ავგუსტა დანიელი (დან. Augusta af Danmark; დ. 8 აპრილი, 1580 — გ. 5 თებერვალი, 1639) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-ისა და დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის ქალიშვილი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია 1596-1616 წლებში როგორც ჰანს ადოლფის მეუღლე.

ავგუსტა დანიელი
წოდებები
ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგინია
დაიბადა 8 აპრილი, 1580
გარდაიცვალა 5 თებერვალი, 1639, (58 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ჰანს ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
(ქ. 1596 - გარდ. 1616)
შვილ(ებ)ი რვა შვილი
მამა ფრედერიკ II, დანიის მეფე
დედა სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ავგუსტა დაიბადა 1580 წლის 8 აპრილს. იგი იყო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის შუათანა ასული. 1589 წელს მისი უფროსი და, ანა დანიელი შოტლანდიის დედოფალი გახდა, ამიტომაც მის მშობლებს სურდათ, რომ ისიც ასევე სარფიანად გაეთხოვებინათ. ამ მიზნით, 1594 წლიდან დაიწყო ავგუსტასა და ჰოლანდიის შტატჰალტერ მორის ორანელის ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, მაგრამ მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა.

1596 წლის 30 აგვისტოს, კოპენჰაგენში შედგა ავგუსტასა და მისი ბიძაშვილის, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ჰანს ადოლფის ქორწინება. ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა, რადგან მეუღლეები ერთმანეთს რელიგიასა და მსგავს საკვანძო საკითხებში ერთმანეთს ვერ უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ავგუსტამ მისგან რვა შვილი გააჩინა. 1614 წელს, ავგუსტა თავისი ფეხით წავიდა შლეზვიგის ლუთერანული წმინდა ტაძრის მოსალოცად.

1616 წელს ავგუსტა დაქვრივდა, რის შემდეგაც ჰერცოგი მისი ვაჟი ფრედერიკ III გახდა. ავგუსტა თავისი ვაჟის მმართველობისას, პოლიტიკურად აქტიურ პიროვნებად იქცა. იგი მფარველობდა კულტურას. მისი ბრძანებით ააგეს ჰიუზუმის სასახლე, არაერთი სკოლა, გარდენიე და შეიფარეს ნიჭიერი, მაგრამ წარუმატებელი მუსიკოსები. იგი მფარველობდა გამოჩენილ დანიელ ქალ მწერალ ანა ოვენას, რომელიც ავგუსტას რეკომენდაციით სამეფო კარის მწერლად აიყვანა შვედეთის დედოფალმა მარია ელეონორა ბრანდენბურგელმა. 1631 წელს მას კონფლიქტი მოუვიდა თავის ძმასთან, მეფე კრისტიან IV-თან, რომელიც მხოლოდ მათი დედის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა. ავგუსტა გარდაიცვალა 1639 წლის 5 თებერვალს, 58 წლის ასაკში.

  1. ფრედერიკ III (1597-1659), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია ელიზაბეთ საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა თექვსმეტი შვილი;
  2. ელიზაბეთ სოფია (1599-1629), ცოლად გაჰყვა საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ ავგუსტს;
  3. ადოლფი (1600-1631), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. დოროთეა ავგუსტა (1602-1682), ცოლად გაჰყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ იოაკიმ ერნესტს;
  5. ჰედვიგი (1603-1657), ცოლად გაჰყვა ზულცბახის პფალცგრაფ ავგუსტს;
  6. ანა (1605-1623), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  7. ჰანსი (1606-1655), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  8. კრისტიანი (1609), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dieter Lohmeier: Augusta, Herzogin von Schl.-Holst.-Gottorf. In: Schleswig-holsteinisches biographisches Lexikon. Band 12, Neumünster 2006, S. 20–23.