დორდონი (მდინარე)
დორდონი (ფრანგ. Dordogne) — მდინარე სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. მდინარე გარონის მარჯვენა შენაკადი, რომელთანაც ერთად ქმნის საერთო შესართავს — ჟირონდის ესტუარს. სიგრძე 483 კმ, აუზის ფართობი 23,870 კმ². სათავე აქვს მონ-დორის მასივის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1720 მ სიმაღლეზე. ზემო და შუა დინებაში ჭრის საფრანგეთის ცენტრალურ მასივს, ქვემოთში გამოდის — გარონის დაბლობზე. გაზაფხულზე და შემოდგომაზე დამახასიათებელია წყალდიდობა, ზამთარში წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა, ზაფხულში — წყალმცირობა. წყლის საშუალო ხარჯი 190 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია ვეზერი და ილი. ქვემო დინებაში შეინიშნება ზღვიური მოქცევები. დორდონის აუზში არის ჰიდროელექტროსადგურები. სანაოსნოა. ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ბერჟერაკი, ლიბურნი.
დორდონი | |
---|---|
ქალაქები |
ბერჟერაკი ლიბურნი. |
სათავე |
ცენტრალური მასივი 45°32′18″ ჩ. გ. 2°49′09″ ა. გ. / 45.53833° ჩ. გ. 2.81917° ა. გ. |
სიგრძე | 483 კმ |
აუზის ფართობი | 23,870 კმ² |
დორდონი ვიკისაწყობში |