აპულია
აპულია (ბერძნულიდან Ἀπουλία; იტალ. Puglia) — რეგიონი იტალიაში, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით — იონიის ზღვა, სამხრეთით — ოტრანტოს სრუტე და ყურე. მის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს სალენტოს ნახევარკუნძულს უწოდებენ, რომელიც „ჩექმის“ ფორმის იტალიის ქუსლს წარმოადგენს. რეგიონის ფართობი 19 345 კმ²-ია, მოსახლეობა კი 4,1 მლნ ადამიანს შეადგენს (2011). ჩრდილოეთით მოლიზეს რეგიონი ესაზღვრება, დასავლეთით — კამპანია, სამხრეთ-დასავლკეთით კი ბაზილიკატა. მის გასწვრივ, იონიის ზღვის მიღმა, მდებარეობს საბერძნეთი და ალბანეთი.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
აპულია იტალ. Puglia | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ბარი | ||||
შიდა დაყოფა | ბარის პროვინცია, ბარლეტა-ანდრია-ტრანის პროვინცია, ბრინდიზის პროვინცია, ფოჯის პროვინცია, ლეჩეს პროვინცია, ტარანტოს პროვინცია, ბარი და მატერის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 41°00′31″ ჩ. გ. 16°30′46″ ა. გ. / 41.00861° ჩ. გ. 16.51278° ა. გ. | ||||
მმართველი | Michele Emiliano | ||||
ფართობი | 19365.8±0.1 კვადრატული კილომეტრი | ||||
მოსახლეობა | 4 029 053 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.regione.puglia.it/ | ||||
| |||||
აპულია სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, მოჰყავთ ხილი და ღვინო. მისი ნავსადგურები აგრეთვე ემსახურებიან ალბანეთს.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებააპულიის რეგიონი ადმინისტრაციულად 6 პროვინციად იყოფა:
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე) |
---|---|---|---|
ბარის პროვინცია | 3,821 | 1,256,821 | 328,9 |
ბარლეტა-ანდრია-ტრანის პროვინცია | 1,543 | 392,237 | 254,2 |
ბრინდიზის პროვინცია | 1,839 | 402,973 | 219.1 |
ფოჯის პროვინცია | 6,960 | 641,000 | 92.0 |
ლეჩეს პროვინცია | 2,759 | 812,690 | 294.5 |
ტარანტოს პროვინცია | 2,437 | 580,497 | 238.2 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Italian National Institute of Statistics — 1926.