პალიკო ჯიმშელაძე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პალიკო ჯიმშელაძე (დ. 8 ივლისი, 1975) — ქართველი მორაგბე , შუამარბი, 10 ნომერი.
პალიკო ჯიმშელაძე | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
სრული სახელი | პავლე ჯიმშელაძე |
დაბადების თარიღი | 8 ივლისი, 1975 (49 წლის) |
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველოს სსრ, სსრკ |
წონა | 95 კგ |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
პოზიცია | პირველი მგეზავი |
ეროვნული ნაკრები | |
ნაკრები | საქართველო |
ნომერი | 7 |
საქართველოს ნაკრებში ჩაატარა ყველაზე მეტი მატჩი (53) და მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა 304 (8ლ 57გ 47ს 3ა), რაც მოგვიანებით გააუმჯობესა მერაბ კვირიკაშვილმა.
ტანად 180 სანტიმეტრია და 88 კილოს იწონის. რაგბამდე ჭიდაობდა. თამაში 16 წლისამ დაიწყო. პირველ მწვრთნელად საშა ლობჟანიძე ჰყავდა, შემდეგ კი დავით კაკაბაძე და გურამ მოდებაძე.
1994 წელს საფრანგეთში იასპარეზა ჭაბუკთა მსოფლიო თასზე. საქართველოს ორგზის ჩემპიონია რუსთავის ხარებში 1993/4 და თბილისის გუმარში 1996. მერე, ბორჯღალოსანთა მასობრივი ემიგრაციის პირველივე ტაღლის დროს, გადავიდა საფრანგეთში, სადაც ორი სეზონი კასტრში გაატარა, თითო გრენობლსა და ორიაკში, ბოლო სამი კი ბობინში.
კაცთა ნაკრებში 1995 წლიდან რეგულარულად თამაშობს. 2001 წელს არგენტინაში იჩაუქა შვიდკაცას მსოფლიო თასზე, 2003 წელს კი ავსტრალიაში დიდი რაგბის მსოფლიო თასზეც იბურთავა (4 მატჩი, 23 ქულა). ასევე 2007 წელს (საფრანგეთი) დიდი რაგბის მსოფლიო თასზე. 2001 წელს რუმინეთის ძლევით ერთა თასი მოიგო (5 მატჩი, 54 ქულა) , 2005 წელს კი, იმავე მეტოქის ჯობნით, ანთიმოზის თასი.
თავიდან უკანა ბეკი იყო, შემდეგ შუა, 1999 წლიდან კი დამწყები 10 ნომერია.