ფრედერიკ VI
ფრედერიკ VI (დ. 28 იანვარი, 1768, კოპენჰაგენი — გ. 3 დეკემბერი, 1839, იქვე) — დანიისა და ნორვეგიის პრინც-რეგენტი 1784–1808 , მეფე 1808–1814 წლებში, დანიის მეფე 1814–1839 ოლდენბურგების დინასტიიდან. კრისტიან VII-ის ძე. ე. წ. განათლებული აბსოლუტიზმის წარმომადგენელი. გაატარა მთელი რიგი რეფორმები: 1788–1800 წლებში გააუქმა ბატონყმობა, განსაზღვრა საბატონო ბეგარის ოდენობა, გააუქმა მონობა (1792 ) ვესტინდოეთის კოლონიებში, რუსეთთან ერთად ეომებოდა შვედეთს (1788–1790). საფრანგეთის მხარეზე მონაწილეობდა ნაპოლეონის ომებში.
ფრედერიკ VI | |
---|---|
დანიის მეფე | |
კორონაცია: | 31 ივლისი, 1815, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 13 მარტი, 1808 |
მმართ. დასასრული: | 3 დეკემბერი, 1839 |
წინამორბედი: | კრისტიან VII |
მემკვიდრე: | კრისტიან VIII |
ნორვეგიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 13 მარტი, 1808 |
მმართ. დასასრული: | 17 მაისი, 1814 |
წინამორბედი: | კრისტიან VII |
მემკვიდრე: | კრისტიან VIII |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 იანვარი, 1768 |
დაბ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
გარდ. თარიღი: | 3 დეკემბერი, 1839, (71 წლის) |
გარდ. ადგილი: | კოპენჰაგენი, დანია |
დაკრძ. ადგილი: | როსკილეს კათედრალი, დანია |
მეუღლე: | მარია ფონ ჰესენ-კასელი |
შვილები: |
კაროლინა, დანიის პრინცესა ვილჰელმინა, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგინია |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან VII, დანიისა და ნორვეგიის მეფე |
დედა: | კაროლინა მატილდა ბრიტანელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 395.