ნამგალი — ხელით სამუშაო მარცვლეული კულტურების სამკალი იარაღი.

ჩვეულებრივი ნამგალი

მზადდებოდა საქართველოს მჭედლობის ცენტრებში. ნამგალი ძირითადად მზადდებოდა ე.წ. ნაკუწი რკინისაგან — ჯართისაგან. ქურაში მჭედელი ჯართს ერთ ზოდად შეადუღებდა, ნამგლისათვის საჭირო ნაწილს ჩამოაჭრიდა, ჯერ სიგრძეზე გაჭიმავდა, შუაზე გააპობდა და ფოლადს ჩაუდებდა, შემდეგ სანამგლე რკინა-ფოლადს კვლავ ქურაში დაადუღებდა. როცა რკინა სათანადოდ გახურდებოდა და ყვითელ ფერს მიიღებდა, ქურიდან გადმოიღებდა, გრდემლზე დადებდა და კვერის ცემით ნამგლის ფორმას მისცემდა, „პირს გამოუყვანდა“. შემდეგ ეტაპზე ხდება პირისა და ტარის გამოყვანა. ნამგლის პირი წყალში წრთობის შემდეგ რომ არ გამრუდებულიყო, მომზადებული ჰქონდათ ნამგლის ფორმის ყალიბი და ძროხის ქონწასმულს ზედ დააკრავდნენ. ამ ხერხით იარაღის თხელი პირი აღარ მრუდდება და ფხა-ალმასიანი გამოდის. წრთობის სხვადასხვა წესები მჭედლის გვარში საიდუმლოდ რჩებოდა და მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მათ დამღაც საგვარეულო ჰქონდათ (მაგ., მეჯვრისხეველ მჭედელ მაზანაშვილების დამღა ე.წ. „კურდღლის კანჭი“ იყო, რომელიც დღემდე არსებობს მათ მიერ გაჭედილ რკინის იარაღებზე). ნამგალს, როგორც სხვა იარაღს, მჭედელი უკეთებდა დამღას, რაც ხშირად მოხელის გვარისა და სახლის ინიციალებით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა ნიშნებს დაადაღავდა. მჭედლის დამღა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გვარის განაყრებს ჰქონდათ. საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახეობის ნამგალი: სამკალი, სათიბი, სასხლავი, საჩეხი და სხვ. საქართველოს ტერიტორიაზე ნამგლის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. ყველაზე ადრინდელ ტიპად კაჟის პირიანი ნამგლებია მიჩნეული.

სიმბოლიზმი

რედაქტირება

ნამგლისა და ცელის სიმბოლიკა დროთა სიღრმეში გადაჯაჭვულია, რის გამოც ხანდახან ძნელია მათი გამიჯვნა: იმის თქმა შესაძლებელია, უშორეს წარსულშინ ამგალა მთვარის კვდომა-აღორძინებამ, განლევამ და შემდგომმა სისავსემ ორაზროვანი სიმბოლიკა შესძინა ღამის მნათობს მიმსგავსებულ საგნებს. ერთი ამ საგანთაგან ნამგალი იყო და საფიქრებელია, მისი სიმბოლიკა იმ დროს შეიქმნა, როდესაც თავად ნამგალი კაჟისა იყო. ფუნქციონალური დანიშნულება და ასტრალური ორეულისარსებობა, უკვე თავისთავად განპირობებულიანამგლის სიმბოლიკის ორსაწყისიანობას: ერთი მხრივ, ეს სამეურნეო იარაღი სრულიად ლოგიკურად განასახიერებდა უხვ მოსავალს, ხოლო მეორე მხრივ — სიკვდილსა და არყოფნას. სწორედ ამ სიმბოლური მნიშვნელობით შეენაცვლა მას შემდგომ ცელი (სახვით ხელოვნებაში სიკვდილი, მეტწილად, სწორედ უმოწყალო, ცელმომარჯვებულ მთიბველად არის წარმოსახული).

ნამგალი ბერძნულ მითოლოგიურ სამყაროშოი კრონოსს (რომაელებთან — სატურნს) დაუკავშირდა. აქაც — წინარეელინურ ეპოქაში ნაყოფიერებას განასახიერებდა, შემდგომ კი — დროის ულმობელ წარმავლობას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯალაბაძე გ., აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება