ფინური კულტურა აერთიანებს ადგილობრივ მემკვიდრეობას, რომელიც ძირითადად ურალურ ენათა ჯგუფის სახელმწიფო ფინური ენითა და საუნითაა წარმოდგენილი. ახლოსაა ევროპულ კულტურასთან. ფინეთის ისტორიული წარსულისა და გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ფინური კულტურის ჩამოყალიბება განაპირობა ბალტიისპირელ და გერმანელ ხალხთან ურთიერთობამ, აგრეთვე მისმა დამპყრობლებმა — რუსეთმა და შვედეთმა.

ფინური ხალხური ცეკვა 1907 წლის საფოსტო მარკაზე

ფინეთის რეგიონებს შორის ჯერ კიდევ შემორჩენილია კულტურული განსხვავებები, განსაკუთრებით უმნიშვნელო განსხვავებები აქცენტებსა და ლექსიკურ მარაგში. მრავალი ფინელი ემოციურად დამოკიდებულია გარემომცველ სამყაროსა და ბუნებაზე.

ტრადიციები

რედაქტირება
 
საზაფხულო კოტეჯი „mökki“

ფინური დღესასწაულები ემთხვევა ქრისტიანულ კალენდარსა და პროტესტანტულ ტრადიციებს. დღესასწაულები ათასწლოვანი ნაზავია ფინური და პროტესტანტული ტრადიციებისა.

აღსანიშნავია იოჰანუსი, ზაფხულის ფინური დღესასწაული. ფინელთა უმრავლესობა დღესასწაულის დროს დასასვენებლად საზაფხულო კოტეჯებში (mökki) გადადის, რომლებიც განლაგებულნი არიან ტბებთან. ზაფხულის დღესასწაული ბნელი ძალების განდევნის რიტუალადაა მიჩნეულია. ტრადიცია ფინური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.

ფინური შობა, იოულუ, აღინიშნება ისე, როგორც ყველგან. არდადეგები 23 დეკემბერს იწყევა. საჩუქრების გადაცემა შობის წინა დღეს ხდება, როცა მათ, ლეგენდის მიხედვით, სანტა კლაუსი სტუმრობთ. ტრადიციული საჭმელი მხოლოდ შობას გემოვნდება, რასაც საუნა მოსდევს. შობას მოსდევს „სიჩუმის დღე“. ბოლო, 26-ე დღესასწაული წმინდა სტეფენეს დღეა.

აღდგომა ქრისტიანული და მითოსური ტრადიციების ნაზავია. დიდი ხუთშაბათისა და წითელი პარასკევის გარდა ბავშვები ჯადოქრებივით იმოსებიან და კარდაკარ დადიან, რათა კანფეტები შეაგროვონ. ეს იგივეა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში „ჰელოუინი“.

ფინეთის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება 6 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება