პორტალი: ევროპა
პორტალი: ევროპა




მოგესალმებით ევროპის პორტალზე

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპის პორტალში. ამ თემაზე დაწერილი ახალი სტატიებისა და მიმდინარე პროექტებისთვის იხილეთ ვიკიპროექტი ევროპა.
რედ. თემატური კრებული


რედ. რჩეული სტატია
კალმარის უნია მე-XVI საუკუნის დამდეგს
კალმარის უნია მე-XVI საუკუნის დამდეგს

კალმარის უნია (დან.; ნორვ.; შვედ.. Kalmarunionen) — დანიელ მეფეთა უზენაესობით დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოების გაერთიანებების სერია პირად უნიად 1397-1523 წლებში. ეს ქვეყნები სუვერენიტეტზე უარს ამბობდნენ, მაგრამ, თავისუფლებას ინარჩუნებდნენ. ინტერესთა დაცილებამ (განსაკუთრეულად, დანიის ბატონობით შვედეთის უკმაყოფილებამ) 1523 წელს უნია საბოლოოდ დაშალა.

უნია სკანდინავიაში გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის საპირწონედ შეიქმნა XIV საუკუნეში. ამ დროისათვის თავისუფალ ქალაქებსა და ჰანზას სკანდინავიაში ვაჭრობა უკვე მონოპოლიზებული ჰქონდათ. 1364 წელს შვედეთის უკანასკნელი მეფე — ფოლკუნგების დინასტიიდანმაგნუს ერიქსონი, რომელიც 1319 წლიდან ნორვეგიის მეფეც იყო, განდევნეს და გერმანიის ჰერცოგი ალბრეხტ მაკლენბურგელი აირჩიეს. სამეფო კარის უკმაყოფილო ნაწილმა მეფე ვოლდემარ ატერდაგის ქალიშვილი — მაგნუს ერიქსონის ვაჟისა და თანამმართველის, ჰოკონის ქვრივი — დედოფალი დანიისა მარგარიტა იწვია, რათა ტახტზე აეყვანათ უასაკო ვაჟ ოლაფთან ერთად.

რედ. რჩეული ბიოგრაფია
შარლემანი
შარლემანი

კარლოს I დიდი (747-814) (ფრანგ. Charlemagne, ინგლ. Charles the Great, გერმ. Karl der Große, ლათ. Carolus Magnus, დასაბამი ზედსართავი სახ. "Carolingian") — ფრანკთა მეფე 768814 წლებში, ლომბარდთა 774-დან, და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი. მისი ორმაგი როლი, როგორც იმპერატორისა (Imperator Augustus) და ფრანკთა მეფისა ისტორიულად აკავშირებს საღვთო რომის იმპერიულ კლანს, ფრანკთა სამეფოებსა და გვიანდელ გერმანიას. ამჟამად ფრანგებიც და გერმანელებიც კარლოს დიდს მათი ქვეყნების დამფუძნებელ ფიგურად მიიჩნევენ.

საკუთარი მეფობის განმავლობაში კარლოს დიდი მუდმივად ბრძოლებში იყო ჩართული, მისი ლეგენდარული ხმლით, ჟოიოსით ხელში. 30 წლის ომისა და 18 ბრძოლის (საქსონიის ომები) შემდეგ ის იპყრობს საქსონიას — მიზანი, რომელიც ავგუსტუსის აუსრულებელი ოცნება იყო. შეპყრობილი მიწები შემდეგ მან კათოლიკე ქრისტიანებად მოაქცია, საჭიროებისამებრ ძალის გამოყენებითაც. ზოგიერთი ცნობით, 782 წელს ვერდენში, ქვემო საქსონია, მას უბრძანებია თავის მოჭრა ერთ დღეში 4500 საქსონელისთვის (ვერდენის სისხლიანი განსასჯელი), რომელთაც განუზრახავთ ფრანკთა მმართველობის წინააღმდეგ ამბოხი და შემჩნეულ იქნენ წარმართობაში მათი ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ. თუმცა ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური საბუთი დღემდე ნაპოვნი არაა და ბევრი მკვლევარი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. კარლოს დიდს ასევე განუზრახავს ესპანეთის დაპყრობა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ვერ მოუხერხებია.

პორტალი:ევროპა/დეკემბერი

რედ. რჩეული სურათი
ევროპა 1550 წელს
ევროპა 1550 წელს

ევროპა 1550 წელს.

რედ. იცოდით, რომ...
იცოდით?
იცოდით?



რედ. რჩეული პანორამა
ლუვრი
ლუვრი
ლუვრი ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში. მოედნის ცენტრში აღმართული ი. მ. პეის შუშის პირამიდა მუზეუმის მთავარი შესასვლელის ფუნქციას ასრულებს. მის კოლექციაში არსებულ 380.000 ხელოვნების ნიმუშს შორისაა მონა ლიზა, ვენერა მილოსელი და სამოთრაკიელი ნიკე.
რედ. დობილი პორტალები

ავსტრია · აზერბაიჯანი · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია · დიდი ბრიტანეთი · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი · ირლანდია · ისლანდია · ისრაელი · იტალია · კვიპროსი · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდები · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი · საქართველო · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · შვედეთი · შვეიცარია · ჩეხეთი · ხორვატია

ქეშის გაწმენდა