ფინეთის ტბები
ფინეთის ტერიტორიაზე 187,888 ტბაა, რომელთაც უკავიათ ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10 %.[1] მათი ძირითადი ნაწილი ქვეყნის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული. ტბების მოლივლივე ზედაპირი წიწვოვანი ტყეების (მათზე ქვეყნის ტერიტორიის 78 % მოდის) ფონზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ტბების უმრავლესობა პატარაა, მაგრამ 309 მათგანის ფართობი 10 კმ²-ზე მეტია. ტბების უმეტესობა ერთმანეთს ფშანებით უკავშირდება და ქმნის დიდ სისტემებს.[2]
ზედაპირის ფართობით ფინეთის უდიდესი ტბაა საიმა, რომელიც განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ფართობია 4400 კმ², ხოლო მაქსიმალური სიღრმე 82 მ. სიდიდით მეორე ტბაა პიაიიანე, რომელიც ამასთანავე ფინეთის უღრმესი ტბის სტატუსსაც ატარებს. მისი მაქსიმალური სიღრმეა 95,3 მ, საშუალო სიღრმე 16,2–18 მ.[3]
ჭარბობს მცირე ტბები, რომელთა საშუალო სიღრმე 5–20 მ შეადგენს. ტბიური პლატოს ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ ფინეთში მდებარეობს, წარმოდგენილია მეტად დიდი და ღრმა ტბებით.
ფინეთის ტბების აბსოლუტურ უმეტესობას აქვს მყინვარულ-ტექტონიკური წარმოშობა. პლეისტოცენის განმავლობაში, ტერიტორია, რომელსაც დღეს ფინეთი იკავებს მყინვარებით იყო დაფარული.
ფინეთში გვხვდება აგრეთვე მეტეორიტული წარმოშობის ტბებიც. ქვეყნის უდიდესი კრატერული ტბაა ლაპაიარვი, რომელიც მოქცეულია სამხრეთი ოსტრობოტნიის ტერიტორიაზე. კრატერის ასაკი შეფასებულია 77,85 მლნ. წლით.[4]
ტბების სია
რედაქტირებარიგი | ტბა | ფართობი (კმ²) | სიღრმე (მ) | სიმაღლე (ზ. დ.) | რეგიონი |
---|---|---|---|---|---|
1. | საიმა | 4400 | 82 | 76 | სამხრეთი კარელია, სამხრეთი სავონია |
2. | პიაიიანე | 1082 | 95,3 | 78,3 | ცენტრალური ფინეთი, პიაიატ-ჰიამე |
3. | ინარის ტბა | 1040 | 92 | 118,7 | ლაპლანდია |
4. | პიელინენი | 894 | 60 | 93,7 | ჩრდილოეთი კარელია |
5. | ოულუიარვი | 928 | 38 | 123,6 | კაინუუ |
6. | პიჰლაიავესი | 712 | 72 | 75,7 | სამხრეთი სავონია |
7. | ორივესის ტბა | 601 | 74 | 75,9 | ჩრდილოეთი კარელია |
8. | ჰაუკივესი | 562 | 55 | 75,8 | სამხრეთი სავონია |
9. | კეიტელე | 498 | 66 | 99,5 | ცენტრალური ფინეთი |
10. | კალავესი | 472 | 75 | 81,8 | ჩრდილოეთი სავონია |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Finland - WSSC
- ↑ Финляндия // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-06. ციტირების თარიღი: 2020-05-20.
- ↑ Seppälä, Matti (2005), The Physical Geography of Fennoscandia, Oxford University Press, p. 145
- ↑ A new U-Pb age for shock-recrystallised zircon from the Lappajärvi impact crater, Finland, and implications for the accurate dating of impact events