დანიის მონარქების სია
დანიის მონარქების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანთა სია, რომლებიც მართავდნენ დანიას. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში დანიის თითქმის ყველა მონარქი მამაკაცი იყო, არსებობს ორი გამონაკლისი, როდესაც მონარქი ქალი გახდა. ეს იყო XIV საუკუნეში მარგარეტე I და ასევე დანიის დღევანდელი მონარქი, მარგარეტე II. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კალმარის უნიის დროს (1397–1523) დანიას, ნორვეგიასა და შვედეთს საერთო მონარქები ჰყავდათ, თუმცა მისი დაშლისთანავე შეიქმნა დანია-ნორვეგიის კავშირი, რომელიც 1814 წლამდე გაგრძელდა, რა დროსაც დანიასა და ნორვეგიას ერთი მონარქი ჰყავდათ. ასევე საინტერესოა, რომ დანიის მეფე კნუტ დიდმა მოახერხა და დროებით ინგლისის სამეფო ტახტიც დაიკავა. გარდა ამისა, 1380–1944 წლებში დანიის მონარქები ასევე იყვნენ ისლანდიის, ხოლო 1380-დღემდე გრენლანდიისა და ფარერის კუნძულთა მონარქები.
ლეგენდარული და პრე-დანიური მონარქები
რედაქტირება- დან I, პირველი დანიელი მონარქი, რომლის პატივსაცემადაც დაერქვა ქვეყანას სახელი;
- ხოკილეკუსი, დაახლოებით VI საუკუნე. გადმოცემის თანახმად იუტლანდიელი ტომების გამაერთიანებელი, რომელიც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ფრანკთა იმპერიას და სწორედ მისი დამსახურებით გადაურჩა დანია ფრანკთა დაპყრობას;
- ონგენდუსი, VIII საუკუნე. პირველად სწორედ მის დროს დაიწყო ქრისტიანთა მისიონერული ვიზიტები დანიაში და სწორედ მისიონერთა ჩანაწერებიდან ვიგებთ მისი არსებობის შესახებ;
- ჰარალდი, VIII საუკუნე. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის ფრიზიის მეფე რედბად II-ის ელჩობა, თუმცა მის სახელთან დაკავშირებით ისტორიკოსები დღემდე დაობენ.
- ზიგფრედი, მეფობდა 770-იან-790-იან წლებში;
- გადფრედი, მეფობდა 804–810 წლებში;
- ჰემინგი, 810–812 წლებში. წინამორბედთა მსგავსად იბრძოდა ფრანკების წინააღმდეგ. იგი მოკლეს კარლოს დიდის წინააღმდეგ ბრძოლის დროს;
- ზიგფრედი, გადფრედის ძმიშვილი. ივარაუდება, რომ ფრანკებმა მისი დახმარებით მოკლეს ჰემინგი, რათა იგი ტახტზე ასულიყო;
- ჰარალდი და მისი ძმები: რაგნფრიდი და ჰემინგ ჰარალდსონი ერთად მართავდნენ 819–827 წლებში. მათ მოილაპარაკეს ფრანკთა იმპერატორ ლუი ღვთისმოსავთან და გარკვეული შეთანხმება დადეს, ამასთან დაადგინეს სახელმწიფო საზღვარი;
- ჰორიკ I, მეფობდა 827–854 წლებში. ამ დროს ქვეყანაში შეიჭრნენ ფრანკები, მოახდინეს სამხრეთ მიწების ოკუპაცია და მოკლეს მეფე ჰორიკი;
- ჰორიკ II, მეფობდა 854–860 წლებში. იგი იმით გახდა ცნობილი, რომ პირველად დანიის ისტორიაში, კავშირი დაამყარა პაპთან. მან რომის პაპ ნიკოლოზ I-ს დახმარების თხოვნით მიმართა, რათა როგორმე აღეკვეთა ფრანკების თარეში;
- ბაგზესგი, 860–871 წლებში;
- ჰალფდანი, 871–877 წლებში;
- ზიგფრედი, 877–891 წლებში. დანიის პირველი ქრისტიანი მონარქი. მან ჰორიკ II-ის მსგავსად დახმარების თხოვნით მიმართა პაპს, რომელმაც დახმარება მხოლოდ გაქრისტიანების შემთხვევაში აღუთქვა. ამის გამო იგი 882 წელს მოინათლა, თუმცა მისი ერი არ გაქრისტიანებულა;
- ჰალგა, მეფობდა 890-იან წლებში;
- ოლოფი, ცდილობდა შვედეთის ტახტის მიტაცებას;
- გირდი და გნუპა, ოლოფის ვაჟები, რომლებიც ერთად მართავდნენ;
- სიგტრიდი, გნუპას ვაჟი, დაიღუპა გამეფებიდან მალევე;
- რაგნარ ლოდბროკი, მეფობდა IX საუკუნის ბოლოს და X საუკუნის დასაწყისში. იგი იმით გახდა ცნობილი, რომ ილაშქრა ინგლისსა და ფრანკთა სახელმწიფოში. მან ალყა შემოარტყა ფრანკიის დედაქალაქ პარიზსაც, თუმცა დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მისი ძმა, როლო დაქორწინდა ფრანკთა იმპერატორ შარლ III მოსულელოს ასულზე, რის სანაცვლოდაც დანიელებმა ჩრდილო საფრანგეთში მიიღეს მიწები, რომელსაც ნორმანდია ეწოდა;
- სიგარდ გველისთვალა, რაგნარის ვაჟი. მისი მეფობის დროს დანიის დაქვემდებარებაში შევიდა კუნძული ზელანდი და სამხრეთ შვედური რეგიონი სკონე;
- ჰარტაკნუტი, სიგარდის ვაჟი. ვინაიდან დედამისი ნორთუმბრიის პრინცესა და ქრისტიანი ქალი იყო, ბევრი მას თავის ნამდვილ მონარქად არ თვლიდა და იგი დანიის მხოლოდ პატარა ნაწილს მართავდა. შემდგომში მისმა ვაჟმა, გორმმა მოახერხა 936 წელს ერთიანი დანიის ტახტზე ასვლა და საკუთარი დინასტიის დაარსება.
გორმების დინასტია (936–1042)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
გორმ
მოხუცი |
?? | 936 — 958/9 | 958/9 | ჰარტაკნუტის ვაჟი | |
ჰარალდ I
ლურჯკბილა |
?? | 958/9 — 985/6 | 1 ნოემბერი,
985 ან 986 |
გორმის ვაჟი | |
სვენ I
ჩანგლისწვერა |
960 | 985/986 — 1014 | 3 თებერვალი,
1014 (53 წლის) |
ჰარალდ I-ის ვაჟი | |
ჰარალდ II | ?? | 1014-1018 | 1018 | სვენ I-ის უმცროსი ვაჟი | |
კნუტ I
დიდი |
985/95 | 1019-1035 | 12 ნოემბერი,
1035 (40-50 წლის) |
სვენ I-ის უფროსი ვაჟი | |
ჰარდეკნუტი | 1020 | 1035-1042 | 8 ივნისი,
1042 |
კნუტ I-ის უფროსი ვაჟი |
ფაირჰეარების დინასტია (1042–1047)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
მაგნუს
კეთილი |
1024 | 1042-1047 | 25 ოქტომბერი,
1047 |
არ აქვს |
ესტრიდსენების დინასტია (1047–1375)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
სვენ II | 1019 | 1047-1076 | 28 აპრილი,
1076 (57-58 წლის) |
სვენ I-ის ქალიშვილ ასტრიდ სვენსდოტერის უფროსი ვაჟი | |
ჰარალდ III
სუფთა |
1040 | 28 აპრილი, 1076 — 17 აპრილი, 1080 | 17 აპრილი,
1080 (40 წლის) |
სვენ II-ის უკანონო ვაჟი | |
კნუტ IV
წმინდა |
1042 | 17 აპრილი, 1080 — 10 ივლისი, 1086 | 10 ივლისი,
1086 (43-44 წლის) |
სვენ II-ის უკანონო ვაჟი | |
ოლაფ I
მშიერი |
1050 | 10 ივლისი, 1086 — 18 აგვისტო, 1095 | 18 აგვისტო,
1095 (44-45 წლის) |
სვენ II-ის უკანონო ვაჟი | |
ერიკ I
საუკეთესო |
1050 | 18 აგვისტო, 1095 — 10 ივლისი, 1103 | 10 ივლისი,
1103 (42-43 წლის) |
სვენ II-ის უკანონო ვაჟი | |
ნიელსი | 1065 | 10 ივლისი, 1103 — 25 ივნისი, 1134 | 25 ივნისი,
1134 (68-69 წლის) |
სვენ II-ის უკანონო ვაჟი | |
ერიკ II
დამახსოვრებული |
1090 | 25 ივნისი, 1134 — 18 ივლისი, 1137 | 18 ივლისი,
1137 (46-47 წლის) |
ერიკ I-ის უკანონო ვაჟი | |
ერიკ III
ცხვარი |
1120 | 18 ივლისი, 1137 — 27 აგვისტო, 1146 | 27 აგვისტო,
1146 (25-26 წლის) |
ერიკ II-ის ქალიშვილ რაგნჰილდა ერიკსდოტერის ვაჟი | |
სვენ III
ნიჭიერი |
1125 | 27 აგვისტო, 1146 — 23 ოქტომბერი, 1157
(კნუტ V-ის თანამმართველი) |
23 ოქტომბერი,
1157 (31-32 წლის) |
ერიკ II-ის ვაჟი | |
კნუტ V | 1129 | 27 აგვისტო, 1146 — 9 აგვისტო, 1157
(სვენ III-ის თანამმართველი) |
9 აგვისტო,
1157 (27-28 წლის) |
ნიელსის შვილიშვილი | |
ვალდემარ I
დიდი |
14 იანვარი,
1131 |
1154 — 12 მაისი, 1182 |
12 მაისი,
1182 (51 წლის) |
ერიკ I-ის შვილიშვილი | |
კნუტ VI | 1163 | 12 მაისი, 1182 — 12 ნოემბერი, 1202 | 12 ნოემბერი,
1202 (38-39 წლის) |
ვალდემარ I-ის უფროსი ვაჟი | |
ვალდემარ II
გამარჯვებული |
9 მაისი,
1170 |
12 ნოემბერი, 1202 — 28 მარტი, 1241 | 28 მარტი,
1241 (70 წლის) |
ვალდემარ I-ის უმცროსი ვაჟი | |
ვალდემარ
უმცროსი |
1209 | 1215-1231
(ვალდემარ II-ის თანამმართველი) |
28 ნოემბერი,
1231 (21-22 წლის) |
ვალდემარ II-ის უფროსი ვაჟი | |
ერიკ IV | 1216 | 28 მარტი, 1241 — 9 აგვისტო, 1250 | 9 აგვისტო,
1250 (33-34 წლის) |
ვალდემარ II-ის შუათანა ვაჟი | |
აბელი | 1218 | 9 აგვისტო, 1250 — 29 ივნისი, 1252 | 29 ივნისი,
1250 (33-34 წლის) |
ვალდემარ II-ის შუათანა ვაჟი | |
კრისტოფერ I | 1219 | 29 ივნისი, 1252 — 29 მაისი, 1259 | 29 მაისი,
1259 (39-40 წლის) |
ვალდემარ II-ის ნაბოლარა ვაჟი | |
ერიკ V | 1249 | 29 მაისი, 1259 — 22 ნოემბერი, 1286 | 22 ნოემბერი,
1286 (36-37 წლის) |
კრისტოფერ I-ის ვაჟი | |
ერიკ VI | 1274 | 22 ნოემბერი, 1286 — 13 ნოემბერი, 1319 | 13 ნოემბერი,
1319 (44-45 წლის) |
ერიკ V-ის უფროსი ვაჟი | |
კრისტოფერ II | 29 სექტემბერი,
1276 |
1320-1326
(ჩამოაგდო მისმა უფროსმა ვაჟმა) |
2 აგვისტო,
1332 (55 წლის) |
ერიკ V-ის უმცროსი ვაჟი | |
ერიკი | 1307 | 1326-1326
(ჩამოაგდო მისმა უმცროსმა ნახევარ-ძმამ) |
1332
(დაახლ. 25 წლის) |
კრისტოფერ II-ის უფროსი ვაჟი | |
ვალდემარ III | 1314 | 1326-1329
(ჩამოაგდო მამამისმა) |
1364
(49-50 წლის) |
კრისტოფერ II-ის უმცროსი ვაჟი | |
კრისტოფერ II | 29 სექტემბერი,
1276 |
1329-1332 | 2 აგვისტო,
1332 (55 წლის) |
ერიკ V-ის უმცროსი ვაჟი | |
ერიკი | 1307 | 1332-1332 | 1332
(დაახლ. 25 წლის) |
კრისტოფერ II-ის უფროსი ვაჟი | |
უმეფობის ხანა (1332–1340) | |||||
ვალდემარ IV | 1320 | 1340 — 21 ივნისი, 1375
(ჩამოაგდო მისმა შვილიშვილმა) |
24 ოქტომბერი,
1375 (54-55 წლის) |
კრისტოფერ II-ის ნაბოლარა ვაჟი |
ბიელბოს დინასტია (1375–1387)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
ოლაფ II | დეკემბერი,
1370 |
3 მაისი, 1376 — 23 აგვისტო, 1387
(დედის, დედოფალ მარგარეტე I-ის თანამმართველი) |
23 აგვისტო,
1387 (16 წლის) |
ვალდემარ IV-ის ასულ მარგარეტეს ვაჟი |
ესტრიდსენების დინასტია (1376–1412)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
მარგარეტე I | 1353 | 3 მაისი, 1376 — 28 ოქტომბერი, 1412 | 28 ოქტომბერი,
1412 (58-59 წლის) |
ვალდემარ IV-ის ასული და ოლაფ II-ის დედა |
პომერანიული დინასტია (1397–1439)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
ერიკ VII | 1381/82 | 17 ივნისი, 1397–1439
(დაამხო მისმა დის შვილმა) |
3 მაისი,
1459 (76-78 წლის) |
ვალდემარ IV-ის ასულ ინგებორგ დანიელის შვილიშვილი |
ვიტელსბახების დინასტია (1440–1448)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
კრისტოფერ III
ბავარიელი |
26 თებერვალი,
1416 |
9 აპრილი, 1440 — 5/6 იანვარი, 1448 | 5/6 იანვარი,
1448 (31 წლის) |
ვალდემარ IV-ის შვილთაშვილის შვილი და ერიკ VII-ის დის შვილი |
ოლდენბურგების დინასტია (1448–1863)
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
კრისტიან I | თებერვალი,
1426 |
28 სექტემბერი, 1448 — 21 მაისი, 1481 | 21 მაისი,
1481 (51 წლის) |
ერიკ IV-ის შვილთაშვილის შვილთაშვილის შვილი | |
ჰანსი | 2 თებერვალი,
1455 |
21 მაისი, 1481 — 20 თებერვალი, 1513 | 20 თებერვალი,
1513 (58 წლის) |
კრისტიან I-ის უფროსი ვაჟი | |
კრისტიან II | 1 ივლისი,
1481 |
20 თებერვალი, 1513 — 20 იანვარი, 1523
(ჩამოაგდო საკუთარმა ბიძამ) |
25 იანვარი,
1559 (77 წლის) |
ჰანსის ვაჟი | |
ფრედერიკ I | 7 ოქტომბერი,
1471 |
20 იანვარი, 1523 — 10 აპრილი, 1533 | 10 აპრილი,
1533 (61 წლის) |
კრისტიან I-ის უმცროსი ვაჟი | |
უმეფობის ხანა (1533–1534) | |||||
კრისტიან III | 12 აგვისტო,
1503 |
4 ივლისი, 1534 — 1 იანვარი, 1559 | 1 იანვარი,
1559 (55 წლის) |
ფრედერიკ I-ის ვაჟი | |
ფრედერიკ II | 1 ივლისი,
1534 |
1 იანვარი, 1559 — 4 აპრილი, 1588 | 4 აპრილი,
1588 (53 წლის) |
კრისტიან III-ის ვაჟი | |
კრისტიან IV | 12 აპრილი,
1577 |
4 აპრილი, 1588 — 28 თებერვალი, 1648 | 28 თებერვალი,
1648 (70 წლის) |
ფრედერიკ II-ის ვაჟი | |
ფრედერიკ III | 18 მარტი,
1609 |
28 თებერვალი, 1648 — 9 თებერვალი, 1670 | 9 თებერვალი,
1670 (60 წლის) |
კრისტიან IV-ის ვაჟი | |
კრისტიან V | 15 აპრილი,
1646 |
9 თებერვალი, 1670 — 25 აგვისტო, 1699 | 25 აგვისტო,
1699 (53 წლის) |
ფრედერიკ III-ის ვაჟი | |
ფრედერიკ IV | 11 ოქტომბერი,
1671 |
25 აგვისტო, 1699 — 12 ოქტომბერი, 1730 | 12 ოქტომბერი,
1730 (59 წლის) |
კრისტიან V-ის ვაჟი | |
კრისტიან VI | 30 ნოემბერი,
1699 |
12 ოქტომბერი, 1730 — 6 აგვისტო, 1746 | 6 აგვისტო,
1746 (46 წლის) |
ფრედერიკ IV-ის ვაჟი | |
ფრედერიკ V | 31 მარტი,
1723 |
6 აგვისტო, 1746 — 14 იანვარი, 1766 | 14 იანვარი,
1766 (42 წლის) |
კრისტიან VI-ის ვაჟი | |
კრისტიან VII | 29 იანვარი,
1749 |
14 იანვარი, 1766 — 13 მარტი, 1808 | 13 მარტი,
1808 (59 წლის) |
ფრედერიკ V-ის ვაჟი | |
ფრედერიკ VI | 28 იანვარი,
1768 |
13 მარტი, 1808 — 3 დეკემბერი, 1839 | 3 დეკემბერი,
1839 (71 წლის) |
კრისტიან VII-ის ვაჟი | |
კრისტიან VIII | 18 სექტემბერი,
1786 |
3 დეკემბერი, 1839 — 20 იანვარი, 1848 | 20 იანვარი,
1848 (61 წლის) |
ფრედერიკ V-ის უმცროსი ვაჟის, პრინცი ფრედერიკის
ვაჟი | |
ფრედერიკ VII | 6 ოქტომბერი,
1808 |
20 იანვარი, 1848 — 15 ნოემბერი, 1863 | 15 ნოემბერი,
1863 (55 წლის) |
კრისტიან VIII-ის ვაჟი |
გლიუქსბურგების დინასტია (1863-დღემდე)
რედაქტირებასახელი | სურათი | დაიბადა | თანამდებობაზე იყო | გარდაიცვალა | კავშირი წინამორბედთან |
---|---|---|---|---|---|
კრისტიან IX | 8 აპრილი,
1818 |
15 ნოემბერი, 1863 — 29 იანვარი, 1906 | 29 იანვარი,
1906 (87 წლის) |
ფრედერიკ V-ის ასულ ლუიზა დანიელის შვილიშვილი | |
ფრედერიკ VIII | 3 ივნისი,
1843 |
29 იანვარი, 1906 — 14 მაისი, 1912 | 14 მაისი,
1912 (68 წლის) |
კრისტიან IX-ის ვაჟი | |
კრისტიან X | 26 სექტემბერი,
1870 |
14 მაისი, 1912 — 20 აპრილი, 1946 | 20 აპრილი,
1946 (76 წლის) |
ფრედერიკ VIII-ის ვაჟი | |
ფრედერიკ IX | 11 მარტი,
1899 |
20 აპრილი, 1946 — 14 იანვარი, 1972 | 14 იანვარი,
1972 (72 წლის) |
კრისტიან X-ის ვაჟი | |
მარგრეტე II | 16 აპრილი, 1940 | 14 იანვარი, 1972 — 14 იანვარი, 2024 | ცოცხალია | ფრიდრიხ IX-ის უფროსი ქალიშვილი | |
ფრედერიკ X | 26 მაისი, 1968 | 14 იანვარი, 2024 — დღემდე | ცოცხალია | მარგრეტე II-ის ვაჟი |
ლიტერატურა
რედაქტირება- kongehuset.dk: Kongehuset Arkivert 24. november 2011 hos Wayback Machine.