სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხერგიანი.

ნესტორ ხერგიანი (დ. 20 ივლისი, 1975, მესტია) — ქართველი ძიუდოისტი. ღირსების ორდენის კავალერი.

ნესტორ ხერგიანი ამარცხებს მეტოქეს
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ვერცხლი ათენი 2004 60 კგ
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო ბირმინგემი 1999 60 კგ
ვერცხლი რიო-დე-ჟანეირო 2007 60 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო ოვიედო 1998 60 კგ
ბრინჯაო ბრატისლავა 1999 60 კგ
ბრინჯაო ვროცლავი 2000 60 კგ
ბრინჯაო პარიზი 2001 60 კგ
ბრინჯაო მარიბორი 2002 60 კგ
ოქრო დიუსელდორფი 2003 60 კგ
ბრინჯაო ბელგრადი 2007 60 კგ
ბრინჯაო ლისაბონი 2008 60 კგ
ბრინჯაო თბილისი 2009 60 კგ

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (2004, ათენი), მსოფლიოს ჩემპიონი (2006, პარიზი, გუნდური; 2008, ტოკიო, იაპონია, გუნდური). მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2002, ბაზელი, შვეიცარია, გუნდური; 2007, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია). მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1999, ბირმინგემი, ინგლისი). ევროპის ჩემპიონი (1998, ოვიედო, ესპანეთი; 2002, მარიბორი, სლოვენია, გუნდური; 2003, დიუსელდორფი, გერმანია; 2003, ლონდონი, ინგლისი, გუნდური; 2007, მინსკი, ბელარუსი, გუნდური). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1996, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, გუნდური); 1999, ბრატისლავა, სლოვაკეთი; 2000, ვროცლავი, პოლონეთი; 2001, პარიზი, საფრანგეთი; 2002, მარიბორი, სლოვენია; 2006, ბელგრადი, სერბეთი, გუნდური; 2007, ბელგრადი, სერბეთი; 2008, ლისაბონი, პორტუგალია; 2009, თბილისი). მსოფლიო უნივერსიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1999, მალიორკა, ესპანეთი). საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი (2003, მოსკოვი, რუსეთი; 2003, თბილისი; 2005, თბილისი; 2007, ბუქარესტი, რუმინეთი; 2008, სტამბოლი, თურქეთი). საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი (1997, მოსკოვი, რუსეთი; 1997, თბილისი; 1998, ლეონდინგი; 1999, მიუნხენი, გერმანია; 2000, თბილისი; 2000, მაგნიტოგორსკი, რუსეთი, გუნდური; 2003, ჰამბურგი, გერმანია; 2006, ბაქო, აზერბაიჯანი; 2009, თბილისი). საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი (2002, თბილისი; 2002, მოსკოვი, რუსეთი; 2002, ბუქარესტი, რუმინეთი; 2005, პარიზი, საფრანგეთი; 2006, პრაღა, ჩეხეთი; 2007, ერევანი, სომხეთი; 2009, ვარშავა, პოლონეთი). ოლიმპიური სოლიდარობის სტიპენდიატი 2001 წლის აგვისტოდან. 2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ნესტორ ხერგიანის შედეგები 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე:

1/16: კენჯი უემაცუ (ესპანეთი) — მოგება
1/8: ბაზარბეკ დონბაი (ყაზახეთი) — მოგება
1/4: ევგენი სტანევი (რუსეთი) — მოგება
1/2: მასუდ ჰაჯი ახონზადე (ირანი) — მოგება
ფინალი: ტადაჰირო ნომურა (იაპონია) — წაგება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება