ფრედერიკ II
ფრედერიკ II (დ. 1 ივლისი, 1534, სლაგელსეს მახლობლად — გ. 4 აპრილი, 1588, ჰადერსლევი) — დანიისა და ნორვეგიის მეფე 1559-1588 წლებში ოლდენბურგების დინასტიიდან. ატარებდა სამეფო ხელისუფლების განმტკიცების პოლიტიკას, რომელიც არისტოკრატიული ოლიგარქიისა და სახელმწიფო საბჭოს წინააღმდეგობას აწყდებოდა. იყო შვედეთთან ჩრდილოეთის შვიდწლიანი ომის (1563-1570 წწ.) ინიციატორი. ლივონიის ომის (1558-1583 წწ.) დროს მონაწილეობდა ლივონიის განაწილებაში.
ფრედერიკ II | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
კორონაცია: | 20 აგვისტო, 1559, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი, 1559 |
მმართ. დასასრული: | 4 აპრილი, 1588 |
წინამორბედი: | კრისტიან III |
მემკვიდრე: | კრისტიან IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 ივლისი, 1534 |
გარდ. თარიღი: | 4 აპრილი, 1588, (53 წლის) |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი |
შვილები: |
ელიზაბეთი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგინია ანა, ინგლისისა და შოტლანდიის დედოფალი კრისტიან IV, დანიისა და ნორვეგიის მეფე ულრიკი ავგუსტა, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია ჰედვიგი, საქსონიის კურფიურსტი ჰანსი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან III, დანიისა და ნორვეგიის მეფე |
დედა: | დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 395.