ლოლანი (დან. Lolland) — დანიის სიდიდით მეოთხე კუნძული. მდებარეობს ბალტიის ზღვაში. ფართობი 1 243 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით 65 764 ადამიანს შეადგენს.

ლოლანი
მშობ. სახელი: Lolland

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა ბალტიის ზღვა
კოორდინატები 54°46′ ჩ. გ. 11°25′ ა. გ. / 54.767° ჩ. გ. 11.417° ა. გ. / 54.767; 11.417
ფართობი 1 243 კმ²
დანიის დროშა დანია
უდიდესი ქალაქი ნაკსკოვი
დემოგრაფია
მოსახლეობა 65 764 (2010)
სიმჭიდროვე 52,9 /კმ²

კუნძული საკმაოდ ბრტყელია, უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 25 მეტრზე მდებარეობს. მეორე მსოფლიო ომის დროს, ლოლანი გერმანელთათვის მნიშვნელოვან საკომუნიკაციო როლს ასრულებდა. კუნძულზე ისტორიულად იზრდება შაქრის ჭარხალი და დღესაც, ინდუსტრიის მთავარი კომპონენტი კვლავ შაქარია.

ლოლანის უდიდესი ქალაქია ნაკსკოვი 15,500 მოსახლით. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: მარიბო (6 000 მცხოვრები) და რედბი (2 500).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: