მიკელი
მიკელი (ფინ. Mikkeli) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მიკელის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 51 976 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 3 229.57 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 30.58 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
მიკელი ფინ. Mikkeli შვედ. S:t Michel | |||
| |||
ქვეყანა | ფინეთი | ||
კოორდინატები | 61°41′15″ ჩ. გ. 27°16′25″ ა. გ. / 61.68750° ჩ. გ. 27.27361° ა. გ. | ||
მმართველი | Kimmo Mikander | ||
დაარსდა | 1838 | ||
პირველი ხსენება | 1323 | ||
ფართობი | 2548.35 კმ² | ||
ოფიციალური ენა | ფინური ენა[1] [2] | ||
მოსახლეობა | 51 919 (31 დეკემბერი, 2023)[3] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 015 | ||
საფოსტო ინდექსი | 50100–50970 | ||
ოფიციალური საიტი | https://mikkeli.fi/ | ||
| |||
გეოგრაფია
რედაქტირებამიკელის ცენტრი საიმაის ტბის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქში და მის ირგვლივ ბევრი პატარა ტბაა. მიკელის აღმოსავლეთ ნაწილის ტბები მდინარე ვუოკსის სისტემას მიეკუთვნება. ქალაქის დასავლეთი ნაწილი პუულის ტბამდე აღწევს, რომელიც მდინარე კიუმიიოკის სისტემის ნაწილია.
მიკელის ჩრდილოეთით პიეკსიამიაკი მდებარეობს, ჩრდილო-დასავლეთით ― კანგასნიემი, დასავლეთით ― ჰირვენსალმი და მიანტიუჰარიუ, აღმოსავლეთით ― იუვა და პუუმალა, ხოლო სამხრეთით ― სავიტაიპალე.
დემოგრაფია
რედაქტირება2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 51 976 ადამიანს შეადგენს. ჯამური ფართობი 3 229.57 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 30.58 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მშობლიური ენაა ფინური (მიკელის მოსახლეობის 0.15%-ისთვის მშობლიური ენაა შვედური ენა).
განათლება
რედაქტირებამიკელში მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ცენტრალური კამპუსი. მიკელის საუნივერსიტეტო კონსორციუმი მოიცავს: ჰელსინკის უნივერსიტეტის, აალტოს უნივერსიტეტის (ყოფილი ჰელსინკის ეკონომიკური სკოლა), აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტისა და ლააპეენრანტის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთეულებს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
- ↑ Kuntien ja kielisuhdeluokituksen 2024 välinen luokitusavain, Klassificeringsnyckeln mellan kommuner och språklig indelning år 2024, The correspondence table between municipalities and language distribution in 2024 — Statistics Finland, 2024.
- ↑ Population growth biggest in nearly 70 years — Statistics Finland.
- ↑ Tutkimus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 1 June 2014