კანგასნიემი (ფინ. Kangasniemi) — მუნიციპალიტეტი მიკელის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 5 139 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 326.75 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 4.8 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. კანგასნიემი მიკელიდან 50 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო იუვიასკიულიიდან 63 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მეზობელი მუნიციპალიტეტებია: ჰანკასალმი, ჰირვენსალმი, იოუტსა, მიკელი, პიეკსიამიაკი და ტოივაკა. მუნიციპალიტეტი 1867 წელს დაარსდა. უდიდესი ტბებია პუულავესი და კიუიუვესი. 1997 წელს ფინეთის სატელევიზიო შოუში კანგასნიემი ქვეყნის ყველაზე ლამაზ მუნიციპალიტეტად დაასახელეს.

ადმინისტრაციული ერთეული
კანგასნიემი
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 61°59′00″ ჩ. გ. 26°38′00″ ა. გ. / 61.98333° ჩ. გ. 26.63333° ა. გ. / 61.98333; 26.63333
დაარსდა 1867
ფართობი 1326.75 კმ², 1068.89 კმ², 257.86 კმ²
ოფიციალური ენა ფინური ენა[1]
მოსახლეობა 5 296 (31 დეკემბერი, 2021)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი http://www.kangasniemi.fi
კანგასნიემი — ფინეთი
კანგასნიემი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება