გარონა
გარონა — მდინარე საფრანგეთსა და ესპანეთში. სიგრძე 647 კილომეტრი, აუზის ფართობი 56 000 კმ². სათავე აქვს ცენტრალურ პირენეებში, ზ. დ. 1800-2300 მეტრ სიმაღლეზე. მთიდან გამოსვლის შემდეგ მიედინება გარონის დაბლობზე. სიგანე ქალაქ ბორდოსთან დაახლოებით 500 მეტრი. ერთვის ბისკაიის ყურეს. მდინარე დორდონთან შეერთებით გარონა ქმნის ჟიროდნის ესტუარს. საზრდოობს ძირითადად თოვლისა და წვიმის წყლით. ჩამონადენი მკვეთრად იცვლება სეზონის მიხედვით. გარონა ბისკაის ყურისა და ხმელთაშუა ზღვის შემაერთებელი სისტემის ნაწილია. საზღვაო გემები მდინარეზე ქალაქ ბორდომდეა. გარონაზეა ქალაქები: ბორდო, აჟენი, ტულუზა.
გარონა | |
---|---|
მდინარე გარონა ქალაქ ბორდოსთან | |
ქვეყანა | ესპანეთი საფრანგეთი |
სათავე | პირენეები |
სიგრძე | 647 კმ |
აუზის ფართობი | 56 000 კმ² |
გარონა ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 8.