ნესვიჟის ციხესიმაგრე
ნესვიჟის ციხესიმაგრე (ბელ. Нясвіжскі замак) — ციხესიმაგრე-რეზიდენცია ბელარუსის ქალაქ ნესვიზში, რომელიც ლიტვური წარმოშობის არისტოკრატებს, რაძივილების ოჯახს ეკუთვნოდა.
ნესვიჟის ციხესიმაგრე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბელარუსი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 53°13′22″ ჩ. გ. 26°41′30″ ა. გ. / 53.22278° ჩ. გ. 26.69167° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1196 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1196 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ციხესიმაგრის მშენებლობა 1551 წელს ნიკოლოზ რაძივილი შავმა დაიწყო. სამუშაოები 1604 წელს დასრულდა.
1654-1659 წლებში, რუსეთ-პოლონეთის ომის მიმდინარეობისას, ციხეში რუსების შეიარაღებული ძალები იყვნენ განლაგებული.
1706 წელს, ჩრდილოეთის ომის მიმდინარეობისას, ციხესიმაგრე შვედებმა აიღეს და სამხედრო ბასტიონადს აქციეს. ამ დროს ნაგებობის ძირითადი ნაწილი დაინგრა. აღდეგნითი სამუშაოები 1720 წელს დაიწყო.
1792 წლის რუსეთ-პოლონეთის ომში, ციხესიმაგრე კვლავ რუსეთის არმიის განკარგულებაში იყო.
საბჭოთა ეპოქაში, ნესვიჟის ციხესიმაგრე КГБ-ის სანატორიუმს წარმოადგენდა.
2005 წელს, იუნესკომ ციხესიმაგრე მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.