ნორვეგიის ეკონომიკა
ნორვეგია მაღალგანვითარებული, ინდუსტრიული ქვეყანაა. ხასიათდება ექსპორტზე ორიენტირებული ღია ეკონომიკით. არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. ეკონომიკის ძირითადი დარგებია: ნავთობისა და გაზის მოპოვება-წარმოება, გემთმშენებლობა, ქაღალდი, მეტალურგია, ქიმიკატები, საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა, სამთო მრეწველობა, თევზაობა.
ნორვეგიის ეკონომიკა | |
---|---|
ვალუტა | ნორვეგიული კრონა (NOK) |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი |
სავაჭრო ორგანიზაციები | მსო, ეთგო |
სტატისტიკა | |
მშპ | $276.5 მილიარდი (2009 მონ.) |
მშპ ზრდა | -1.1% (2009 მონ.) |
მშპ ერთ სულზე | $53,269 (2009 მონ.) |
მშპ სექტორით | სოფლის მეურნეობა (2.2%), მრეწველობა (45.1%), მომსახურებები (52.7%) (2009 წელი) |
ინფლაცია | 2.3 % (2009 მონ) |
Gini index | 25 |
შრომითი რესურსი | 2.6 მილიონი (2009 მონ.) |
შრომითი რესურსი დასაქმების მიხედვით |
სოფლის მეურნეობა (2.9%), მრეწველობა (21.1%), მომსახურებები (76%) (2009 წელი) |
უმუშევრობა | 3.6 % (2009 მონ) |
მრეწველობის მთავარი დარგები | ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, კვების მრეწველობა, გემთმშენებლობა, ქაღალდი, ქიმიკატები, მეტალურგია, ხე-ტყე, სამთო მრეწველობა, მეთევზეობა. |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $122 მილიარდი (2009 მონ.) |
საქონლის ექსპორტი | ბუნებრივი აირი, ნავთობი, მანქანა დანადგარები, მეტალი, ქიმიკატები, გემები, თევზი. |
ძირითადი პარტნიორები | გაერთიანებული სამეფო 27 %, გერმანია. 12.8 %, ნიდერლანდები 10.4 %, საფრანგეთი 9.4 %, შვედეთი 6.5 %, აშშ 4.5 % (2008) |
იმპორტი | $64.5 მილიარდი (2009 მონ.) |
საქონლის იმპორტი | მანქანა დანადგარები, საკვები პროდუქტები, ქიმიკატები და ლითონი. |
სავაჭრო პარტნიორები | შვედეთი 14.3 %, გერმანია 13.4 %, დანია 6.8 %, ჩინეთი 6.4 %, გაერთიანებული სამეფო 5.9 %, აშშ 5.4 %, ნიდერლანდები 4.1 % (2008) |
პუი | $93.88 მილიარდი (31 დეკემბერი 2009 მონ.) |
სახელმწიფოს საგარეო ვალი | $548.1 მილიარდი (2009 მონ.) |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | 60,2 % მთლიანი შიდა პროდუქტის |
შემოსავლები | $206.9 მილიარდი |
გასავლები | $169 მილიარდი |
ეკონომიკური დახმარება | $2.20 მლიარდი (დონორები), |
უცხოური რეზერვები | $50.95 მილიარდი (2008 მონ) |
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
ნორვეგიის ეკონომიკას ჩვეულებრივ უწოდებენ შერეული ეკონომიკას - ის წარმოადგენს კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკას სახელმწიფოს როლის ნათლად გამოხატული მონაწილეობით. ისევე, როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ნორვეგიის ინდუსტრიის განვითარება ძირითადად განხორციელდა კერძო საკუთრების შესახებ კანონით და კერძო სექტორის მეშვეობით.
ეკონომიკის განვითარება
რედაქტირებაინდუსტრიულ რევოლუციამდე ნორვეგიის ეკონომიკა უმეტესწილად დაფუძნებული იყო სოფლის მეურნეობაზე, მეტყევეობაზე და მეთევზეობაზე. ნორვეგიელები ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ მნიშვნელოვანი დეფიციტის პრობებში, თუმცა შიმშილი იშვიათი იყო. გარდა რამდენიმე ნაყოფიერი მიწისა ხედმაკში და ესტფოლდში, ისეთი მარცვლეული კულტურები, როგორიცაა შვრია, ჭვავი და ქერი შეზღუდული იყო.
ეკონომიკური აღმავლობა ნორვეგიაში დაიწყო XVII საუკუნეში, როდესაც ნორვეგიელმა ვაჭრებმა დაიწყეს ხე-ტყის თავისუფლად გატანა ინგლისში საკუთარი გემებით. ამან გამოიწვია ფლოტის გაფართოება, გაიზარდა ტყის დამუშავება, შეიქმნა ხის საამქროები.