ჰანს ადოლფი (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)

ჰანს ადოლფ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Hans Adolf af Holsten-Gottorp; დ. 27 თებერვალი, 1575 — გ. 31 მარტი, 1616) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და კრისტინა ჰესენელის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1590-1616 წლებში.

იოჰან ადოლფი
წოდებები
დაიბადა 27 თებერვალი, 1575
გარდაიცვალა 31 მარტი, 1616, (41 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ავგუსტა დანიელი
შვილ(ებ)ი რვა შვილი
მამა ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა კრისტინა ჰესენელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ჰანს ადოფლი დაიბადა 1575 წლის 27 თებერვალს გოტორპის სასახლეში. იგი იყო დანიის მეფე ფრედერიკ I-ის უმცროსი ვაჟის, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ადოლფისა და მისი ცოლის, კრისტინა ჰესენელის უმცროსი ვაჟი. 1586 წელს იგი ლიუბეკის პრინც-ეპისკოპოსი გახდა, 1589 წელს კი ბრემენის პრინც-არქიეპისკოპოსი. მამისა და ორი უფროსი ძმის დაღუპვის შემდეგ, იგი 1590 წელს ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი გახდა. ტახტზე ასვლის შემდეგ მან ლიუბეკისა და ბრემენის პრინც-ეპისკოპოსის წოდებები თავის უმცროს და საყვარელ ძმას, ჰანს ფრედერიკს გადასცა. იგი გარდაიცვალა 1616 წლის 31 მარტს, შლეზვიგში.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

1596 წლის 30 აგვისტოს, ჰანს ადოლფი დაქორწინდა დანიის მეფე ფრედერიკ II-ისა და დედოფალ სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველის ასულ ავგუსტა დანიელზე, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი:

  1. ფრედერიკ III (1597-1659), ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია ელიზაბეთ საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა თექვსმეტი შვილი;
  2. ელიზაბეთ სოფია (1599-1629), ცოლად გაჰყვა საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ ავგუსტს;
  3. ადოლფი (1600-1631), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  4. დოროთეა ავგუსტა (1602-1682), ცოლად გაჰყვა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგ იოაკიმ ერნესტს;
  5. ჰედვიგი (1603-1657), ცოლად გაჰყვა ზულცბახის პფალცგრაფ ავგუსტს;
  6. ანა (1605-1623), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  7. ჰანსი (1606-1655), გარდაიცვალა დაუოჯახებელი;
  8. კრისტიანი (1609), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Karl Ernst Hermann Krause: Johann Adolf (Herzog von Schleswig-Holstein-Gottorf). In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 14, Duncker & Humblot, Leipzig 1881, S. 412 f.
  • Christof Römer: Johann Adolf. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 10, Duncker & Humblot, Berlin 1974, ISBN 3-428-00191-5.