იტალიის ეკონომიკა
იტალია — მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მშპ-ს საერთო მოცულობით იგი ევროპაში მეოთხეა, ხოლო მსოფლიოში შედის პირველ ათეულში. განვითარებული ქვეყნების ფონზე აქ ძლიერია სახელმწიფო სექტორი (მრეწველობის 50 % და საბანკო საქმიანობის 70% სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება). გასული საუკუნის ბოლოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლის მიზანი არის კერძო სექტორის გაძლიერება. ეკონომიკაში წამყვანია მომსახურების სფერო და მრეწველობა , მნიშვნელოვანია ასევე აგრობიზნესის როლი. მრეწველობა კონცენტრაციის მაღალი დონით გამოირჩევა. მისი ძირითადი პოტენციალი თავს იყრის „სამრეწველო სამკუთხედში“ მილანი - ტურინი - გენუა. ძლიერია მცირე და საშუალო საწარმოების როლი.
- იტალიის ეროვნული ვალუტაა ევრო.
იტალიის ეკონომიკა | |
---|---|
ვალუტა | ევრო |
ფისკალური წელი | კალენდარული წელი |
სავაჭრო ორგანიზაციები | მსო, ევროპის კავშირი და ეთგო |
სტატისტიკა | |
მშპ (ნომინალი) | $1.888 ტრილიონი (2007) |
მშპ (მუპ) | $1.888 ტრილიონი (2007) |
მშპ ზრდა | 1.1 % (2010) |
მშპ ერთ სულზე | $32,319 (2007) |
მშპ სექტორით | აგროკულტურა: 1.8 %; მრეწველობა: 24.9 %; მომსახურების სფერო: 73.3 % (2010 მონ.) |
ინფლაცია | 1.4 % |
Gini index | 36 (2009) |
შრომითი რესურსი | 25.05 მილიონი (2010) |
შრომითი რესურსი საქმიანობით |
მომსახურების სფერო (65.1%), მრეწველობა (30.7%),აგროკულტურა (4.2%) (2005) |
უმუშევრობა | 8.4 % (2011) |
მრეწველობის მთავარი დარგები | ტურიზმი, კომუნიკაციები, მანქანათმშენებლობა, ფოლადი, ქიმიური მრეწველობა, ფარმაცევტული წამლები, კვების მრეწველობა, ქსოვილი, ავტომობილების წარმოება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტანსაცმელი, მოდა |
სავაჭრო პარტნიორები | |
ექსპორტი | $458.4 მილიარდი (2010) |
საქონლის ექსპორტი | ტექნიკა, ქსოვილები, ტანსაცმელი, საწარმოო დანადგარები, ავტომობილი, სატრანსპორტო აღჭურვილობა, ქიმიკატები, საკვები, სასმელი, თამბაქო, მინერალები, და ფერადი ლითონების |
ძირითადი პარტნიორები | გერმანია 12.6 %, საფრანგეთი 11.57 %, აშშ 5.92 %, ესპანეთი 5.69 %, დიდი ბრიტანეთი 5.13 %, შვეიცარია 4.69 % (2009) |
იმპორტი | $459.7 მილიარდი (2010) |
საქონლის იმპორტი | ტექნიკა, ქიმიკატები, სატრანსპორტო მოწყობილობა, ენერგოპროდუქტები, მინერალური და ფერადი ლითონები, ქსოვილები და ტანსაცმელი, საკვები, სასმელი, თამბაქო |
სავაჭრო პარტნიორები | გერმანია 16.68 %, საფრანგეთი 8.82 %, ჩინეთი 6.53 %, ნიდერლანდები 5.63 %, ესპანეთი 4.3 %, რუსეთი 4.12 %, ბელგია 4.08 % (2009) |
სახელმწიფოს შიდა ვალი | $405.1 მილიარდი (31 დეკემბერი 2010) |
საზოგადოებრივი ფინანსები | |
სახელმწიფო ვალი | $2.223 ტრილიონი (30 ივნისი 2010) |
შემოსავლები | $960.1 მილიარდი (2009) |
გასავლები | $1.068 მილიარდი (2009) |
ეკონომიკური დახმარება | დონორები: $2.48 მილიარდი, მშპ-ს 0.15 % (2004) |
All values, unless otherwise stated, are in აშშ დოლარები |
მრეწველობა
რედაქტირებაშავი მეტალურგიის წარმოებით იტალია უდიდესია ევროპაში გერმანიის შემდეგ. დარგი ვითარდება შემოტანილ ნელეულზე. სრული ციკლის საწარმოებია გენუაში, ნეაპოლსა და ტარანტოში. მძლავრია ელექტროტექნიკა და ელექტროტექნიკური ინდუსტრია. დარგის ლიდერია „ოლივეტი“, რომლის უდიდესი საწარმოც მოქმედებს ივრეაში. ცნობილია პერსონალური კომპიუტერების წარმოებით. ქიმიური კომპლექსების დარგები ძირითადად განვითარდა ჩრდილოეთ იტალიაში. ამ დარგში გაბატონებული პოზიციები უკავია „მონტედისონს“.
ენერგეტიკა ვითარდება შემოტანილ ნედლეულზე. ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს იძლევა თბოელექტროსადგურები. ჰიდროელექტროსადგურები მოქმედებენ ქვეყნის ჩრდილოეთში, ალპებში. ნავთობგადამამუშავებელი ინდუსტრია ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში.
მანქანათმშენებლობის დარგებიდან გმოირჩევა მსუბუქი ავტომობილების წარმოება, აქ ლიდერია „ფიატი“. ცენტრებია: ტურინი, ბოლონია, ნეაპოლი. ცნობილია ასევე „ფერარი“ და „ალფა-რომეო“. იტალია ცნობილია მსოფლიოში საფეიქრო მრეწველობისათვის საჭირო მოწყობილობების (მესამე ადგილი მსოფლიოში გერმანიისა და შვეიცარიის შემდეგ), სოფლის მეურნეობის მანქანების და რკინიგზის შემადგენლობების წარმოებით.
იტალია მსუბუქი და კვების მრეწველობის აღიარებული მწარმოებელია. გამოირჩევა ავეჯის (მეორე ადგილი მსოფლიოში), ფეხსაცმლის, ტანსაცმლის წარმოებით. მსუბუქი ინდუსტრია ძირითადად თავს იყრის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. საქვეყნოდააა ცნობილი იტალიური მაკარონი, პიცა, ხილის კონსერვები, ღვინო.
სოფლის მეურნეობა
რედაქტირებასოფლის მეურნეობაში ჭარბობს მემცენარეობა. მარცვლეული კულტურები (ხორბალი, სიმინდი) ძირითადად მოჰყავთ პადანის ვაკეზე და ემილია-რომანიაში. მეხილეობისა და მებაღეობის გავრცელების უდიდესი რაიონია ემილია-რომანია, ციტრუსების — სიცილია. ციტრუსების და ზეთისხილის მოყვანით იტალია ჩამორჩება მხოლოდ ესპანეთს. მევენახეობის უდიდესი რაიონებია ჩრდილოეთ იტალია, ცენტრალური იტალია, ტოსკანა და ემილია-რომანია.
მეცხოველეობა მეორე ხარისხოვანი დარგია, სარძევე მიმართულებით მესაქონლეობა ვითარდება ჩრდილოეთ იტალიაში.
ტრანსპორტი
რედაქტირებაქვეყანა უზრუნველყოფილია თითქმის ყველა სახის ტრანსპორტით. საავტომობილო ტრანსპორტის განვითარებით იტალია ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ევროპაში. განვითარებულია სარკინიგზო ტრანსპორტიც. უდიდესი ნავსადგურებია: გენუა, ნეაპოლი, ტარანტო. იტალიის საჰაერო ჭიშკარია რომის ლეონარდო და ვინჩის აეროპორტი.
ტურიზმი
რედაქტირებატურისტული ინდუსტრია ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დარგია. ყოველწლიურად იტალიას 50 მილიონი უცხოელი სტუმრობს. ბუნებრივი პირობები (განსაკუთრებით კლიმატური პირობები და ალპები), ისტორიულ—არქიტექტურული მემკვიდრეობა და მოსახურების მაღალი დონე იტალიას საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრად აქცევს.
ბანკები
რედაქტირებაიტალიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საბანკო-საფინანსო საქმიანობას.
ათი უმსხვილესი ბანკი იტალიაში:
რიგი | კომპანია | ბაზრის კაპიტალიზაცია (€) |
---|---|---|
1 | UniCredit | 81.39 მილიარდი |
2 | Intesa Sanpaolo | 69.2 მილიარდი |
3 | Mediobanca | 12.38 მილიარდი |
4 | UBI Banca | 11.5 მილიარდი |
5 | Banco Popolare | 11.34 მილიარდი |
6 | Monte dei Paschi di Siena | 11.32 მილიარდი |
7 | Banca CR Firenze | 5.3 მილიარდი |
8 | Banca Popolare di Milano | 4.3 მილიარდი |
9 | Banca Carige | 3.9 მილიარდი |
10 | Credito Emiliano | 2.8 მილიარდი |
მშპ რეგიონების მიხედვით
რედაქტირებარეგიონი | მილ. € | € ერთ სულ მოსახლეზე. |
---|---|---|
აბრუცი | 28 725 | 21 600 |
ვალე-დ-აოსტა | 3 883 | 30 600 |
აპულია | 69 545 | 17 100 |
ბაზილიკატა | 11 408 | 19 300 |
კალაბრია | 33 264 | 16 600 |
კამპანია | 96 321 | 16 600 |
ემილია-რომანია | 138 675 | 32 200 |
ფრიული-ვენეცია-ჯულია | 36 178 | 29 500 |
ლაციო | 174 116 | 31 100 |
ლიგურია | 44 131 | 27 400 |
ლომბარდია | 328 222 | 33 900 |
მარკე | 41 680 | 26 700 |
მოლიზე | 6 508 | 20 300 |
პიემონტი | 127 014 | 28 800 |
სარდინია | 33 183 | 19 900 |
სიცილია | 84 538 | 16 800 |
ტოსკანა | 106 063 | 28 700 |
ტრენტინო-ალტო-ადიჯე | 33 162 | 32 800 |
უმბრია | 21 852 | 24 600 |
ვენეტო | 149 385 | 30 700 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი
- იტალიის ცენტრალური ბანკი დაარქივებული 2014-10-22 საიტზე Wayback Machine.
- იტალიის ეკონომიკის სამინისტრო დაარქივებული 2011-11-08 საიტზე Wayback Machine.