გიონგბოკგუნგი
გიონგბოკგუნგი (კორ. 경복궁) — აგრეთვე ცნობილი როგორც გიონგბოკგუნგის სასახლე ან გიეონგბოკის სასახლე, იყო მთავარი სამეფო სასახლე ჩოსონის დინასტიის პერიოდში, რომელიც დღესდღეობით მდებარეობს სამხრეთ კორეაში, სეულის ჩრდილოეთ ნაწილში. ის აშენდა 1395 წელს. გიონგბოკგუნგი არის ყველაზე დიდი ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეებს შორის, რომელიც ჯოსეონის დინასტიის პერიოდში აიგო. გიონგბოკგუნგი იყო როგორც ჯოსეონის დინასტიის იმპერატორების, ასევე იმპერატორთა ოჯახების და ჯოსეონის მთავრობის სასახლე.
გიონგბოკგუნგი აგრძელებდა ფუნქციონირებას, როგორც ჯოსეონის დინასტიის მთავარი სასახლე, მანამ, სანამ ის იმჯინის ომის დროს ცეცხლმა არ გაანადგურა, ამის შემდეგ კი ის ორი საუკუნის განმავლობაში მიტოვებული იყო. თუმცა XIX საუკუნეში პრინც ჰეუნგსეონ დაევონგუნის მეთაურობით მეფე გოჯონგის მმართველობის პერიოდში ყველა სასახლის 7 700 ოთახი აღდგენილი იქნა. 500-მდე შენობა კი 40 ჰექტარზე იქნა აღდგენილი. უძველესი კორეის არქიტექტურული პრინციპები გათვალისწინებული იქნა ჯოსეონის სამეფო კარის ტრადიციების აღწერაში.
XX საუკუნეში სასახლის დიდ ნაწილი სისტემატურად გაანადგურა იაპონიის იმპერიამ. მას შემდეგ კედლებით გარშემოვლილ სასახლის კომპლექსს თანდათანობით ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და პირვალდენ სახეს დაუბრუნდა. დღესდღეობით სასახლე ითვლება ყველაზე ლამაზ და დიდებულ სასახლედ ხუთ უმნიშვნელოვანეს სასახლეს შორის. მის შემადგენლობაში და დაქვემდებარებაშია კორეის სასახლის ეროვნული მუზეუმი და ეროვნული ხალხური მუზეუმი, რომელიც სასახლის კომპლექსში მდებარეობს.
ისტორია
რედაქტირებაXIV-XVI საუკუნეები
რედაქტირებაგიონგბოკგუნგი თავდაპირველად ააშენა ჯოსეონის დინასტიის დამფუძნებელმა და პირველმა მეფემ თაეჯომ 1394 წელს, მისი სახელი კი მთავრობის გავლენიანმა მინისტრმა ჯეონგ დო-ჯეონმა მოიფიქრა. ამის შემდეგ, სასახლე მუდმივად ფართოვდებოდა მეფე თაეჯონგისა და მეფე სეჯონგ ბრწყინვალის მეფობის პერიოდში. 1553 წელს სასახლე მძიმედ დააზიანა ცეცხლმა, მისი ძვირადღირებული რეკონსტრუქცია მეფე მიეონგჯონგმა განახორციელა, მომდევნო წელს კი დასრულდა კიდეც.
მიუხედავად ამისა, ოთხი ათწლეულის შემდეგ გიონგბოკგუნგის სასახლე დაიწვა იაპონიის შემოსევების დროს კორეაში 1592-1598 წლებში. სამეფო კარი კი გადატანილ იქნა ჩანგდეოკგუნგის სასახლეში. მომდევნო სამი საუკუნის მანძილზე გიონგბოკგუნგის სასახლის ნანგრევები მიტოვებული იყო.
XIX საუკუნე
რედაქტირებადაევონგუნის მმართველობის პერიოდში 1867 წელს სასახლის შენობების რეკონსტრუქცია მოხდა და ჩამოყალიბდა მასიური კომპლექსი, რომელიც შედგებოდა 330 ნაგებობისსგან და 5 792 ოთახისგან. 432 703 კვადრატულ კილომეტრზე მდგარი გიეონბოკგუნგის სასახლე კვლავ გახდა საკულტო სიმბოლო კორეის ნაციისა და კორეის სამეფო ოჯახის. მას შემდეგ, რაც 1895 წელს მოკლული იქნა იმპერატრიცა მიეონგსეონგი იაპონელი აგენტების მიეს, მისმა ქმარმა იმპერატორმა გოჯონგმა დატოვა სასახლე. საიმპერატორო ოჯახი არასდროს დაბრუნებულა გიონგბოკგუნგში.
XX-XXI საუკუნეები
რედაქტირება1911 წლიდან მოყოლებული იაპონიის იმპერიის კოლონიალურმა მთავრობამ სისტემურად დაანგრია ყველაფერი, გარდა 10 შენობისა, რომელიც კორეის ოკუპაციის დროს მიისაკუთრა. იაპონია გიონგბოკგუნგს იყენებდა უამრავი გამოფენების მასპინძლობისთვის. 1926 წელს მთავრობა მასიურად აშენებდა იაპონური მთავრობისთვის შენობა-ნაგებობებს სწორედ სასახლის სამეფო დარბაზის გეუნჯეონგჯეონის წინ, რათა ძირფესვიანად აღმოეფხვრათ ჯოსეონის დინასტიის სიმბოლო და მემკვიდრეობა. გვანგჰვამუნის ჭიშკარი- მთავარი და სამხრეთ კარიბჭე გიონგბოკგუნგისა გადატანილ იქნა იაპონელების მიერ სასახლის აღმოსავლეთ ნაწილში, მისი ხის სტრუქტურა კი მთლიანად განადგურებული იყო კორეის ომის პერიოდში.
გიონგბოკგუნგის XIX საუკუნის დროინდელი ორიგინალი სასახლის ნაგებობები, რომელიც გადარჩა ორივე იაპონური კოლონიალური მმართველობის დროს კორეაში და კორეის ომის პერიოდში მოიცავს:
- გეუნჯეონგჯეონი (სამეფო დარბაზი)- ეროვნული საგანძური N.223
- გიეონგჰოერუს პავილიონი- ეროვნული საგანძური N.224
- ჰიანგვონჯეონგის პავილიონი, ჯაგიეონგჯეონის დარბაზი, ჯიბოკჯაეს დარბაზი, საჯეონგჯეონის დარბაზი და სუჯეონგჯეონის დარბაზი.
თანამედროვე არქეოლოგიური კვლევების შედეგად 330 ნაგებობის საფუძვლები აღმოაჩინეს.
რეკონსტრუქცია
რედაქტირება1989 წელს სამხრეთ კორეის მთავრობამ დაიწყო 40 წლიანი პროექტი აღედგინათ ასობით სტრუქტურები, რომელიც გაანადგურა იაპონიის იმპერიის კოლონიალურმა მთავრობამ, კორეის ოკუპაციის პერიოდში (1910-1945).
1995 წელს იაპონიის გენერალური შენობები, ბევრი კამათისა და დებატების შემდეგ დაანგრიეს, რათა აღედგინათ ჰეუნგნიემუნის ჭიშკარი და მისი მონასტერი. კორეის ეროვნული მუზეუმი, რომელიც დღესდღეობით სასახლის ტერიტორიაზეა 2005 წელს გადაიტანეს იონგსან-გუში.
2009 წლის ბოლოსთვის დადგინდა, რომ დაახლოებით 40 პროცენტი სტრუქტურებისა, რომლებიც იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციამდე იდგა უკვე აღდგენილი ან რეკონსტრუქტირებული იქნა. გიონგბოკგუნგის აღდგენის ინიციატივის მეხუთე ეტაპზე გვანგჰვამუნი, სასახლის მთავარი კარიბჭე აღდგენილ იქნა თავისი ორიგინალური დიზაინით. კიდევ ერთი 20 წლიანი რესტავრაციის პროექტი უკვე დაგეგმა სამხრეთ კორეის მთავრობამ, რათა აღადგინონ დარჩენილი ნაწილი გიონგბოკგუნგისა და დაუბრუნონ მას თავდაპირველი სტატუსი.
განლაგება
რედაქტირებაგიონგბოკგუნგის მთავარი შესასვლელები
რედაქტირება- გვანგჰვამუნი (მთავარი და სამხრეთის ჭიშკარი)
- ჰეუნგნიემუნი (მეორე შიდა ჭიშკარი)
- გეუნჯეონგმუნი (მესამე შიდა ჭიშკარი)
- სინმუმუნი (ჩრდილოეთის ჭიშკარი)
- გეონჩუნმუნი (აღმოსავლეთის ჭიშკარი)
- იეონგჩუმუნი (დასავლეთის ჭიშკარი)
ეოჯეონი (გარეთა სამეფო კარი)
რედაქტირება- გეუნჯეონგმუნი (მესამე შიდა კარიბჭე)
- გეუნგჯეონგჯეონი (სამეფო დარბაზი)
- საჯეონგჯეონი (აღმასრულებელი ოფისი)
- სუჯეონგჯეონი
- ჩეონჩუნჯეონი
- მანჩუნჯეონი
ნაეჯეონი (შიდა სამეფო კარი)
რედაქტირება- განგნიეონგჯეონი (მეფის საცხოვრებელი კორპუსი)
- გიოთაეჯეონი (დედოფლის საცხოვრებელი კორპუსი)
- ჯაგიეონგჯეონი ( დედოფლის გვიანი საცხოვრებელი კორპუსი)
დონგგუნგი (სამეფო ტახტის მემკვიდრის სასახლე)
რედაქტირება- ჯასეონდანგი (სამეფო ტახტის მემკვიდრის და პრინცესას საცხოვრებელი კორპუსი)
- ბიჰიეონგაკი (სამეფო ტახტის მემკვიდრის სამეცადდინო სამეცადინო ადგილი)
პავილიონები
რედაქტირება- გიეონგჰოერუ (სამეფო საბანკეტო დარბაზი)
- ჰიანგვონჯეონგი
ხიდები
რედაქტირება- იეონგჯეგიო
რომელმაც გაიარა მთავარი და საშუალო კარიბჭე (ჰეუნგნიემუნის კარიბჭე), მნახველებმა უნდა გაიარონ პატარა ხიდი სახელად იეონგჯეგიო. ის მდებარეობს ზედა არხის მარჯვენა მხარეს. ხიდის გასწვრივ არიან რამდენიმე წარმოსახვითი არსებები, ცნობილი როგორც სეოსუ.
- ჩვიჰიანგგიო
ჩვიჰიანგგიოს ხიდი თავდაპირველად მდებარეობდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და იყო უგრძესი ხიდი, რომელიც აიგო ჯოსეონის დინასტიის დროს მთლიანად ხისგან. მიუხედავად ამისა ის განადგურდა კორეის ომის დროს. დღევანდელი სახით ხიდის რეკონსტრუქცია მოხდა კუნძულის სამხრეთ ნაწილში 1953 წელს.
ბიჰეონგაკი
რედაქტირებაიჰეონგაკი (კორ. 비현각) ნიშნავს დიდ და ნათელ სამეფო სასახლეს, სადაც სამეფო ტახტის მემკვიდრე მეცადინეობდა მასწავლებელთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hoon, Shin Young (2008). The Royal Palaces of Korea: Six Centuries of Dynastic Grandeur. Singapore: Stallion Press. ISBN 978-981-08-0806-8.