დანიის ისტორია
დანიის ერთიანი სამეფოს ისტორია VIII საუკუნეში დაიწყო. ისტორიულ დოკუმენტებში გეოგრაფიული მხარე და იქ მცხოვრები ხალხი,დანიელები, ახ. წ. VI საუკუნის დასაწყისიდამ მოიხსენიება. ეს დოკუმენტებია იორდანისისა და პროკოპი კესარიელის ნაშრომები. დანიელები ქრისტიანები იყვნენ. 960 წელს მათ უკვე სამეფო შექმნეს. ამჟამად დანიის სახელით ცნობილ არეალს აქვს მდიდარი პრეისტორია, რომელიც, დაახლოებით 12 000 წლის განმავლობაში არსებობდა მრავალი პრეისტორიული კულტურითა და მოსახლეობით.
დანიის ისტორიამ გავლენა იქონია ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებს შორის მდებარე ტერიტორიებზე. 1814 წელს დანიამ შეინარჩუნა კონტროლი ძველ ნორვეგიის კოლონიებზე: ფარერის კუნძულებზე, გრენლანდიასა და ისლანდიაზე. XX საუკუნეში ისლანდიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გრენლანდია და ფარერის კუნძულები გახდნენ დანიის სამეფოს განუყოფელი ნაწილები. ჩრდილოეთ შლეზვიგი დანიის ტერიტორიის ნაწილი გახდა 1920 წლის რეფერენდუმის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის დროს 1940 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებული იყო დანია, მაგრამ საბოლოოდ, 1945 წელს გაათავისუფლეს ბრიტანული ძალების დახმარებით.[1] მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა შემდეგ, ცივი ომის დაწყების შემდეგ, 1949 წელს, დანია შეუერთდა ნატოს სამხედრო ალიანსს, როგორც დამფუძნებელი წევრი.
პრეისტორიული დანია
რედაქტირებასკანდინავიის რეგიონს აქვს მდიდარი პრეისტორია. ბოლო გამყინვარების პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მეტად სკანდინავია იყო ყინულით დაფარული. დანიას აქვს უნიკალური ბუნებრივი პირობები არტეფაქტების შესანარჩუნებლად, რაც გულისხმობს მდიდარ და მრავალფეროვან არქეოლოგიურ ნიმუშებს, რომელიც ნათლად აღწერს ტერიტორიის პრეისტორიულ კულტურას.
ქვის და ბრინჯაოს ხანა
რედაქტირებაქვის დოლმენები აშენდა ძვ. წ. III საუკუნეში.
გამყინვარება დასრულდა დაახლოებით 13 000 წლის წინ, რამაც საშუალება მისცა ადამიანებს განეგრძოთ ცხოვრება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ყინულით იყო დაფარული. თანამედროვე დანიაში აღმოჩენილ ადრეულ პრეისტორიულ კულტურებში შედის მაგმელოსური კულტურა (ძვ. წ. 9 500-6 000 წწ.); ერტებელის კულტურა (ძვ. წ. 5 300-3 950 წწ.) და ა.შ.
ე. წ. ბორალური პერიოდის განმავლობაში, ამ ადრეული ლანდშაფტის პირველი მკვიდრნი იყვნენ ძალიან მცირე და მიმოფანტული მოსახლეობა. ძვ. წ. 8300 წელს ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა, ზაფხულის ტემპერატურამ დაახლოებით 15°C-ით მოიმატა. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ზღვის დონეც გაიზარდა. მთელს მსოფლიოში ცნობილი, უძველესი ნამგალი ნაპოვნია დანიაში,[2] რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 8000 წლით თარიღდება.[3]
ამ ეპოქაში ოქროსა და ბრინჯაოს მრავალი ნივთი დაამზადეს, რომლებიც შემდეგ აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ისინი მოიცავს რელიგიურ ნიმუშებს და მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ეს ნივთები იძლევა სოციალური კლასებისა და სტრატიფიკაციის ადრეულ მტკიცებულებებს.
რკინის ხანა
რედაქტირებაპრე-რომაულ რკინის ხანაში (ძვ. წ. IV-I საუკუნეები) დანიასა და სამხრეთ სკანდინავიაში ტემპერატურამ იკლო, შეიზღუდა სოფლის მეურნეობა. ადგილობრივ ჯგუფებს უწევდა სამხრეთ გერმანიაში მიგრაცია. დაახლოებით ამ პერიოდში ხალხმა ტორფის ბუჩქების საბადოებიდან რკინის მოპოვება დაიწყო.
I-V საუკუნეებში რომის იმპერია მრავალმხრივ ურთიერთკავშირში იყო იუტლანდიასა და დანიის კუნძულებთან. ამ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც „რომაული რკინის ხანას“.
რომის პროვინციებმა განაგრძო სავაჭრო ურთიერთობები დანიელ ან პროტო-დანიელ ხალხებთან, რასაც დანიის ტერიტორიაზე აღმოჩენილი რომაული მონეტები გვიდასტურებს. ყველაზე ადრეული ცნობილი რუნული წარწერა თარიღდება ძვ. წ. 200 წლით. გასული საუკუნეებში გაშენებული მიწის გაფუჭებამ ხელი შეუწყო ჩრდილოეთ ევროპაში მიგრაციების ზრდას, ისევე, როგორც - კონფლიქტების ზრდას ტუტონიკულ ტომებსა და გალიის დასახლებებს შორის. რომაული ნიმუშები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება I საუკუნეში. ზოგჯერ ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ცხოველური, ისე ადამიანის მსხვერპლშეწირვა ხდებოდა.
დაახლოებით V-VII საუკუნეებში ჩრდილოეთ ევროპამ განიცადა მასობრივი მიგრაცია. ამ პერიოდს და მის მატერიალურ კულტურას მოიხსენიებენ, როგორც „გერმანულ რკინის ხანას“.
ვიკინგების ხანა
რედაქტირებაIX საუკუნეში ვიკინგების ხანის დასაწყისით დანიაში პრეისტორიული ხანა მთავრდება. დანიელები VIII-XI საუკუნეებში ვიკინგების სახელით იყვნენ ცნობილი.[4] ვიკინგები პირველად დასახლდნენ ისლანდიაში IX საუკუნეში. ისინი კარგად ვაჭრობდნენ ევროპის სანაპიროებსა და მდინარეებზე, ასევე აწარმოებდნენ სავაჭრო მარშრუტებს სხვა ქალაქებსა თუ სახელმწიფოებში.დანიელი ვიკინგები ყველაზე აქტიურები იყვნენ ბრიტანეთში, ირლანდიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში. ვიკინგების რეიდები ფართომასშტაბიანი იყო საფრანგეთში და ნიდერლანდების სანაპიროს გასწვრივ.
IX საუკუნის დასაწყისში, კარლოს დიდის ქრისტიანული იმპერია გაფართოვდა დანიელთა სამხრეთ საზღვართან. დანიელები გაერთიანდნენ და ოფიციალურად გაქრისტიანდნენ 965 წელს მეფე ჰარალდის საშუალებით.
ქრისტიანობა
რედაქტირებადანიაში ქრისტიანობის ისტორია დაკავშირებულია ვიკინგების ხანის ისტორიასთან. მრავალი წვრილი სამეფო არსებობდა მთელ იმ რეგიონში, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში დანიას უწოდებდნენ. ახალმა რელიგიამ, ძველი ნორვეგიული რელიგიური ჩვეულებები ჩაანაცვლა. ამ რელიგიას მეფისთვის მრავალი უპირატესობა ჰქონდა. ქრისტიანობის გავრცელება საღვთო რომის იმპერიისგან გარკვეული მხარდაჭერის გამოცხადების მიზეზი გახდა. ყოველივე ეს საშუალებას აძლევდა მეფეს თავი დაეღწია მისი მრავალი მოწინააღმდეგისაგან. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადრინდელ პერიოდში დანიის ეკლესიამ შეძლო სტაბილური ადმინისტრაციის შექმნა, რომელითაც ჰარალდს შეეძლო თავისი სამეფოზე უფრო ეფექტიანი კონტროლის დამყარება. ამ დროის განმავლობაში ცენტრალური პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგია შემუშავდა.
ინგლისმა დანიის კონტროლი 1035 წელს დაკარგა. კანუტე IV 1085 წლის ბოლოს შეიჭრა ინგლისში. იგი ასევე გეგმავდა კიდევ ერთ თავდასხმას ინგლისზე. კანუტე თანდათანობით იწყებდა იმის გაცნობიერებას, რომ დანიის გლეხებსა და დიდებულებს ტიტულის დაწესება დაეხმარათ მონასტრებისა და ეკლესიების გაფართოებასა და დაფინანსებაში. კანუტე IV გარდაიცვალა 1086 წლის 10 ივლისს. მისი სიკვდილი ვიკინგების ხანის დასასრულს აღნიშნავს.
XII საუკუნის დასაწყისში დანია გახდა სკანდინავიის დამოუკიდებელი პროვინცია. ამ ამბიდან, გარკვეული დროის შემდეგ, შვედეთმა და ნორვეგიამ შექმნეს საკუთარი საეპისკოპოსოები. XII საუკუნის შუა ხანები დანიის სამეფოსთვის რთული დრო აღმოჩნდა. დაიწყო სამოქალაქო ომები. 1180-იან წლებში დანიის კონტროლის ქვეშ მოექცნენ მაკლენბურგი და პომერანიის საჰერცოგო. ახალ სამხრეთ პროვინციებში დანიელებმა ხელი შეუწყეს ქრისტიანობის გავრცელებას.
1202 წელს, ვალდემარ II გახდა მეფე და დაიწყო „ჯვაროსნული ლაშქრობა“ ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით თანამედროვე ესტონეთისთვის. ამის შემდეგ, სამეფოს დანიის ესტონეთი დაერქვა. იმ დროიდან მოყოლებული ვალდემარმა ყურადღება გაამახვილა შიდა საქმეებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ფეოდალური სისტემის ცვლილება. ამან გაზარდა დიდებულთა ოჯახების ძალაუფლება. გლეხებმა დაკარგეს ტრადიციული უფლებები და პრივილეგიები, რომლებიც მათ ვიკინგების დროიდან მოყოლებული ჰქონდათ. დანიის მეფეს გაუჭირდა კონტროლის შენარჩუნება სამეფოში. XII საუკუნის განმავლობაში ეკონომიკა გაფართოვდა, მაგრამ XIII საუკუნე სირთულეების პერიოდად იქცა, რამაც გამოიწვია სამეფო ხელისუფლების დროებითი დაშლა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Staff. Saint Brices Day massacre, Encyclopædia Britannica. Retrieved 26 December 2007.
- The remote Danish island of Bornholm in the Baltic Sea was liberated by Soviet forces of the Allies. This led to some political turmoil and conflict, occasionally resurfacing in modern times
- Andreas D. Boldt, Historical Mechanisms: An Experimental Approach to Applying Scientific Theories to the Study of History (Routledge, 2017), pp. 125 and 196..
- Jón Stefánsson, Denmark and Sweden: with Iceland and Finland, London: Unwin, 1916, OCLC 181662877, p. 11: "Cnut's ideal seems to have been an Anglo-Scandinavian Empire, of which England was to be the head and centre".
- Lauring, p. 56: "He was fond of England and regarded it as his principle [sic] kingdom.... Canute actually became an Englishman".
- Grueber and Keary, p. 6: "Though England had been conquered by the Dane she was really the centre of his Danish empire".
- T. D. Kendrick, A History of the Vikings, New York: Scribner, 1930, repr. Mineola, New York: Dover, 2004, ISBN 0-486-43396-X, p. 125: "Danish taxes were introduced, Danish laws imposed, and preference was everywhere given to Danish interests".
- Robert Bohn: Dänische Geschichte. München: Beck, 2001. – (Beck'sche Reihe; 2162). – ISBN 3-406-44762-7 ასევე ნახეთ.
- Eva Heinzelmann / Stefanie Robl / Thomas Riis (Hrsg.): Der dänische Gesamtstaat, Verlag Ludwig, Kiel 2006, ISBN 978-3-937719-01-6 ასევე ნახეთ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The remote Danish island of Bornholm in the Baltic Sea was liberated by Soviet forces of the Allies. This led to some political turmoil and conflict, occasionally resurfacing in modern times.
- ↑ https://web.archive.org/web/20050306125009/http://www2.natmus.dk/saer/mislink/uvmateriale/koelbjer.htm
- ↑ https://archive.archaeology.org/online/features/bog/koelbjerg.html
- ↑ Andreas D. Boldt, Historical Mechanisms: An Experimental Approach to Applying Scientific Theories to the Study of History (Routledge, 2017), pp. 125 and 196.