საიმა
საიმა (ფინ. Saimaa) — ტბა სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთში. მისი ფართობი 4 400 კმ²-ია და უდიდესია ქვეყანაში, ხოლო მეოთხე ევროპაში. წარმოიქმნა გამყინვარების ეპოქის დასასრულისას, მყინვარების დნობის შედეგად. ტბის სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქების: ლაპენრანტა, იმატრა, სავონლინა, მიკელი. საიმადან გაედინება მდინარე ვუოქსა, რომელიც ლადოგის ტბაში ჩაედინება. საიმაში უამრავი კუნძული და ვიწრო არხი მდებარეობს, რომლებიც მას სხვადასხვა სახელის მქონე მრავალ ნაწილად ყოფენ.
საიმა | |
---|---|
Saimaa | |
საიმა | |
კოორდინატები: 61°15′ ჩ. გ. 028°15′ ა. გ. / 61.250° ჩ. გ. 28.250° ა. გ. | |
მდებარეობა | ფინეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 76 მ |
ფართობი | 4 400 კმ² |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 13 700 კმ |
საშუალო სიღრმე | 17 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 82 მ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბაში დაახლოებით 14 000 კუნძული მდებარეობს, რაც მას ნამდვილ ლაბირინთად აქცევს, შესაბამისად სანაპირო ზოლის სიგრძე 15 000 კმ-ს შეადგენს.[1]
საიმას არხი, რომელიც ქალაქ ლაპენრანტადან ვიბორგამდეა გადაჭიმული, ტბას ფინეთის ყურესთან აკავშირებს. სხვა არხებით ასევე დაკავშირებულია აღმოსავლეთ ფინეთის რამდენიმე ტბასთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- www.ymparisto.fi – Saimaa, nimet ja rajaukset დაარქივებული 2009-08-02 საიტზე Wayback Machine.
- thisisFINLAND: Life/Environment - Three environmental portraits
- http://www.gosaimaa.fi/en/ დაარქივებული 2010-11-24 საიტზე Wayback Machine. goSaimaa.fi – Information about Lakeland Finland
- Saimaa lake
- Awarded "EDEN - European Destinations of Excellence" non traditional tourist destination 2010
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Saimaa – Finland´s largest lake -2008archieved at Wayback Machine