დიდი ხუთშაბათი
დიდი ხუთშაბათი — ვნების კვირის ხუთშაბათი. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:
„მოძღვარმა ჯერ მათ სათითაოდ დაბანა ფეხი, შემდეგ თქვა: ერთი თქვენგანი გამცემსო. ყველა შეძრწუნდა და იკითხა: „ნუთუ მე ვარო“. „სწორედ შენ“, უთხრა ქრისტემ იუდას და ჩასჩურჩულა: „რომელ გეგულვების საქმედ, ჰყავ ადრე“. ბოროტი იუდა ადგა, მღვდელმთავრებთან გაეშურა, ქრისტემ კი პური გაუტეხა მოციქულებს, მიაწოდა და უთხრა: „ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის გატეხილი“, შემდეგ ღვინო დაუსხა: „ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული“.
ასე აღსრულდა პირველი ზიარება.
ქართულ მითოლოგიაში დიდი ხუთშაბათია ის დღე, როდესაც მთელდება ის გაწყვეტამდე მისული ჯაჭვი, რომლითაც ამირანია დაბმული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 70, ISBN 978-99940-27-10-1.