ეროვნული თანხმობის დეკლარაცია

ეროვნული თანხმობის დეკლარაცია (მემორანდუმი) — საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო-პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი საქართველოში შინაგანი პოლიტიკური სტაბილურობის დამყარება და სამართლიანობის აღდგენა იყო.

სტაბილურობის დამყარების საფუძველი და ფუძემდებლური დებულებები დეკლარაციის მიხედვით არის 1991-1992 წლების მიჯნაზე მომხდარი მოვლენების შეფასება.

დეკლარაციიდან გამომდინარე, ის ძალები, რომლებიც არ ცნობენ და არ ემორჩილებიან დეკლარაციის ფუძემდებლურ დებულებებს განაგრძობენ საქართველოს შინაგან დესტაბილიზებასა და აჩაღებენ ახალ ეროვნულ უთანხმოებას.

იმ რეჟიმს, რომელიც საქართველოში 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების, პუტჩის შედეგად დამყარდა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თბილისში ვიზიტის დროს, მის საჯარო გამოსვლაზე წლის 10 მაისს „რეპრესიული“ უწოდა[1].

სქოლიო რედაქტირება