ტოიოტომი ჰიდეიოსი
ტოიოტომი ჰიდეიოსი (იაპონ. იაპ. 豊臣秀吉) (დ. 2 თებერვალი, 1536 — გ. 18 სექტემბერი, 1598, ფუსიმი), ფეოდალური იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე და მხედართმთავარი. ოდა ნობუნაგასთან ერთად იბრძოდა ცენტრალიზებული სახელმწიფოს შესაქმნელად. ოდას გარდაცვალების შემდეგ 1582, ტოიოტომიმ ფაქტობრივად აიღო ხელში მთელი ძალაუფლება, ფორმალურად კი ეკავა კანცლერის თანამდებობა. განახორციელა რეფორმები ფეოდალური წყობილების განსამტკიცებლად. 1589–1595 გაატარა ღონისძიებები ბატონყმობის აღდგენის მიზნით: აღწერა მიწის სამფლობელოები; გლეხებს, რომელთაც რეესტრის წიგნში განსაზღვრული მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, აეკრძალათ მიწიდან წასვლა. 1592–1598 ტოიოტომის მეთაურობით იაპონელი ფეოდალები დასაპყრობად ეომებოდნენ კორეას, ვარაუდობდნენ აგრეთვე ჩინეთისა და შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების დაპყრობას, მაგრამ დამარცხდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 9.