ვიბორგი (დან. Viborg) — ქალაქი დანიაში, ცენტრალურ იუტლანდიაში. ვიბორგის მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური იუტლანდიის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს რეგიონის ჩრდილოეთით. ვიბორგში ფუნქციონირებს იუტლანდიის უზენაესი სასამართლო. ვიბორგის მუნიციპალიტეტი დანიის სიდიდით მეორე მუნიციპალიტეტია, რომელიც მოიცავს ქვეყნის მთლიანი მიწის ფართობის 3.3%-ს. საკუთრივ ქალაქის ფართობია (კომუნის ტერიტორიის გამოკლებით) — 1474,05 კმ². ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 42 234 ადამიანს (2023 წლის მონაცემებით).[1]

ქალაქი
ვიბორგი
დან. Viborg

ვიბორგისა და მისი საკათედრო ტაძრის ხედი სონდერსოს ტბიდან.
გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ცენტრალური იუტლანდიის რეგიონი
კოორდინატები 56°27′12″ ჩ. გ. 09°24′07″ ა. გ. / 56.45333° ჩ. გ. 9.40194° ა. გ. / 56.45333; 9.40194
მმართველი ულრიკ ვილბეკი (ვენსტრე)
დაარსდა VIII საუკუნე
ფართობი 1 474,05 კმ²
ცენტრის სიმაღლე 51±1 მეტრი
მოსახლეობა 42 234 კაცი (2023)
სიმჭიდროვე 62 კაცი/კმ²
ეთნოქორონიმი ვიბორგელი, ვიბორგელები
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 8800
საავტომობილო კოდი (+45) 8
ოფიციალური საიტი viborg.dk
ვიბორგი (დანია) — დანია
ვიბორგი (დანია)

ვიბორგი დანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ვიკინგების ნამოსახლარები VIII საუკუნით თარიღდება.[2] ცენტრალურმა მდებარეობამ შუა საუკუნეებში ქალაქს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა, მნიშვნელოვანი იყო მისი როლი პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისითაც. ერთ დროს, ვიბორგში აღმართული იყო ციხესიმაგრე. სახელი მომდინარეობს ორი სიტყვის შერწყმის შედეგად ვიი (Wii) ნიშნავს წმინდა დგილს, ბერგ (berg) კი ბორცვს.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ქალაქი ცნობილია თავისი საკათედრო ტაძრით, რომლის მშენებლობაც 1130 წელს დაიწყო და 50 წელი გაგრძელდა. მისი შენობა მთლიანად დაიწვა და რამდენჯერმე აღადგინეს, ბოლოჯერ 1864–1876 წლებში. თავდაპირველი ტაძრიდან შემორჩენილია მხოლოდ მისი საძვალე. ტაძარი ცნობილია დანიელი მხატვრის იოაკიმ სკოვგაარდის (1856–1933) ბიბლიურ სიუჟეტებზე შექმნილი ფრესკებით. ტაძრის გვერდითვე მდებარეობს სკოვგაარდის მუზეუმი, რომელიც 1937 წელს დაარსდა.[3]

პროტესტანტული რეფორმაციის დაწყებამდე ვიბორგში მდებარეობდა ხუთი მონასტერი, დაახლოებით 12 სამრევლო ეკლესია, რამდენიმე სამლოცველო და თავად საკათედრო ტაძარი, რომელთაგან დღესდღეობით მხოლოდ საკათედრო ტაძარი და ფრანცისკანელთა და დომინიკელთა მონასტრების რამდენიმე ნაშთიღაა შემორჩენილი.

გამოჩენილი ადამიანები

რედაქტირება
  • წმინდა კიელდი (ლათ. Chetillus, Ketillus, დან. Keld, Kjeld, Ketil; 1100–1150) — მე-12 საუკუნის დანიელი სასულიერო პირი. მას თაყვანს სცემენ როგორც წმინდანს დანიაში, როგორც კათოლიკეები, ასევე დანიელი ლუთერანები. წმინდანად შერაცხეს 1188 წელს.
  • ნილს კაასი (დან. Niels Kaas; 1534–1594) — დანიელი სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, დანიის კანცლერი (1573–1594). დანიისა და ნორვეგიის რეგენტი. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის რექტორი.
  • ვიტუს პედერსენ ბერინგი (დან. Vitus Pedersen Bering; 1617–1675) — დანიელი პოეტი (წერდა ლათინურად) და ისტორიკოსი.
  • კარლ გოტლობ რაფნი (დან. Carl Gottlob Rafn; 1769–1808) — დანიელი მეცნიერი (ბოტანიკოსი, ექიმი, ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მინერალოგი) და საჯარო მოხელე.
  • გუდრუნ ჰოულბერგი (დან. Gudrun Houlberg; 1889–1940) — დანიელი მსახიობი, ითამაშა 40-ზე მეტ ფილმში 1910-დან 1934 წლამდე.
  • ოლაფ ვიგჰორსტი (დან. Olaf Wieghorst; 1899–1988) — დანიელი მხატვარი, ფერმწერი.
  • მორტენ ლუნდი (დან. Morten Lund; დ. 13 სექტემბერი, 1972) — მუსიკოსი, ჯაზის შემსრულებელი დანიელი დრამერი.
  • ჰენრიკ დალსგარდი (დან. Henrik Dalsgaard; დ. 27 ივლისი, 1989) — დანიელი ფეხბურთელი, მცველი. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე დანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fakta om Viborg Kommune // viborg.dk
  2. Viborg History // viborghistorie.dk
  3. Skovgaard Museet // skovgaardmuseet.dk