ბელარუსის კულტურა

ბელარუსის კულტურაბელარუსის კულტურა საუკუნეების მანძილზე მრავალი ფაქტორის გავლენით იქმნებოდა. ძირითადი ფაქქტორები იყო: ფიზიკური გარემო, ბელორუსების ეთნიკური წარმომავლობა (სლავური და პირეთის ტომების შერწყმის პროცესი), ადრეული პაგანიზმი, მართლმადიდებლური ქრისტიანობა.[1]

ტრადიციული ბელარუსული პერანგი.

ბელორუსის კულტურაზე ადრეული გავლენაა მაგდებურგის უფლებები, რომელიც მუნიციპალიტეტებს თვითმართველობას ანიჭებდა და გერმანული ქალაქების კანონზე იყო დაფუძნებული. ეს უფლება მეფეების მიერ გადაეცემოდათ XIV-XV საუკუნეების ისეთ ქალაქებს როგორებიცაა: ბრესტი, გროდნო, სლიცკი და მინსკი.[1]

1517-19 წლებში ფრანცისკ სკორინამ (1490-1552) ბიბლია თარგმნა ძველ ბელარუსულად. პროტესტანტული რეფორმაციამ მოახდინა გავლენა ბელორუსულ კულტურაზე, XIV-XVII საუკუნეებში განიხილებოდა რეფორმატული იდეები, ქვეყანაში სტამბები და სკოლების რაოდენობა გაიზარდა.[1]

XVIII-XVIII საუკუნეებში ბელარუსი თავადაზნაურობა მოქცეული იყო რუსული დაპოლონური კულტურის გავლენის ქვეშ, ხოლო ბელარუსული კულტურა არსებობას განაგრძობდა გლეხობაში, ფოლკლორის, ტრადიციული ტანისამოსის და ეთნიკური ჩვეულებების საშუალებით.[1]

ბელარუსული ლიტერატურის განვითარება და ეროვნული გრძნობების გამოღვიძება უკავშირდება იანკა კუპალას (1882–1942) და იაკუბ კოლასის (1882–1956) ნაშრომებს. ამ პოეტების ლექსები მიიჩნევა თანამედროვე ბელარუსული პოეზიის კლასიკად.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები რედაქტირება

ბელარუსს აქვს ოთხი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის ორს ის ინაწილებს მეზობელ ქვეყნებთან: მირის ციხესიმაგრე, ნესვიჟის ციხესიმაგრე, ბელოვეჟის ტევრი (ინაწილებს პოლონეთთან) და სტრუვეს გეოდეზიური რკალი (ინაწილებს ცხრა ქვეყანასთან ერთად).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Jan Zaprudnik and Helen Fedor. "Culture." A Country Study: Belarus. Federal Research Division, Library of Congress; Helen Fedor, ed. Research completed June 1995. This article incorporates text from this source, which is in the public domain.[1]