სერიით ფრაცქიებს შორის, რამაც დაასუსტა ქვეყანა, ასევე გრძელმა მასშტაბმა იაპონიისა და მანჯურიის ლაშქრობების, რამაც თითქმის დაარღვია დინასტია.

ფრაქციული ბრძოლა

რედაქტირება

სარიმის ფრაქციამ განიცადა პოლიტიკური მარცხის სერიები იეონსანგუნის, ჯუნგჯონგისა და მიეონგჯონგის მმართველობის დროს, მაგრამ მეფე სეონჯოს მმართველობის დროს მთავრობაზე კონტროლი დამყარდა. მოკლე ხანში ის დაიყო ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფრაქციად, ცნობილი, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრაქცია. ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთის ფრაქცია გაიყო სამხრეთელებად და ჩრდილოეთელებად. XVII საუკუნეში დასავლეთელებიც სამუდამოდ გაიყვნენ ორად ნორონებად და სორონებად.[8] ძალაუფლების ცვალებადობას ამ ფრაქციებს შორის ხშირად თან ახლდა ღალატი, სისხლისღვრა და რეპრესიები, ასევე შურისძიების ციკლების წამოწყება თითოეული რეჟიმის შესაცვლელად.

ერთ-ერთი მაგალითი მოხდა 1589 წელს ჯეონგ იეო-რიპის აჯანების დროს, ჯოსონის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი პოლიტიკური რეპრესია. ჯეონგ იეო-რიპმა, რომელიც იყო სამხრეთელი ჩამოაყალიბა თავის მომხრე საზოგადოებათა ჯგუფი, რომელთაც გაიარეს სამხედრო წვრთნა ვეგუს წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ჯგუფის შიგნით დავა ბუნებასა და მათ მიზანზე, რომელიც აისახა მათ დიდ სურვილში მოეხსნათ საზოგადოების დაყოფა კლასებად და განევრცოთ ეს მიზანი მთელ ჰონამში. ჯეონგ ჩეოლი, დასავლეთის ფრაქციის ხელმძღვანელი იყო პასუხისმეგებლი ამ საქმის გამოძიებაში. მისი მიზანი იყო გამოეყენებინა ეს ღონისძიება, რათა განეხორციელებინა ფართო წმენდა აღმოსავლეთელების, რომელთაც ჰქონდათ უმნიშვნელო კავშირი ჯეონგ იეო-რიპთან. საბოლოოდ 1000 კაცი აღმოსავლეთის ფრაქციიდან მოკლეს ან შემდგომ გადაასახლეს.

იაპონიის ადრეული შემოსევები

რედაქტირება
 
კუს გემი. როდესაც ცნობილი იყო, რომ წვეტები რკინისგან მზადდებოდა, ისტორიული ცნობების თანახმად რკინის სახურავების არსებობა სადავოა.[9][10][11]

კორეის მთელი ისტორიის განმავლობაში ხშირად გვხვდება მეკობრეობა ზღვაში და ყაჩაღობა მიწაზე. ჯოსონის საზღვაო ფლოტის ერთადერთი მიზანი იყო უსაფრთხო გამხდარიყო საზღვაო ვაჭრობა ვოკოუსთან. საზღვაო ძალებმა მოიშორეს მეკობრეები განვითარებული დენთის ტექნოლოგიის გამოყენებით, მათ შორის ზარბაზნებისა და ცეცხლის ისრების დახმარებით, რომელიც იყო სინგიჯეონის ფორმის ჰვაჩას განლაგებით.

1590 წლის იაპონიის შემოსევის დროს ტოიოტომი ჰიდეიოშიმ, რომელმაც აჯანყების საფუძველზე დაიპყრო მინგის დინასტიის დროინდელი ჩინეთი პორტუგალიური თოფებით, შეიჭრა კორეაში თავისი დაიმიოსის ჯარით, რომელთაც განზრახული ჰქონდათ გამოეყენებინათ კორეა ეტაპობრივად. ფრაქციულმა დაყოფამ ჯოსონის სამეფო კარზე, უუნარობამ შეეფასებინათ იაპონიის სამხედრო შესაძლებლობები და წარუმატებელმა დიპლომატიურმა ცდებმა განაპირობა ჯოსონის მხარის უხეირო მომზადება. ევროპული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით იაპონეებმა შეძლეს კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ საწილის ოკუპაცია ერთ თვეში, ასევე მოახერხეს ორივე ჰანსეონგისა (დღევანდელი სეული) და ფხენიანის დაპყრობა.

მიუხედავად ამისა, შემოსევები შესუსტდა, როდესაც ადმირალმა ი სუნ-სინმა გაანადგურა იაპონიის ფლოტი. ასევე მას დაეხმარა პარტიზანული წინააღმდეგობა, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ადგილობრივმა წინააღმდეგობამ შეანელა იაპონიის წარმატება და ადმირალ ის გადამწყვეტმა გამარჯვებამ მოაპოვებინა კონტროლი კორეის საზღვაო მიმოსვლაზე, რამაც საგრძნობლად შეაფერხა იაპონური მომარაგების ხაზები. გარდა ამისა, მინგის დინატიის დროინდელმა ჩინეთმა დაიჭირა კორეის მხარე და 1593 წელს გაუგზავნა დიდი ძალა, რომელმაც კორეელებთან ერთად იაპონია აიძულა უკან დაეხია.

ომის დროს კორეელებმა განავითარეს ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღები და კუს გემები. ჯოსონისა და მინგის ძალებმა ღრმად დაამარცხეს იაპონელები. ომის შემდეგ, ურთიერთობა კორეასა და იაპონიას შორის 1609 წლამდე მთლიანად შეჩერდა.

მანჩუს შემოსევები

რედაქტირება
 
კორეული ნახატი, სადაც ასახულია ორი ჯურჩენი მეომარი და მათი ცხენი

იაპონიის შემოსევების შემდეგ კორეის ნახევარკუნძული განადგურებული იყო. იმავდროულად ნურჰაციმ (1583–1626), ჯიანჭოუს ჯურჩენების ბელადმა გააერთიანა მანჯურიის ჯურჩენების მონათესავე ტომები ერთ ძლიერ კუალიციაში, რომელსაც მისმა ვაჟმა ჰონგ ტაიჯიმ (1626–1643) საბოლოოდ დაარქვა „მანჩუსი“. მას შემდეგ, რაც 1618 წელს მან გამოუცხადა შვიდი უკმაყოფილება მინგის ჩინეთს, მურჰაცისა და მინგის ჰქონდათ რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი. ასეთ შემთხვევებში ნურჰაცის ესაჭიროებოდა დახმარება ჯოსონის მმართველი გვანგჰეგუნისგან (1608–1623), ამ დროს კორეა რთულ პოზიციაში ჩავარდა, რადგან მინგის სამეფო ტახტიც დახარების მოლოდინში იყო.[12] გვანგჰეგუნს სურდა ნეიტრალიტეტის დაკავება, მაგრამ მისი ჩინოვნიკების უმეტესობა ეწინააღმდეგებოდნენ მინგის ჩინეთის დახმარებას, რომელმაც გადაარჩინა ჯოსონი ჰიდეიოშის შემოსევებისგან.[12]

1623 წელს გვანგჰეგუნგი ტახტიდან ჩამოაგდო და თავად გამეფდა ინჯო (1623–1649), რომელმაც გააძევა გვანგჰეჯუნის მომხრეები. მან უკუაგდო წინამორბედის საგარეო პოლიტიკა და ღიად დაუჭირა მხარი მინგის დინასტიას, მაგრამ 1624 წლის აჯანყებამ, რომელსაც მეთაურობდა სამხედრო სარდალი ი გვალი დააზარალა ჯოსონის სამხედრო დაცვა ჩრდილოეთში. მას შემდეგაც კი, როდესაც აჯანყება ჩაახშეს მეფე ინჯო იძულებული გახდა სამხედრო ძალა გამოეყენებინა დედაქალაქის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რის გამოც მან გამოყო ჯარისკაცები ჩრდილოეთის საზღვრის დასაცავად.

1627 წელს ჯურჩენების 30000 ლაშქარი, რომელსაც, მეთაურობდა ნურჰაცის ძმისშვილი ამინი თავს დაესხა ჯოსონის თავდაცვით ძალებს.[13] სწრაფი ლაშქრობის შემდეგ, რომელსაც ეხმარებოდა ჩრდილოეთის იანგბანი, გვანგჰეგუნის მომხრეები, ჯურჩენებმა დადეს ხელშეკრულება, რომელიც ჯოსონს აიძულებდა ჰქონოდათ „ძმური ურთიერთობა“ ჯურჩენის სამეფოსთან.[14] რადგან ინჯო ატარებდა ანტი-მანჩუს პოლიტიკას, ცინგის იმპერატორმა ტაიჯიმ გაგზავნა სადამსჯელო ექსპედიცია 120000 კაცით ჯოსონში 1636 წელს.[15] დამარცხებული მეფე ინჯო იძულებული გახდა დაესრულებინა ურთიერთობები მინგთან და ეღიარებინა ცინგი სუზერენულ სახელმწიფოდ.[16] ინჯოს მემკვიდრე ჰიონჯონგი (1649–1659) ცდილობდა ჩამოეყალიბებინა არმია, რათა განედევნა მტერი და შურისძიების მიზნით შეეპყრო ცინგი, მაგრამ ვერასდროს შეძლო თავისი ჩანაფიქრის განხორციელება.[17]

მიუხედავად აღდგენილი ეკონომიკური ურთიერთობებისა, როდესაც ოციფიალურად შეაღწია ჩინეთის იმპერიულ სახარკო სისტემაში, ჯოსონის ლიდერები და ინტელიგენტები განაწყენებული იყვნენ მანჩუსებისგან, რომლებსაც ისინი ბარბაროსებად თვლიდნენ.[14] დიდი ხნის ცინგის მორჩილების შემდეგ, ჯოსონის სამეფო და კორეელი ინტელექტუალები განაგრძობდნენ მინგის მმართველობის პერიოდის გამოყენებას. მეცნიერებმა 1861 წელი აღნიშნეს, როგორც „ჩონგჭენის 234-ე წელი“.[18]

გვიან ჯოსონის პერიოდი

რედაქტირება

სილჰაკის გამოჩენა და ჯოსონის აღორძინება

რედაქტირება
 
კიმ იუკის პორტრეტი (1570 - 1658), ჯოსონის დინასტიის ადრეული სილჰაკის ფილოსოფოსი
 
ჰვასეონგის ციხესიმაგრე სუვონში.

იაპონიისა და მანჯურიის ლაშქრობების შემდეგ ჯოსონმა თითქმის 200 წლიანი მშვიდობა შეინარჩუნა. ჯოსონმა დაინახა სილჰაკის (პრაქტიკული სწავლება) აუცილებლობა. ადრეული სილჰაკის მეცნიერთა ჯგუფი მხარს უჭერდა ყოველმხრივ რეფორმებს სამოქალაქო სამსახურის შემოწმების, ასევე საგადასახადო, საბუნებისმეტყველო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაუმჯობესება. ეს მიზნად ისახავდა ჯოსონის საზოგადოების აღდგენას ორი გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ. კიმ იუკის ხელმძღვანელობით, რომელიც მეფე ჰიეონჯონგის მთავარი მინისტრი იყო, გატარებული რეფორმები გამოდგა ძალზედ მომგებიანი, როგორც სახელმწიფო შემოსავლისთვის, ასევე ბევრი გლეხისთვის.

ფრაქციული კონფლიქტი მეტად გაიზარდა მეფე სუკჯონგისა და გიეონგჯონგის მმართველობის პერიოდში, ძირითადად მმართველი ფრაქციის სწრაფ ცვლილებებთან ერთად, რომელიც ცნობილია, როგორც „ჰვანგუკი“ (換局; სიტყვასიტყვით-სახელმწიფოს შიდა საქმიანობის ცვლილებები). ამის საპასუხოდ შემდგი მეფეები იეონგჯო და ჯეონგჯო საყოველთაოდ დევნიდა ტანგპიეონგჩაეკს - პოლიტიკა, რომელიც ინარჩუნებდა ბალანსსა და თანასწორობას ფრაქციებს შორის.[19][20]

ორი მეფე უძღვებოდა ჯოსონის დინასტიის მეორე აღორძინებას.[21][22] იეონგჯოს შვილიშვილმა, განათლებულმა მეფე ჯეონგჯომ გაატარა სხვადასხვა რეფორმები მთელი თავისი მმართველობის პერიოდში. მისი რეფორმებიდან საყურადღებოა გიუჯანგ-გაკის აღდგენა, რომელიც წარმოადგენს სამეფო ბიბლიოთეკას, ამ რეფორმით ის მიზნად ისახავდა ჯოსონის კულტურული და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გადაებირებინა ნიჭიერი თანამშრომლები. მეფე სეონგჯო ასევე სათავეში ედგა გაბედულ სოციალურ ინიციატივებს. მან უფლება დართო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანებს ჩამდგარიყვნენ მთავრობის სამსახურში, რაც ადრე დაუშვებელი იყო. მეფე ჯეონგჯოს მხარს უჭერდა ბევრი სილჰაკის მეცნიერი, რომელებიც აღიარებდნენ მის სამეფო ძალაუფლებას. მეფე ჯეონგჯოს დროს ასევე გაიზარდა და განვითარდა ჯოსონის პოპულარული კულტურა. ამავე დროს, სილჰაკის მეცნიერთა ჯგუფმა მოუწოდა ინდივიდეს დაფიქრებულიყვნენ ქვეყნის ტრადიციებზე და ცხოვერების სტილზე, მათ წამოიწყეს სწავლება კორეაში, რომელიც მოიცავდა მათ ისტორიას, გეოგრაფიას, ეპიგრაფიკასა და ენას.

მთავრობა კანონიერი ოჯახების ხელში

რედაქტირება

მეფე სეონგჯოს სიკვდილის შემდეგ, ჯოსონს შეეხო მძიმე შიდა და გარე პრობლემები. „სედოს“ პოლიტიკის (კანონიერი ხელისუფლება) შედეგად ეროვნული კანონის ფონდი და წესრიგი ქვეყნის შიგნით შესუსტდა.

ახალგაზრდა მეფე სუნჯო, მეფე ჯეონგჯოს მემკვიდრე ტახტზე ავიდა 1800 წელს. ჯეონგჯოს გარდაცვალებასთან ერთად მტკიცე პატრიარქატულმა ფრაქციამ გააერთიანა ძალაუფლება დედოფალ დოვაგერ ჯეონგსუნის მმართველობის ქვეშ, რომლის ოჯახს ჰქონდა ძლიერი კავშირები პოლიტიკურ მოღვაწეებთან. მათ დაიწყეს კათოლიკეების დევნა. მაგრამ დედოფალ დოვაგერის გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური მოღვაწეები თანდათანობით გააძევეს და მომგებიანმა ფრაქციებმა, როგორიც იყო ანდონგ კიმის ოჯახი და კიმ სო-სუნი, დედოფლის მამა, მოიპოვეს ძალაუფლება. თანადათანობით ანდონგ კიმის ოჯახი გახდა სამეფო ტახტის მფლობელი.[23]

ანდონგ კიმის მმართველობასთან ერთად „სედოს“ ან კანონიერი მმართველობის ერა დაიწყო. ბინძურმა კანონიერმა ჩამომავლობამ მოიპოვა სასიცოცხლო პოზიციები მთავრობაში, ეპყრათ ძალაუფლება პოლიტიკურ ასპარეზზე და მათ მიერ განიხილებოდა ტახტის მემკვიდდრეობის საკითხი. ამ მეფეებს არ ჰქონდათ მონარქიული ავტორიტეტი და არ შეეძლოთ ემართათ მთავრობა. სხვა ოჯახების იანგბანს, დათრგნული სამეფო კანონების ძალაუფლების მიერ, არ შეეძლოთ ლაპარაკი. იმის გამო, რომ ძალაუფლება ეპყრა კანონიერ სამეფო ჩამომავლობას, მმართველობის პროცესი მოიშალა და კორუფცია გახდა ყოვლისმომცველი. დიდი თანხებს იღებდა ქრთამად ძლიერი ჩამომავლობა, რათა სხვებს მიეღოთ მაღალი რანგის წოდება. დაბალი რანგის პოზიციებიც კი იყიდებოდა. ეს პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 60 წელი, მოიცავდა მძიმე სიღარიბეს კორეის ხალხისა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დაუღალავ აჯანყებებს.

გარედან ჯოსონი სულ უფრო ხდებოდა იზოლირებული. მისი მმართველები ცდილობდნენ შეეზღუდათ კონტაქტი უცხო ქვეყნებთან.

დინასტიის დასასრული

რედაქტირება
 
ჰეუნგსეონ დევოვნგუნი

1863 წელს მეფე გოჯონგი ავიდა ტახტზე. მისი მამა რეგენტი ჰეუნგსეონ დევონგუნი მართავდა ქვეყანას, მანამ , სანამ გოჯონგი სრულწლოვანი გახდებოდა. გოჯონგი 1860 წლის შუა რიცხვებში ილოზაციონიზმისა და როგორც მშობლიური, ასევე უცხოელი კათოლიკეების დევნის წინააღმდეგ მთავარი დამცველი პირი გახდა, ასევე პოლიტიკოსი, რომელიც ხელმძღვანელობდა საფრანგეთის აგრესიის ჩახშობას უშუალოდ კორეის წინააღმდეგ 1866 წელს. მისი მმართველობის ადრეული წლები გამოიყენა გიეონგბოკის სასახლის აღსადგენად, რომელიც სატახტო სასახლე იყო. მისი მმართველობის პერიოდში კანონიერი ოჯახების აუტორიტეტი და ძალაუფლება, როგორიც ანდონგ კიმის ოჯახი იყო მკვეთრად შემცირდა. იმისათვის, რომ გათავისუფლებულიყო ანდონგ კიმისა და პუნგიანგ ჩოს ოჯახებისგან მან ხელი შეუწყო ადამიანებს პოლიტიკური პარტიის ან ოჯახის მითითების გარეშე, რათა შეემცირებინა ადამიანების ტვირთი და განემტკიცებინა ერის ეკონომიკის საფუძველი, ასევე გაატარა საგადასახადო რეფორმა. 1871 წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორეის ძალები დაუპირისპირდნენ ერთამენთს შეერთებული შტატების „ქვემეხიანი ნავის“ მცდელობის გამო, რომელიც მოჰყვა გენერალ შერმანის ინციდენტს 1866 წელს.

1873 წელს მეფე გოჯონგმა განაცხადა თავისი პრეტენზია სამეფო ტახტზე. ჰეუნგსეონ დევონგუნის გადადგომის შემდეგ, მომავალმა დედოფალმა მინმა (მოგვიანების იმპერატრიცა მიეონგსეონგი) მოიპოვა ძალაუფლება ტახტზე, მისი ოჯახი კი აიყვანა მღალ სამეფო წოდებაზე.

იაპონიამ მეიძის აღდგენის შემდეგ, დაეუფლა დასავლურ სამხედრო ტექნოლოგიას და აიძულა ჯოსონი ხელი მოეწერა განგჰვას ხელშეკრულებისთვის 1876 წელს, რაც მდგომარეობდა სამი პორტის გახსნაში ვაჭრობისთვის და მიეცა იაპონელებისთვის დამატებითი ტერიტორიები. ჰამილტონის პორტი ოკუპირებული იქნა ბრიტანეთის საზღავო ფლოტის მიერ 1885 წელს.

 
იმპერატორი გოჯონგი

ბევრ კორეელს ეზიზღებოდა იაპონელები და სხვა უცხოური გავლენა თავიანთ მიწაზე, ასევე ჯოსონის დინასტიის კორუმპირებული დესპოტური მმართველობა. 1881 წელს ბიეოლგიგუნი, თანამედროვე რჩეული სამხედრო ნაწილი ჩამოყალიბდა იაპონელი მწვრთნელების მიერ. სხვა ჯარისკაცების ხელფასები გაიყო და 1882 წელს მოხდა ჯარისკაცების აჯანყება, რომლებიც თავს დაესხნენ იაპონიის ოფიცრებს, დედოფალიც კი იძულებული გახდა თავი შეეფარებინა ქალაქგარეთ. 1894 წელს დონგჰაკის გლეხურმა რევოლუციამ მოიცვა ფერმერების მასობრივი აჯანყება, რომლის ლიდერიც იყო გლეხი ჯეონ ბონგ-ჯუნი, მათ გაანადგურეს ადგილობრივი მმართველი ჯო ბიონგ-გაპი 1894 წლის 11 იანვრის გო-ბუს ბრძოლაში. ბრძოლის შემდეგ ჯოს საკუთრებები დაურიგდათ გლეხებს. მაისში გლეხების არმიამ მიაღწია ჯეონჯუმდე და ჯოსონის მთავრობამ მიმართა ცინგის დინასტიას დამხარებისთვის, რათა აღმოეფხვრათ აჯანყება. ცინგმა გაგზავნა 3000 კაციანი ჯარი და მიაღწია ამბოხებულების დაზავებას, მაგრამ იაპონელები ცინგის ყოფნას საფრთხედ მიიჩნევდნენ, ამიტომ 1894 წლის 8 ივნისს მათ გააგზავნეს 8000 კაციანი ჯარი სეულში სატახტო სასახლის ასაღებად და იაპონური მთავრობის დასაყენებლად. ეს მალევე გადაიზარდა პირველ სინო-იაპონურ ომში (1894–1895) იაპონიასა და ცინგის ჩინეთს შორის, რომელიც მეტწილად კორეის ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობდა.

იმპერატრიცა მიეონგსეონგი (მოხსენებული, როგორც „დედოფალი მინი“[24]) შეეცადა მოეგერიებინა იაპონიის ინტერფერენცია კორეაში, ამისთვის განიხილავდა, იმასაც, რომ მხარდაჭერა მიეღო ან რუსეთის იმპერიისგან ან ჩინეთისგან. 1895 წელს იმპერატრიცა მიეონგსეონგი მოკლეს იაპონელმა აგნეტებმა.[25] იაპონელმა მინისტრმა კორეაში, გენერალ-ლეიტენანტმა ვისკოუნტ მიურამ, თითქმის დარწმუნებით, მოაწყო შეთქმულება იმპერატრიცას წინააღმდეგ. იაპონიის აგენეტების ჯგუფმა შეაღწია გიეონგბოკგუნგის სამეფო სასახლეში (სეული), რომელიც იყო იაპონიის კონტროლის ქვეშ და მოკლეს დედოფალი მინი, მისი სხეული კი წაბილწეს სასახლის ჩრდილოეთ ფრთაზე.

ცინგმა აღიარა დამარცხება შიმონოსეკის ხელშეკრულებაში (1895 წლის 17 აპრილი), რომელიც ოფიციალურ გარანტიას იძლეოდა ჩინეთისგან კორეის თავისუფლების. ეს იყო იაპონიის წინ გადადგმული ნაბიჯი კორეაში საოლქო ჰეგემონიის დამყარებისა. ჯოსონის სამეფომ, რომელიც ზეწოლის ქვეშ იყო მასზე უფრო მეტი ძალაუფლების მქონესგან, იგრძნო, რომ საჭიროებდა ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას, ამიტომ აღიარა კორეის იმპერია გვანგმუს რეფორმებთან ერთად 1897 წელს. მეფე გოჯონგმა მიიღო იმპერატორის ტიტული, რათა განემტკიცებინა კორეის დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, სხვა უცხოური ძალები ეძებდნენ სამხედრო ტექნიკას, განსაკუთრებით რუსეთი, რათა მოეგერიებინა იაპონია. ტექნიკურად 1897 წელი აღინიშნება ჯოსონის პერიოდის დასასრულად და იმპერიის ოფიციალური სახელის შეცვლის წლად. მიუხედავად ამისა ჯოსონის დინასტია კვლავ განაგრძობდა მმართველობას, თუმცა შეშფოთებული იყო იაპონიასა და რუსეთისგან.

მანევრებისა და კონტრ-მანევრების რთულ სერიაში, იაპონიამ უკუაგდო რუსული ფლოტი პორტ არტურის ბრძოლაში 1905 წელს. 1904-1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის ხელშეკრულების, პორტსმოუსის ხელშეკრულებასთან ერთად იაპონიას გზა ხსნილი ჰქონდა, რათა მოეპოვებინა კონტროლი კორეაზე. 1905 წელს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, კორეა გახდა იაპონიის პროტექტორატი. პრინცი იტო იყო პირველი კორეის პრეზიდენტ-გენერალი, მიუხედავად ამისა ის მოკლა კორეის დამოუკიდებლობის აქტივისტმა ან ჯუნგ-გეუნმა 1909 წელს ჰარბინის მატარებლის სადგურზე. 1910 წელს იაპონიის იმპერიამ საბოლოოდ მოახდინა კორეის ანექსია.

საზოგადოება

რედაქტირება
 
ჯოსონის პერიოდის სამოქალაქო ბიუროკრატის პორტრეტი

ჯოსონის მოსახლეობა საკამათოა. ამ პერიოდში ოჯახების შესახებ მთავრობის ჩანაწერები არასანდოდ ითვლება. ერთი შედარებით ახალი აღრიცხვის თანახმად დინსატიის დასაწყისში 1392 წელს მოსახლეობამ 6 მილიონს მიაღწია, 1750 წელს კი პიკს მიაღწია და 19 მილიონამდე გაიზრადა. 1810 წლიდან 1850 წლამდე მოსახლეობა დაახლოებით 10%-ით შემცირდა და შემდგომ სტაბილურობას მიაღწია. კორეის იმპერიის მთავრობის მიერ XX საუკუნის დასაწყისში თანამედროვე მედიცინის შემოღებამდე, კორეელი მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 24 წელი, ხოლო კორეელი ქალის 26 წელი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მელაშვილი, გიორგი, კორეა - წარმატების ისტორია: გაკვეთილები საქართველოსთვის / სამეცნ. რედ. პროფ. დოქტ. თინათინ ქაროსანიძე, თბილისი: ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021. — 355 გვ, ISBN 978-9941-8-3754-8.
  • Ebrey, Patricia Buckley; Walthall, Ann; Palais, James B. (2006), East Asia: A Cultural, Social, and Political History, Boston and New York: Houghton Mifflin Press, ISBN 0-618-13384-4.
  • Hatada, Takashi; Smith Jr, Warren W.; Hazard, Benjamin H. (1969), A History of Korea, Santa Barbara, CA: ABC-Clio, ISBN 0-87436-064-1.
  • Kennedy, George A. (1943), „Amin“, Arthur W. Hummel (ed.), Eminent Chinese of the Ch'ing Period (1644-1912), Washington: United States Government Printing Office, pp. 8–9.
  • Kim Haboush, JaHyun (2005), „Contesting Chinese Time, Nationalizing Temporal Space: Temporal Inscription in Late Chosǒn Korea“, Lynn A. Struve (ed.), Time, Temporality, and Imperial Transition, Honolulu: University of Hawai'i Press, pp. 115–141, ISBN 0-8248-2827-5.
  • Larsen, Kirk W. (2008), Tradition, Treaties, and Trade: Qing Imperialism and Chosǒn Korea, 1850–1910, Cambridge, MA: Harvard University Asia Center, ISBN 978-0-674-02807-4.
  • Lee, Peter H.; de Bary, William Theodore (1997), Sources of Korean Tradition, Volume I: From Early Times Through the Sixteenth Century, New York: Columbia University Press, ISBN 978-0-231-10567-5.
  • Nahm, Andrew C. (1988), Korea: Tradition & Transformation: A History of the Korean People, Elizabeth, NJ: Hollym, ISBN 0-930878-56-6.
  • Zhao, Quansheng (2003), „China and the Korean peace process“, Tae-Hwan Kwak and Seung-Ho Joo (eds.), The Korean Peace Process and the Four Powers, Hampshire: Ashgate, pp. 98–118, ISBN 0-7546-3653-4.
  • A Cultural History of Modern Korea, Wannae Joe, ed. with intro. by Hongkyu A. Choe, Elizabeth NY, and Seoul Korea: Hollym, 2000.
  • An Introduction to Korean Culture, ed. Koo & Nahm, Elizabeth NJ, and Seoul Korea: Hollym, 1998. 2nd edition.
  • Noon Eu Ro Bo Neun Han Gook Yuk Sa #7 by Jang Pyung Soon. Copyright 1998 Joong Ang Gyo Yook Yun Goo Won, Ltd, pp. 46–7.
  • Alston, Dane. 2008. "Emperor and Emissary: The Hongwu Emperor, Kwŏn Kŭn, and the Poetry of Late Fourteenth Century Diplomacy". Korean Studies 32. University of Hawai'i Press: 104–47. http://www.jstor.org/stable/23718933.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. მელაშვილი, 2021
  2. „조선“. 한국민족문화대백과.
  3. Kang, Jae-eun (2006). The Land of Scholars: Two Thousand Years of Korean Confucianism. Homa & Sekey Books, გვ. 177.  "Yi Seong-gye issued a royal edict to proclaim the name of the new dynasty to "Joseon" and issued amnesty to all criminals who opposed the transition in dynasty. The statement by Taizu about "only the name of Joseon is beautiful and old" naturally refers to Gija Joseon."
  4. Richard Rutt. (September 1999). Korea. Routledge/Curzon. ISBN 0-7007-0464-7. 
  5. John W. Hall. (April 27, 1990). The Cambridge history of Japan. Cambridge University Press. ISBN 0-521-22354-7. 
  6. 박영규 (2008). 한권으로 읽는 세종대왕실록. 웅진, 지식하우스. ISBN 89-01-07754-X. 
  7. King Sejong the Great And The Golden Age Of Korea. asiasociety.org (19 August 2008). ციტირების თარიღი: 27 November 2009.
  8. Ebrey, Patricia; Walthall, Ann (2013) East Asia: A Cultural, Social, and Political History, Volume II: From 1600. Cengage Learning, გვ. 255. 
  9. Hawley, Samuel (2005). The Imjin War. Japan's Sixteenth-Century Invasion of Korea and Attempt to Conquer China. Seoul: The Royal Asiatic Society, Korea Branch, გვ. 195f.. ISBN 89-954424-2-5. 
  10. Turnbull, Stephen (2002). Samurai Invasion. Japan’s Korean War 1592–98. London: Cassell & Co, გვ. 244. ISBN 0-304-35948-3. 
  11. Roh, Young-koo (2004). „Yi Sun-shin, an Admiral Who Became a Myth“. The Review of Korean Studies. 7 (3): 13.
  12. 12.0 12.1 Ebrey, Walthall და Palais 2006, p. 349.
  13. Kennedy 1943 (leader of the expedition); Ebrey, Walthall და Palais 2006, p. 350 (number of troops).
  14. 14.0 14.1 Larsen 2008, p. 36.
  15. Ebrey, Walthall და Palais 2006, p. 350.
  16. Lee და de Bary 1997, p. 269.
  17. Larsen 2008, p. 36; Ebrey, Walthall და Palais 2006, p. 350.
  18. Kim Haboush 2005, p. 132.
  19. „탕평책“. 한국민족문화대백과.
  20. 이성무 (November 12, 2007). 조선당쟁사 2 탕평과 세도정치: 숙종조~고종조. 아름다운날. ISBN 9788989354833. 
  21. A Brief History of Korea (en). Ewha Womans University Press. ISBN 9788973006199. ციტირების თარიღი: 23 December 2016. 
  22. Beirne, Paul Su-un and His World of Symbols: The Founder of Korea's First Indigenous Religion (en). Routledge. ISBN 9781317047490. ციტირების თარიღი: 23 December 2016. 
  23. 오영교 (July 25, 2007). 세도정권기 조선사회와 대전회통. 혜안. ISBN 9788984943131. 
  24. Characteristics of Queen of Corea The New York Times November 10, 1895
  25. Park Jong-hyo (박종효), former professor at Lomonosov Moscow State University (2002-01-01). 일본인 폭도가 가슴을 세 번 짓밟고 일본도로 난자했다 (Korean) (508). Dong-a Ilbo: 472 ~ 485. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)