დიდი პარასკევი

(გადამისამართდა გვერდიდან წითელი პარასკევი)

დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევივნების კვირის პარასკევი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

იესო ქრისტეს ჯვარცმა

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება