ჰანსი (დან. Hans, დაბადების სახელი Johannes,[1] დ. 2 თებერვალი, 1455 — გ. 20 თებერვალი, 1513) — დანიის მეფე 1481 წლიდან, ნორვეგიის მეფე 1483 წლიდან, ხოლო შვედეთის 1497–1501 წლებში იუჰან II-ის სახელით. წარმოშობით ოლდენბურგების დინასტიიდან, შლეზვიგ-ჰოლშტეინის ჰერცოგი.

ჰანსი
დანიის მეფე
კორონაცია: 18 მაისი, 1483, კოპენჰაგენი
მმართ. დასაწყისი: 21 მაისი, 1481
მმართ. დასასრული: 20 თებერვალი, 1513
წინამორბედი: კრისტიან I
მემკვიდრე: კრისტიან II
ნორვეგიის მეფე
კორონაცია: 20 ივლისი, 1483, ტრონჰეიმი
მმართ. დასაწყისი: 1483
წინამორბედი: კრისტიან I
მემკვიდრე: კრისტიან II
შვედეთის მეფე
კორონაცია: 26 ნოემბერი, 1497, სტოკჰოლმი
მმართ. დასაწყისი: 6 ოქტომბერი, 1497
მმართ. დასასრული: აგვისტო, 1501
წინამორბედი: კარლ VIII
მემკვიდრე: კრისტიან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 თებერვალი, 1455
დაბ. ადგილი: ოლბორგი, დანია
გარდ. თარიღი: 20 თებერვალი, 1513, (58 წლის)
დაკრძ. ადგილი: ოდენსე, დანია
მეუღლე: ქრისტინა საქსონელი
შვილები: კრისტიან II, დანიის მეფე
ელიზაბეთი, ბრანდენბურგის მარკგრაფინია
ფრანსი
დინასტია: ოლდენბურგები
მამა: კრისტიან I, დანიის მეფე
დედა: დოროთეა ბრანდენბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჰანსი დანიის მეფის კრისტიან I-ისა და მარკგრაფ ჰანს ბრანდებნბურგელის ქალიშვილის, დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის (დან. Dorothea af Brandenburg, დაახლ. 1430–1495), ვაჟი იყო. 1478 წლის 6 სექტემბერს ქრისტინა საქსონელი შეირთო ცოლად (დან. Christine, 1461–1521). მათი ოთხი შვილი შეეძინათ: ქრისტიანი. ფრანცისკი, კნუდი და ელისაბეთი.

ჰანსს სამი მთავარი პოლიტიკური მიზანი ჰქონდა: კალმარის უნიის აღდგენა, ჰანზას ქალაქბის წინააღმდეგ ბრძოლა და დანიაში ხელმწიფის მყარი მმართველობის დამყარება. ჰანსმა მეფობის მთელი პერიოდი ამ ამოცანების გადაჭრას მოანდომა.

  1. Caspar Paludan-Müller De første Konger af den Oldenburgske slægt Reitzels, Köpenhamn 1874 s. 131;
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: