მარგარიტა დანიელი

მარგარიტა დანიელი (დ. 15 მარტი, 1353 – გ. 28 ოქტომბერი, 1412) — დანიის (1387 -1396), ნორვეგიისა (1387 -1389) და შვედეთის (1389-1396) დედოფალი.

მარგარიტა დანიელი
დანიისა და ნორვეგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 აგვისტო, 1387
მმართ. დასასრული: 28 ოქტომბერი, 1412
წინამორბედი: ოლაფ II
მემკვიდრე: ერიკ VII
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 თებერვალი, 1389
მმართ. დასასრული: 28 ოქტომბერი, 1412
წინამორბედი: ალბრეხტი
მემკვიდრე: ერიკ XIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 მარტი, 1353
გარდ. თარიღი: 28 ოქტომბერი, 1412, (59 წლის)
დაკრძ. ადგილი: როსკილეს კათედრალი, დანია
მეუღლე: ჰოკონ VI, ნორვეგიის მეფე
შვილები: ოლაფ II, დანიისა და ნორვეგიის მეფე
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: ვალდემარ IV, დანიის მეფე
დედა: ჰელვიგ შლეზვიგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჭკვიანი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, დანიის მეფის ვალდემარ IV ატერდაგის ქალიშვილი. მარგარიტა სკანდინავიის ქვეყნებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.

1376 წელს დანიის ტახტზე თავისი არასრულწლოვანი ვაჟის ოლაფის აყვანა მოახერხა, რომელმაც 1380 წელს, ჰაკონ VI -ის გარდაცვალების შემდეგ, ნორვეგიის ტახტი მიიღო მემკვიდრეობით. მარგარიტა დანიასა და ნორვეგიას მისი ვაჟის სახელით მართავდა რეგენტის დონეზე, ოლაფის გარდაცვალების შემდეგ კი ამ სახელმწიფოების დედოფალი გახდა. 1389 წელს მარგარიტა თავიანთ დედოფლად შვედებმაც აღიარეს. მან ცხოვრების მიზნად, სკანდინავიის გაერთიანება დაისახა და 1397 წელს თავისი გერი შვილიშვილის ერიკ პომერანელის, საერთოსკანდინავიელი ხელმწიფის სტატუსით, დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებულ ტახტზე აყვანაც შესძლო. თითქმის სიცოცხლის დასასრულამდე მარგარიტა დანიელი კალმარის უნიის ქვეყნების მმართველი იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება