ნორვეგიის კულტურა
ნორვეგიის კულტურია, იგივე ნორვეგიული კულტურა ქვეყნის ისტორიასა და გეოგრაფიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ნორვეგიელთა დღემდე არსებული უნიკალური საფერმერო კულტურა არა მხოლოდ მწირ რესურსებსა და მკაცრ კლიმატზეა დამოკიდებული, არამედ საკუთრების უძველეს კანონზეც. XVIII საუკუნეში მკვეთრი რომანტიკულ-ნაციონალური მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომლის კვალიც დღემდეა ნორვეგიულ ენასა და მედიაში შემორჩენილი. XIX საუკუნეში ნორვეგიული კულტურა აყვავების ხანაშია და ლიტერატურასა და მუსიკაში აისახება დამოუკიდებლობის აღდგენისა და ეროვნული თვითშეგნების აღორძინების მცდელობა. კულტურის ეს ნაწილი ხელოვნებაში დღემდე დომინირებს. მთავრობა ყოველმხრივ ხელს უწყობს ხელოვნების განვითარებას გამოფენებისა და სხვადასხვა კულტურული პროექტების წახალისებით.
საერთო მიმოხილვა
რედაქტირებაუცხოური გავლენები
რედაქტირებანორვეგიის კულტურაზე უდიდესი გავლენა დანიამ და შვედეთმა მოახდინეს. გარდა ამისა, ნორვეგიულ კულტურას წარუშლელი კვალი დააჩნია ლუთერანულმა ეკლესიამ და შუა საუკუნეების გერმანიამ, XVIII საუკუნის საფრანგეთმა, შემდეგ ისევ გერმანიამ XIX საუკუნეში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში უკვე ინგლისურენოვანმა სამყარომ. დღეს ნორვეგიაში ცალსახად დასავლური კულტურაა გამეფებული. ბოლო 30 წლის განმავლობაში ნორვეგია ეთნიკურად ჰომოგენური სოციუმიდან კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებად ჩამოყალიბდა დიდი რაოდენობით ემიგრანტთა დიასპორებით, განსაკუთრებით ოსლოში, სადაც მოსახლეობის ერთი მეოთხედი უცხოელია.
ნორვეგიული კულტურა ეგალიტარიზმის პრინციპზეა (ყველა ადამიანის თანასწორობა) დამყარებული. ელიტურობის ნებისმიერი გამოვლინება საზოგადოების ძლიერ კრიტიკას იმსახურებს. ნორვეგიელები ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ხალხია ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ. ქვეყანა რიგით მეექვსეა, სადაც ჰომოსექსუალური ქორწინებაა ნებადართული. ნორვეგიელებში დღემდე ფასობს პატიოსნება და შრომისმოყვარეობა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ცხოველთა და გარემოს დაცვას. ნორვეგია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და კეთილმოწყობილი ქვეყანაა, სადაც დანაშაულობის უმცირესი მაჩვენებელია.
სამზარეულო
რედაქტირებანორვეგიული სამზარეულო ცივი სკანდინავიური ჰავითა და მთიანი რელიეფითაა განპირობებული, რაც საქონლის ყოლასა და ხვნა-თესვას ხელს უშლის. ამიტომ ნორვეგიული კულტურის ძირითადი მენიუ თევზსა და ზღვის პროდუქტებზე მოდის, ასევე ნანადირევსა და რძის პროდუქტებზე, მათ შორის, ყველეულზე. ხორბლეულზე მაღალი ფასების გამო (თითქმის მთელი ხორბალი თბილი ქვეყნებიდან არის იმპორტირებული) ქვეყანაში ტრადიციული თხელი პური ცხვება, რომელიც უსაფუარო ცომისგან კეთდება.
კულტურის საშემსრულებლო სახეობები
რედაქტირებაკინო
რედაქტირებამუსიკა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებანორვეგიული ლიტერატურა დასაბამს სკალდური პოეზიიდან, კერძოდ კი სიმღერათა კრებულ "უფროსი ედადან" იღებს. ძველსკანდინავიური ნაწარმოებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია სნორი სტურლუსონის ნამუშევრები და ასბიორნსენისა და მუს მიერ XIX საუკუნეში შეკრებული ხალხური ზღაპრებისა და ლეგენდების კრებული.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად შუა საუკუნეების ევროპული ნაწარმოებები გავლენას ახდენს ნორვეგიულ ლიტერატურაზე. XIV-დან XIX საუკუნემდე ნორვეგიული სიტყვაკაზმული მწერლობა დანიურთან ერთად ვითარდებოდა. XX საუკუნეში ნორვეგიამ მსოფლიოს სამი უდიდესი მწერალი აჩუქა: ბიორნსტიერნე ბიორნსონი, კნუტ ჰამსუნი და სიგრიდ უნსეტი. სამივე მათგანმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში 1903, 1920 და 1928 წლებში. ნორვეგიული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ფიგურად კი მაინც ჰენრიკ იბსენი რჩება, რომელმაც ისეთი პიესები შექმნა, როგორიცაა "პერ გიუნტი", "ნორა - ანუ თოჯინების სახლი" და "ქალი ზღვიდან". შედარებით თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის იუსტენ გორდერის "სოფის სამყარო" 40 ენაზე, მათ შორის, ქართულადაც ითარგმნა.
არქიტექტურა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Norway Cultural Profile - ნორვეგიული ნაციონალური კულტურის პორტალი ინგლისურად