თინათინ ქაროსანიძე
თინათინ ქაროსანიძე (დ. 5 მაისი, 1977) - ქართველი არაბისტი, ისტორიკოსი, ტერორიზმის მკვლევარი. ღირსების ორდენის მფლობელი. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი. [1]
თინათინ ქაროსანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 მაისი, 1977 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება |
აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი კაიროს უნივერსიტეტი |
დამსაქმებელი | თავისუფალი უნივერსიტეტი |
ცნობილი ნაშრომები | ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში: "მუსლიმი ძმების" და რადიკალური ისლამური ორგანიზაციების სტრატეგია |
წინამორბედი | პროფესორი გიორგი კაციტაძე |
ჯილდოები |
1991-1992 წლებში სწავლობდა „მსოფლიო ლაბორატორიაში“. 1994-1999 წლებში სწავლა გააგრძელა თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის (არაბული დეპარტამენტი) ფაკულტეტზე. 1998-1999 წლებში გაიარა არაბული ენისა და ლიტერატურის კურსი არაბული ენის შემსწავლელი ცენტრის „ვაფიდინის სკოლაში“ კაიროში (ეგვიპტე).[1]
1998-1999 წლებში არაბულის ენის შესწავლა გააგრძელა კაიროს უნივერსიტეტში. 1999-2000 წლებში ფულბრაითის სტიპენდიით აშშ-ში გაიარა კურსი კურსი „ამერიკის საკანონდებლო სისტემა“. 2005 წელს გაიარა IATP-ის დისტანციური სწავლების კურსი „სამხრეთ კავკასია და ახლო აღმოსავლეთი“.[1]
2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მსოფლიო ისტორიაში (არაბული ქვეყნების ისტორია).[1]
პუბლიკაციები
რედაქტირება- „მუსლიმი ძმების ასოციაციის ისტორიიდან“, პერსპექტივა XXI, 3, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2001, გვ.45-47;
- „11 სექტემრის ტერაქტები და ისლამისტური ორგანიზაციები“, პერსპექტივა XXI, 4, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2002, გვ.138-141;
- „მუსლიმთა ასოციაცია" და შუქრი მუსტაფა“, პერსპექტივა XXI, 5, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2003, გვ.101-106;
- „ისლამური მობილიზაცია: სოციალური მოძრაობის თეორია და „მუსლიმი ძმები“ ეგვიპტეში“, აღმოსავლეთმცოდნეთა მესამე საერთაშორისო კონფერენცია, შრომების კრებული, ქუთაისი, 2003, გვ.184-194;
- „მუსლიმი ძმები" და ეგვიპტის ორიენტაციის საკითხი მეორე მსოფლიო ომის დროს“, აღმოსავლეთი და კავკასია, #3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2003, გვ.239-244;
- "Islamic Fundamentalism in Egyptian politics", Orientalist, 2, Tbilisi Institute of Asia and Africa, G.Tsereteli Institute of Oriental Studies, Tbilisi, 2003-4, pp.153-165;
- "უსამა ბინ ლადენი და ეგვიპტური ტერორისტული ორგანიზაციები", პერსპექტივა XXI, VII (2), თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2005, გვ.164-170;
- "ეგვიპტური არაბული ნაციონალიზმი", პერსპექტივა XXI, VIII, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2006, გვ.112-122;
- "ალ-კაიდა: ორგანიზაცია, მიზნები, ამოცანები", პერსპექტივა XXI, VIII (2), თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2006, გვ.111-120;
- "მუსლიმი ძმები" და 1952 წლის ეგვიპტის რევოლუცია", აღმოსავლეთი და კავკასია, #4, თსუ, თბილისი, 2006, გვ.114-123;
- "ჰასან ალ-თურაბი და ისლამური რადიკალური მოძრაობა სუდანში", პერსპექტივა XXI, IX, თბილისი, 2007, გვ.102-112;
- ნეო-მუსლიმი ძმები" - რადიკალური დაჯგუფება თუ კონსერვატული პარტია?", აღმოსავლეთი და კავკასია, #5, თსუ, თბილისი, 2007;
- "ალ-ჯიჰადის ორგანიზაცია ეგვიპტეში: ისტორია და მოღვაწეობა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, პერსპექტივა XXI, X, თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, თბილისი, 2008, გვ. 264-272;
- "დიპლომატიური საჩუქრების როლი შუა საუკუნეების სახალიფოში", ქართული დიპლომატიის წელიწდეული, (იბეჭდება).
- მონოგრაფია: ისლამური ფუნდამენტალიზმი თანამედროვე ეგვიპტის პოლიტიკაში: "მუსლიმი ძმების" და რადიკალური ისლამური ორგანიზაციების სტრატეგია, თბილისი, ნეკერი, 2009.[1]
დამატებითი რესურსები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 თინათინ ქაროსანიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-30. ციტირების თარიღი: 2018-12-29.