ზურაბ აზმაიფარაშვილი

ზურაბ აზმაიფარაშვილი (დ. 16 მარტი, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოჭადრაკე. საქართველოს ჩემპიონი (1980), საერთაშორისო სპორტის ოსტატი (1884), საერთაშორისო დიდოსტატი (1988), სსრკ სპორტის ოსტატი (1978).

2007 წელს

1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი (ჭადრაკის სპეციალიზაცია). 1983 წელს იყო სსრკ ჩემპიონატის მონაწილე (მოუგო ა. კარპოვს). 1983–1985 წლებში სტუდენტთა მსოფლიო გუნდური პირველობის მონაწილე. პირველი ადგილები დაიკავა საერთაშორისო ტურნირებში: ალბენა (ბულგარეთი, 1984, 1986), ჰარარე (ზიმბამბვე, 1985), ჰავანა (კუბა, 1988), ამსტერდამი, ბერლინი, ლონდონი (1991). ფიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპების 5-გზის მონაწილე (1997, 1999–2001, 2004). საჭადრაკო ოლიმპიადების მონაწილე (1992–2004). 1998 წელს თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ვერცხლის მედალი: 10-იდან 8. სარეკორდო სარეიტინგო მაჩვენებელი- 2007 ქულა (2003). გარი კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიოს პირველობის მატჩებში (1987–1994). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (1998–2000) და თანაპრეზიდენტი (2000–2004), შავი ზღვის აუზის ქვეყნების საჭადრაკო ასოციაციის პრეზიდენტი (1999–2004), ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი (2002 წლიდან). 2009–2010 წლებში იყო აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი და კაპიტანი. 2010 წლიდან დღემდე ფიდე-ს აკადემიის სტატუსის მქონე თბილისის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელია.

მიღებული აქვს ფიდე-ს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდო „ბოტვინიკის ხე“ (2010), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (2003), ღირსების ორდენი (1996).

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
2001 მამაკაცთა შორის ევროპის პირადი პირველობა ოჰრიდი, მაკედონია  
2003 მამაკაცთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი პლოვდივი, ბულგარეთი  
2003 მამაკაცთა შორის ევროპის პირადი პირველობა სტამბოლი, თურქეთი  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 71.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 316, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება