მირის ციხესიმაგრე
მირის ციხესიმაგრის კომპლექსი (ბელ. Мірскі замак) — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბელარუსში. მდებარეობს გროდნენის ოლქში, მსოფლიო მემკვიდრეობის სხვა ძეგლის - ნევიჟის ციხესიმაგრიდან 29 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით.
მირის ციხესიმაგრის კომპლექსი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბელარუსი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 53°27′46″ ჩ. გ. 26°28′22″ ა. გ. / 53.46278° ჩ. გ. 26.47278° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 625 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 625 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ციხესიმაგრის მშენებლობა XV საუკუნის ბოლოს დაიწყო და XVI საუკუნის დასაწყისში დასრულდა. ნაგებია გოთიკურ არქიტექტურულ სტილში. 1568 წელს, ციხესიმაგრე პოლონელ-ლიტველი არისტოკრატის, ნიკოლოზ კრისტოფერ სიროტკას ხელში გადავიდა, რომელმაც ის რენესანსულ სტილში დაასრულა.
თითქმის საუკუნოვანი მიტოვებისა და შემდეგ ნაპოლეონის პერიოდში გადატანილი მრავალი საფრთხის შემდეგ, XIX საუკუნის ბოლოს ციხესიმაგრე აღადგინეს. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ნაგებობა ნაცისტი ოკუპანტების ხელში გადავიდა და გამოიყენებოდა ებრაული მოსახლეობის ლიკვიდაციემდელ გეტოდ.