ჰარალდ II
ჰარალდ II (დან. Harald 2.; დ. 994 — გ. 1018) — დანიის მეფე 1014-18 წლებში. იყო დანიის, ინგლისისა და ნორვეგიის მეფე სვენ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სვიატოსლავა პოლონელის უმცროსი ვაჟი. როდესაც სვენ I ინგლისის მეფე ეთელრედ უწიგნურთან იბრძოდა, ჰარალდი დანიას რეგენტის სტატუსით მართავდა. იგი დანიის ტახტზე მხოლოდ 1014 წელს ავიდა, მას შემდეგ, რაც მისმა უფროსმა ძმამ, კნუდ დიდმა ინგლისის ტახტი დაიკავა. 1018 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, დანიის ტახტიც კნუდს დარჩა, რადგანაც ჰარალდს არც ცოლი და არც შვილები არ ჰყოლია.
ჰარალდ II | |
---|---|
დანიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1014 |
მმართ. დასასრული: | 1018 |
წინამორბედი: | სვენ I |
მემკვიდრე: | კნუდ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 994 |
გარდ. თარიღი: | 1018 |
მამა: | სვენ I |
დედა: | სვიატოსლავა პოლონელი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Kongerækken Archived 2009-11-18 at the Wayback Machine at The Danish Monarchy
- Bricka, Carl Frederik, Dansk Biografisk Lexikon, vol. VII [Hansen - Holmsted], 1893, p.73. Available online