ერიკ V (დან. Erik 5.; დ. 1249 — გ. 22 ნოემბერი, 1286) — ესტრიდსენების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე კრისტოფერ I-ისა და დედოფალ მარგარეტ სამბირიას ვაჟი. დანიის მეფე 1259-86 წლებში. 1259-64 წლებში მისი რეგენტი დედამისი იყო, რა პერიოდშიც მიმდინარეობდა კონფლიქტები შლეზვიგსა და ჰოლშტაინთან. ამ პერიოდში იგი ბრანდენბურგში ცხოვრობდა, სადაც დაქორწინდა მარკგრაფ იოჰან I-ის ასულ აგნეს ბრანდენბურგელზე.

ერიკ V
დანიის მეფე
კორონაცია: 25 დეკემბერი, 1259
მმართ. დასაწყისი: 29 მაისი, 1259
მმართ. დასასრული: 22 ნოემბერი, 1286
წინამორბედი: კრისტოფერ I
მემკვიდრე: ერიკ VI
რეგენტი: მარგარეტ სამბირია
(1259-1264)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1249
დაბ. ადგილი: ლოლანი, დანია
გარდ. თარიღი: 22 ნოემბერი, 1286, (36-37 წლის)
გარდ. ადგილი: ვიბორგი, დანია
მეუღლე: აგნეს ბრანდენბურგელი
შვილები: ერიკ VI, დანიის მეფე
კრისტოფერ II, დანიის მეფე
მართა, შვედეთის დედოფალი
დინასტია: ესტრიდსენები
მამა: კრისტოფერ I, დანიის მეფე
დედა: მარგარეტ სამბირია
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერიკი დაიბადა 1249 წელს. იგი იყო დანიის მეფე კრისტოფერ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარეტ სამბირიას უფროსი ვაჟი.

1253 წელს, როგორც ტახტის მემკვიდრე იღებს მამის თანამმართველის წოდებას. 1259 წლის 29 მაისს მამამისი მოწამლეს, რა დროსაც 10 წლის ერიკ V დანიის მეფე გახდა, თუმცა მას სრულწლოვანებამდე რეგენტად დედამისი, დედოფალი მარგარეტი დაენიშნა. 1253-74 წლებში ლუნდის ეპარქიასთან არსებული ღრმა პრობლემების აღმოფხვრას თავისი მეფობის ნახევარი შეალია.

რეგენტობის პერიოდში (1259-64), დედოფალი მარგარეტი ებრძოდა თავისი მაზლის ცოლს, წარსულში ასევე დედოფალ მატილდა ჰოლშტაინელს, რომელიც თავის ვაჟებს აქეზებდა და ისინი ტახტზე აცხადებდნენ პრეტენზიას. 1261 წელს სამეფო არმიამ აიღო შლეზვიგი და მისი ვაჟები დაატყვევა, რომელიც მარგარეტმა მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰანმა პირობა მისცა, რომ თავის ქალიშვილს ერიკზე დააქორწინებდა.

1274 წელს, მონარქსა და ეკლესიას შორის არსებული განხეთქილება საბოლოოდ ერიკსა და ლუნდის არქიეპისკოპოსს შორის დადებული შეთანხმებით დასრულდა, რა დროსაც მეფემ ავტონომიის მოთხოვნის გაუქმების სანაცვლოდ არქიეპისკოპოსს 15,000 მარკი გადაუხადა.

ერიკი ასევე აქტიური იყო საგარეო პოლიტიკაშიც. იგი ებრძოდა ნორვეგიის მეფე მაგნუს VI-ს, რომელიც აცხადებდა, რომ მისი მეუღლე, დედოფალი ინგებორგ დანიელი, რომელიც ერიკ IV-ის ასული იყო, ტახტის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრე იყო. იგი ასევე იბრძოდა შვედეთის მეფე ვალდემარ I-ისა და მისი ძმის, მაგნუსის წინააღმდეგ. 1268-70 წლებში მან დიდი ჯარები გააგზავნა დანიის ესტონეთში ტალინის დასაცავად, რომელსაც გამუდმებით თავს ესხმოდნენ რუსები და ლიტველები.

1282 წელს მან ახალი კონსტიტუციის შემოღების იდეა წამოჭრა, რომლითაც ბევრ დიდებულს ეზღუდებოდა პრივილეგიები. ცხადია არისტოკრატები ამან მეფის წინააღმდეგ განაწყო. მათ 1286 წლის 22 ნოემბრის ღამეს, სანადიროდ წასული ერიკი ჩუმად მოკლეს მისსავე კარავში. მეორე დღეს მეფე 56 ჭრილობით გარდაცვლილი იპოვნეს. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ერიკ VI ავიდა.

ქორწინება და შვილები

რედაქტირება

1273 წლის 11 ნოემბერს, შლეზვიგში ერიკმა ცოლად ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰან I-ის ასული აგნეს ბრანდენბურგელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა შვილები:

  1. რიჩეზა (1272-1308), ცოლად გაჰყვა ერლ ნიკოლას II ვერლეს, რომელთა შვილთაშვილის შვილიშვილიც იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I;
  2. ერიკ VI (1274-1319), დანიის მეფე 1286-1319 წლებში. ცოლად შეირთო ინგებორგ შვედი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  3. კრისტოფერ II (1276-1332), დანიის მეფე 1319-1332 წლებში. ცოლად შეირთო ეფემია პომერანიელი, რომელთანაც ექვსი შვილი შეეძინა, ასევე ჰყავდა ორი უკანონო ვაჟიც;
  4. მართა (1278-1341), ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე ბირგერს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  5. კათარინა (1281-1283), დაიღუპა მცირეწლოვანი;
  6. ვალდემარი;
  7. ელიზაბეთი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Andreas Ludwig Jacob Michelsen: Archiv für Staats- und Kirchengeschichte der Herzogthümer Schleswig, Holstein, Lauenburg, Band 4, Altona 1840, S. 281
  • Erik V. Klipping.
  • Johann Georg Peter Möller: Tysk och svensk Ord-Bok. Leipzig 1808. 3. Band, S. 801.
  • Ludewig Holberg: Dännemarckische Norwegische Staats- und Reichs-Historie: Worinnen viele curieuse Antiquitäten von dem alten Staat vorstellig gemacht, und eine accurate Beschreibung von dem jetzigen Staat der Reiche Dännemarck und Norwegen gegeben wird. 1730, S. 697.
  • Ludewig Holberg: Dännemarckische Norwegische Staats- und Reichs-Historie: Worinnen viele curieuse Antiquitäten von dem alten Staat vorstellig gemacht, und eine accurate Beschreibung von dem jetzigen Staat der Reiche Dännemarck und Norwegen gegeben wird. 1730, S. 690.