პიელინენი
პიელინენი (ფინ. Pielinen) — სისიდით მეოთხე ტბა ფინეთში. მისი ფართობი 894.21 კმ²-ია, ხოლო აუზის ფართობი, რომელიც აღმოსავლეთ ფინეთსა და რუსეთს შორის იყოფა 12 823 კმ². ტბის წარმოშობა გამყინვარების შემდგომ მიწის მაღლა აწევას უკავშირდება. ისევე როგორც ფინეთის ტბების უმრავლესობის, პიელინენის წყალიც მუქი ფერისაა, რაც ჭაობების არსებობითაა განპირობებული.[1][2]
პიელინენი | |
---|---|
Pielinen | |
კოორდინატები: 63°15′ ჩ. გ. 29°40′ ა. გ. / 63.250° ჩ. გ. 29.667° ა. გ. | |
მდებარეობა | ფინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 93.7 მ |
სიგრძე | 120 კმ |
სიგანე | 40 კმ |
ფართობი | 894.21 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 610 კმ |
საშუალო სიღრმე | 9,9 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 60 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
პიელინენის ტბა კარელიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს. ეს რეგიონი კარელიური ხალხებითაა დასახლებული და ისტორიული მნიშვნელობისაა არა მარტო ფინეთისთვის, არამედ შვედეთისა და რუსეთისთვისაც. ამჟამად რეგიონი რუსეთსა და ფინეთს შორის იყოფა. ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს კოლის ეროვნული პარკი, რომელიც ცნობილია საოცარი სილამაზით ზაფხულში და სათხილამურო სპორტით ზამთარში.[3] ტბაში სულ 1200 კუნძულია.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პიელინენი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lake Pielinen. International Lake Environment Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-23. ციტირების თარიღი: 2010-11-05.
- ↑ Lake Pielinen. Enclyclopedia Brittanica. ციტირების თარიღი: November 24, 2010.
- ↑ Introducing Lake Pielinen Region. Lonelyplanet. ციტირების თარიღი: November 24, 2010.